მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიკი რურკი მთელ ქონებას უკრაინელ დამხმარეს უტოვებს - ჰოლივუდის ვარსკვლავს სურს, უკრაინაში დაკრძალონ და ამისთვის მან უკვე სასაფლაოც შეარჩია
მიკი რურკი მთელ ქონებას უკრაინელ დამხმარეს უტოვებს - ჰოლივუდის ვარსკვლავს სურს, უკრაინაში დაკრძალონ და ამისთვის მან უკვე სასაფლაოც შეარჩია

ამე­რი­კელ­მა მსა­ხი­ობ­მა, მიკი რურკმა, მთე­ლი ქო­ნე­ბის მემ­კვიდ­რედ უკ­რა­ი­ნე­ლი ასის­ტენ­ტი, დმიტ­რი კორ­ნი­ჩუ­კი გა­მო­ა­ცხა­და. მსა­ხი­ო­ბის თქმით, დმიტ­რი მის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახლო ადა­მი­ა­ნია.

მსა­ხი­ობ­მა კარ­გად იცის უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომის ამ­ბე­ბი. გარ­და იმი­სა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ით ეც­ნო­ბა სი­ახ­ლე­ებს, დმიტ­რის ოჯა­ხი და ნა­თე­სა­ვე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და მათ­თა­ნაც აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია.

ჰო­ლუ­ვი­დის ვარ­სკვლავ­მა უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რი უკვე არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა აშშ-ის მთავ­რო­ბა და ნა­ტოს უფრო ქმე­დი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, ბოლო 8 წე­ლი­წად­ში, რაც დიმა მას­თან მუ­შა­ობს, ის მის­თვის ერთ-ერთი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი გახ­და: "ის მთელ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია ჩემ­თვის! ჩემი სახ­ლის მი­სა­მარ­თიც კი არ მახ­სოვს ზე­პი­რად. მის გა­რე­შე და­ვი­კარ­გე­ბო­დი," - ამ­ბობს მიკი ქსე­ნია სობ­ჩაკ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დმიტ­რი კორ­ნი­ჩუ­კი, ალ პა­ჩი­ნო და მიკი რურ­კი

"მე ყვე­ლა­ფერს ჩემს ქო­ნე­ბას დი­მას ვუ­ტო­ვებ, სიკ­ვდი­ლის არ მე­ში­ნია, თა­ვად პრო­ცე­სი მა­ში­ნებს. მე მჯე­რა, რომ იმ სამ­ყა­რო­შიც შევ­ხვდე­ბი ჩემს ძმო­ბილს და ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

გარ­და ამი­სა, მსა­ხი­ო­ბი ისეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნა­ზე, რომ სურს უკ­რა­ი­ნა­ში დაკ­რძა­ლონ. ოქ­როს გლო­ბუ­სის და Bafta-ს გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ვარ­სკვლავ­მა თა­ვი­სი მარ­ჯვე­ნა ხელი, დმიტ­რი კორ­ნი­ჩუ­კი ადრე ხმელ­ნიც­კის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­შიც გაგ­ზავ­ნა, რათა სა­საფ­ლა­ო­ზე მის­თვის ად­გი­ლი შე­ერ­ჩია და შე­ე­ნა­ხა.

ცნო­ბის­თვის, მიკი რურ­კის ქო­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 10-მი­ლი­ონ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

წყა­რო: globalhappenings.com

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
saqartvelo
2

ზურას.შენ რა იცი ვინ იყო 2008-ში ომში და ვინ გარბოდა თუ გამორბოდა.სიმართლე,როგორ ხვდებათ ვიღაც ვიღაცეებს გულში ცუდათ.არ უნდა იომოს როცა თავისი ქვეყანა გასაჭირშია?

ჰოოო
60

დამხმარე თუ პარტნიორი??

ავტორი:

მიკი რურკი მთელ ქონებას უკრაინელ დამხმარეს უტოვებს - ჰოლივუდის ვარსკვლავს სურს, უკრაინაში დაკრძალონ და ამისთვის მან უკვე სასაფლაოც შეარჩია

მიკი რურკი მთელ ქონებას უკრაინელ დამხმარეს უტოვებს - ჰოლივუდის ვარსკვლავს სურს, უკრაინაში დაკრძალონ და ამისთვის მან უკვე სასაფლაოც შეარჩია

ამერიკელმა მსახიობმა, მიკი რურკმა, მთელი ქონების მემკვიდრედ უკრაინელი ასისტენტი, დმიტრი კორნიჩუკი გამოაცხადა. მსახიობის თქმით, დმიტრი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო ადამიანია.

მსახიობმა კარგად იცის უკრაინა-რუსეთის ომის ამბები. გარდა იმისა, რომ ტელევიზიით ეცნობა სიახლეებს, დმიტრის ოჯახი და ნათესავები უკრაინაში იმყოფებიან და მათთანაც აქვს კომუნიკაცია.

ჰოლუვიდის ვარსკვლავმა უკრაინის მხარდასაჭერი უკვე არაერთი განცხადება გააკეთა, მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის მთავრობა და ნატოს უფრო ქმედითი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდა.

მსახიობი ამბობს, ბოლო 8 წელიწადში, რაც დიმა მასთან მუშაობს, ის მისთვის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი გახდა: "ის მთელ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის! ჩემი სახლის მისამართიც კი არ მახსოვს ზეპირად. მის გარეშე დავიკარგებოდი," - ამბობს მიკი ქსენია სობჩაკთან ინტერვიუში.

დმიტრი კორნიჩუკი, ალ პაჩინო და მიკი რურკი

"მე ყველაფერს ჩემს ქონებას დიმას ვუტოვებ, სიკვდილის არ მეშინია, თავად პროცესი მაშინებს. მე მჯერა, რომ იმ სამყაროშიც შევხვდები ჩემს ძმობილს და ჩავეხუტები", - ამბობს მსახიობი.

გარდა ამისა, მსახიობი ისეა შეყვარებული უკრაინაზე, რომ სურს უკრაინაში დაკრძალონ. ოქროს გლობუსის და Bafta-ს გამარჯვებულმა ვარსკვლავმა თავისი მარჯვენა ხელი, დმიტრი კორნიჩუკი ადრე ხმელნიცკის რაიონის ერთ-ერთ სოფელშიც გაგზავნა, რათა სასაფლაოზე მისთვის ადგილი შეერჩია და შეენახა.

ცნობისთვის, მიკი რურკის ქონება დაახლოებით 10-მილიონ დოლარადაა შეფასებული.

წყარო: globalhappenings.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა