საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი დამაარსებელი, გია ქუფარაშვილი მან მიავლინა უკრაინაში "აზოვის" შესაქმნელად. ამის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ნახეთ, როგორი თანადგომა აჩვენეს უკრაინელებმა, მე უკრაინის პასპორტის ამაყი მატარებელი ვარ და ჩემი გული როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას ეკუთვნის.
ამ ბრძოლაში მე დიდი ხანია ვარ. თავის დროზე, მაგალითად. პოლკი აზოვის შესაქმნელად მე მივავლინე იქ გია ქუფარაშვილი, რომელიც ჩემთან მუშაობდა, ჩვენ ერთად ჩამოვედით, მან მთხოვა ნებართვა, მერე მე შევხვდი მაშინდელი პოლკის მეთაურს და ჩვენ დავსახეთ ერთად გეგმა, თუ როგორ დახმარებოდნენ ქართველები, მერე ბახვა ჩამოვიდა, რომელიც ახლა გმირულად დაიღუპა.
საქართველოს ჰყავს ნამდვილი გმირები, ჩვენ არ გვჭირდება უკან დახევა ნებისმიერი საფრთხის წინაშე, ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა", - თქვა სააკაშვილმა.
იხილეთ ასევე: