"კარიბის ზღვის მეკობრეების" 58 წლის ვარსკვლავი, ჯონი დეპი ყოფილ მეუღლეს, ამბერ ჰერდს, კვლავ ცილისწამებაში ადანაშაულებს. დეპმა სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ სურს, სიმართლე გაირკვეს, რათა საკუთარი რეპუტაცია დაიცვას და შვილებიც იხსნას უსაფუძვლო ჭორებისგან.
"ჩვენი ურთიერთობის მანძილზე გვქონია უთანხმოებები და შელაპარაკებები, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ იმ მდგომარეობაში, რომ ამბერს ხელით შევხებოდი, არც სხვა რომელიმე ქალისთვის დამირტყამს ცხოვრებაში", - თქვა ჯონი დეპმა.
მანვე ისაუბრა მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებზე და ყოფილი ცოლის ინტერვიუებზე, რომლებიც დეპის თქმით, მისი და მისი შვილებისთვის რეპუტაციის შემლახველი იყო.
"მსურდა, ჩემი შვილები დამეცვა იმ ჭორებისგან, რომ თითქოს მე ცოლზე ვძალადობდი. მათ სკოლაში მოუწევდათ ყოველდღე ამ უსაფუძვლო ტყუილთან შეჯახება და მოძალადე მამაზე სტატიების კითხვა.
მე პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რომ ჩემი სახელი დამეცვა. ძალიან უცნაურია, როცა ერთი დღე თავს კონკიად გრძნობ, მეორე დღეს კი კვაზიმოდო ხდები. არც მე და არც ჩემი შვილები არ ვიმსახურებდით ამას", - თქვა დეპმა.
მსახიობის განმარტებით, არ სურდა, კინოინდუსტრიაში ის მოძალადის სახელით ყოფილიყო ცნობილი და აღნიშნა, რომ ამაყობს თავისი "გულწრფელობითა და პატიოსნებით."
სასამართლო პროცესზე ისიც ითქვა, რომ დეპს ყოფილმა ცოლმა ჩხუბის დროს თითი მოაჭრა. აღნიშნულის შესახებ ჩვენება ჯონი დეპის პირადმა ექიმმა, დევიდ კიპერმა მისცა კიპერი ყვება, რომ ამბერ ჰერდმა დეპს ჩხუბის დროს ბოთლი ესროლა, მსახიობს თითი დაუზიანდა და ექიმთან მივიდა, ექიმმა ნახა, რომ დეპს თითის ნაწილი აღარ ჰქონდა, მოგვიანებით დეპის მოჭრილი თითი მისმა მზარეულმა სახლში იპოვა და ექიმთან წაიღო. აღნიშნულის შემდეგ მსახიობს ოპერაცია ჩაუტარდა და თითი შეუნარჩუნდა.
ამბერ ჰარდი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა თითი თვითონ მოიჭრა
წყარო: thesun
მოამზადა: ანა სიბოშვილმა