ავტორი:

"აზოვსტალი" დიდი ომისათვის ემზადებოდა მთელი ცივი ომის განმავლობაში... ეს დაწესებულება ატომური იარაღით დაბომბვასაც კი გაუძლებს" - გიორგი კობერიძე

"აზოვსტალი" დიდი ომისათვის ემზადებოდა მთელი ცივი ომის განმავლობაში... ეს დაწესებულება ატომური იარაღით დაბომბვასაც კი გაუძლებს" - გიორგი კობერიძე

რუსეთის მხრიდან ატომური ბომბის გამოყენებას პასუხი მოჰყვება და ამით საფრთხე რუსეთის ტერიტორიას ექმნება - რუსეთში შეიძლება არიან მკვლელები, მაგრამ არა თვითმკვლელები, ამიტომ საკუთარი თავის განადგურება არც მათ სურთ დიდად, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ "ჯიპას" პროფესორმა, გიორგი კობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ატომური ბომბის არ გამოყენება არა კეთილი ნება, არამედ, რუსეთში იმ რეალური საშიშროების დანახვაა, რაც შეიძლება, ატომური იარაღის გამოყენება მოჰყვეს.

"ბირთვულზე შეიძლება ბირთვული პასუხი იყოს, ან შესაძლებელია რუსეთში პოზიციების განადგურება იყოს, ანუ ამ შემთხვევაში, რუსეთის ტერიტორიას ექმნება საფრთხე. არა მხოლოდ ბირთვული იარაღებით, საახალწლო "სალიუტებივით" კი არ გაისვრიან მარტო ბირთვულ იარაღებს, არამედ იმ პოტენციური ქობინების განადგურება შეიძლება იყოს, რომელიც რუსეთს აქვს. შესაბამისად, ეს არის მსოფლიოსთვის დამანგრეველი და რუსეთს ეს ყველაფერი კარგად ესმის. რუსეთში შეიძლება არიან მკვლელები, მაგრამ არა თვითმკვლელები, ამიტომ საკუთარი თავის განადგურება დიდად არც მათ სურთ", - განაცხადა გიორგი კობერიძემ.

მისივე თქმით, მარიუპოლის ქარხანა "აზოვსტალი“, რომლის ზედა ნაწილიც გუშინ რუსებმა დაბომბეს, დიდი ომისათვის არა მხოლოდ უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, არამედ, მთელი ცივი ომის განმავლობაში ემზადებოდა და ის ატომური იარაღით დაბომბვასაც კი გაუძლებს.

გიორგი კობერიძის განცხადებით, თუკი რუსეთმა "აზოვსტალის“ სრული განადგურება მოახერხა, ისინი ქარხნის ზედა ნაწილზე შესვლას კი შეძლებენ, მაგრამ ბუნკერებში ჩასვლა წარმოუდგენლად რთულია.

მისივე თქმით, შესაბამისად, რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი და შესაძლოა, მან "აზოვსტალის“ შიგნით ქიმიური იარაღი გამოიყენოს.

"რუსებმა მოახერხეს და "აზოვსტალის“ ზედა ნაწილი პრაქტიკულად, მიწასთან გაასწორეს. ცდილობენ, რომ ზედა ნაწილს მაქსიმალურად დიდი ზიანი მიადგეს, რომ უკრაინელები ზემოთ ვერ ამოვიდნენ და პოტენციური კონტრშეტევა ვერ განახორციელონ. პოტენციური კონტრშეტევა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ვერც ერთი ნაგებობა ვერ გაუძლებს ხანგრძლივ დაბომბვას. თუმცა აქ არის მეორე ძალიან საინტერესო ასპექტი, რომ უკრაინელებს აქვთ არა მხოლოდ ქალაქის შესახებ ცოდნა არამედ, მათ შესაძლებელია წინასწარ მომზადებული ერთგვარი წერტილები ჰქონდეთ, საიდანაც ისინი გამოსვლას და მოწინააღმდეგესთან მიმართებაში ზურგში მოქცევას შეძლებენ. მეორეს მხრივ, თუკი რუსეთმა "აზოვსტალის“ სრული განადგურება მოახერხეს, დიახ, ისინი "აზოვსტალის“ ზედა ნაწილზე შესვლას შეძლებენ, მაგრამ სულ სხვა სიტუაციაა ბუნკერებში.

  • ბუნკერებში ჩასვლა არის წარმოუდგენლად რთული. როგორი ცოდნაც არ უნდა ჰქონდეთ, როგორი ძველი გეგმები და რუკებიც არ უნდა ჰქონდეთ ამ ყველაფრის შესახებ, "აზოვსტალი“ არის მომზადებული არა მხოლოდ, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, არამედ, "აზოვსტალი" დიდი ომისათვის ემზადებოდა მთელი ცივი ომის განმავლობაში. შესაბამისად, ამ დაწესებულებაზე რომ ვსაუბრობთ, ეს არის დაწესებულება, რომელიც ატომური იარაღით დაბომბვასაც კი გაუძლებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასეთი მარტივი არ იქნება იქ ჩასვლა, თუმცა აქ არის საუბარი უფრო რთულ საკითხებზე, როგორიც არის პოტენციურად ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ვენტილაცია ძალიან კარგი და ეფექტურად მოწყობილია, მაინც რუსეთს ამ შემთხვევაში ყველაფერზე წასვლის სურვილი აქვს და მან შეიძლება "აზოვსტალის“ შიგნით ქიმიური იარაღი გამოიყენოს.

მთელი უბედურება არის ის, რომ რუსეთი უკვე "ვა ბანკზეა“ წასული. მას დასაკარგი ამ შემთხვევაში აღარაფერი აქვს, მას აღარც რეპუტაციული რისკები აქვს დასაკარგი, მას ძალიან ბევრი ბრალს გენოციდში უკვე სდებს და შესაბამისად, მისი მხრიდან აგრესიული ქმედებები მით უმეტეს, მათივე განცხადებით, ე.წ. ნეონაცისტების წინააღმდეგ, რომელსაც ამდენი ხანია ქადაგებენ, შესაძლებელია, ითქვას, რომ თავისუფლად გააკეთებენ თუკი მათ ამის საშუალება და შანსი მიეცათ,“ - განაცხადა მან.

გიორგი კობერიძემ ასევე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არა მხოლოდ კეთილი ნების გამოჩენა, არამედ არსებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის ძალიან ეფექტური მცდელობაა.

მისივე თქმით, უკრაინას ისეთი იარაღი უნდა მიეწოდოს, რომელიც მას ხანგრძლივი დროით გააძლებინებს და შემდეგ კონტრშეტევის საშუალებას მისცემს.

"ერთია იარაღს რომ აწვდი და მეორეა ამ იარაღის ათვისება, ცოდნა. სრულიად უცხო იარაღის ათვისება უკრაინელებისთვის დროის საკითხია. მინიმუმ 3 თვე მაინც არის საჭირო, რომ სამხედრო გადაამზადო, რომ კონკრეტული სისტემა, ან აპარატი გამოიყენოს. აქედან გამომდინარე მათ ისეთი ტიპის იარაღს აწვდიან, რომლის ანალოგი უკვე აქვთ, ან მათი გადამზადება მოკლე დროში შეიძლება, თუმცა გამოჩნდა, რომ ომი ხანგრძლივი დროით გრძელდება, ამიტომ გაჩნდა აუცილებლობა, რომ ისეთი იარაღი მივაწოდოთ, რომელიც უკრაინას ხანგრძლივი დროით გააძლებინებს და შემდეგ კონტრშეტევის საშუალებას მისცემს,“ - განაცხადა გიორგი კობერიძემ.

იხილეთ ასევე: