ავტორი:

"გიორგიმ გაიკეთა ოპერაცია და ყველაზე რთული ეტაპი გავიარეთ" - რას წერს გიორგი გილიგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი და

"გიორგიმ გაიკეთა ოპერაცია და ყველაზე რთული ეტაპი გავიარეთ" - რას წერს გიორგი გილიგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი და

მომღერალი გიორგი გილიგაშვილი, რომელსაც საზოგადოება თავისი ცნობილი ფრაზით, "ჩემმა მზემ" კარგად იცნობს, სიმსივნეს ებრძვის. ცოტა ხნის წინ გიორგიმ ოპერაცია გაიკეთა და მისი მდგომარეობის შესახებ მისივე და, ნუცა ინფორმაციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს.

"მეგობრებო, ბევრი მწერთ და აქ გიპასუხებთ ღვთის წყალობით, გიორგიმ გაიკეთა ოპერაცია და ყველაზე რთული ეტაპი გავიარეთ კარგად.

დაგვრჩა შემდეგი ეტაპი სხივური თერაპია, რომელსაც ამ დღეებში გაიკეთებს და საბოლოოდ დავამარცხებთ სიმსივნეს. ძალიან დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის და ლოცვისთვის. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და უფრო მეტ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ", - წერს ნუცა გილიგაშვილი.