მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა, რამდენიმე დღე ან საათი გვქონდეს დარჩენილი. მტერი 10-ჯერ მეტია" - 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მარიუპოლიდან მსოფლიოს ლიდერებს მიმართავს
"შესაძლოა, რამდენიმე დღე ან საათი გვქონდეს დარჩენილი. მტერი 10-ჯერ მეტია" - 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მარიუპოლიდან მსოფლიოს ლიდერებს მიმართავს

მა­რი­უ­პოლ­ში მყოფ­მა 36-ე სა­ზღვაო ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­ურ­მა სერ­გეი ვო­ლი­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით "აზოვსტა­ლის“ ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლი ქარ­ხნი­დან მსოფ­ლიო ლი­დე­რებს მი­მარ­თა და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

"შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე, ან სა­ა­თი გვქონ­დეს დარ­ჩე­ნი­ლი. მტე­რი 10-ჯერ მე­ტია. სამ­ხედ­რო გარ­ნი­ზონ­ში 500-ზე მეტი დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცია. მივ­მარ­თავთ და მო­ვუ­წო­დებთ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ლი­დერს, დაგ­ვეხ­მა­რონ. ვთხოვთ მათ, გა­დაგ­ვიყ­ვა­ნონ მე­სა­მე სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე,“- აღ­ნიშ­ნა სერ­გეი ვო­ლი­ნამ.

ამას­თან, 36-ე სა­ზღვაო ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ჯა­რის­კა­ცე­ბის გარ­და "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი იმ­ყო­ფე­ბა.

  • აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბამ­დე ვო­ლი­ნამ კი­დევ ერთი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ მა­რი­უ­პო­ლის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს.

"ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ახლა თქვენს ხელ­შია!" - ასე მი­მარ­თა მა­რი­უ­პოლ­ში მყოფ­მა 36-ე სა­ზღვაო ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­ურ­მა სერ­გეი ვო­ლი­ნამ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­სა და დიპ­ლო­მა­ტებს.

ვო­ლი­ნას თქმით, მა­რი­უ­პო­ლის გა­დარ­ჩე­ნის ორი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს.

"მა­რი­უ­პო­ლის გა­დარ­ჩე­ნის ორი ვა­რი­ან­ტია. პირ­ვე­ლი არის მკვეთ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც ახ­ლა­ვე, ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა, ასე­ვე ძა­ლე­ბის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი, კარ­გად აღ­ჭურ­ვი­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც ერთი იე­რი­შით, მკვეთ­რი დარ­ტყმით ჩვენს თავ­დაც­ვით ზო­ნა­ში გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნებს. ეს ვა­რი­ან­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა რთუ­ლი და სა­რის­კოა.

მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი არის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მე ამას, საკ­მა­ოდ რე­ა­ლის­ტუ­რად აღ­ვიქ­ვამ, ეფექ­ტუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­ის პი­რო­ბებ­ში. ეს არის, სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და ომში ჩარ­ჩე­ნი­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­სას­ვლე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტრო­ლის შექ­მნა. მივ­მარ­თავ მსოფ­ლიო ლი­დე­რებს, სა­მო­ქა­ლა­ქო და რე­ლი­გი­ურ მოღ­ვა­წე­ებს, დიპ­ლო­მა­ტებს! მა­რი­უ­პო­ლის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს! ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ახლა თქვენს ხელ­შია!", - გა­ნა­ცხა­და ვო­ლი­ნამ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Simartle
2

უკრაინას ყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება იმიტომ ვამბობ ამას რომ რომ დაინახა ზელენსკიმ რომ შემოვიდა რუსეთის ჯარი გადადგებოდა და უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის ბავშვის ქალის სიცოცხლეს იხსნიდა...რომ ეომები აშშს წაქეზებით ვის ეომები?! თვითონ აშშ აღარ ეომება რუსეთს და ეს დურაკი ან მაგრად დააბოლეს ან გარიგებაშია აშშსთან...! 

გიორგი
3

კი მაგრამ, მშვიდობიან მოსახლეობას იქ რა უნდა? დერეფანი რომ გაუხსნეს ჯარისკაცებს თუ მათ ცოცხალ ფარად გამოყენება არ უნდათ ძალით უნდა გამოეშვათ ეს ხალხი... თუ მათ თავისით აირჩიეს სიკვდილი... აქ რა უნდა ვიფიქრო? ეს პუტინს არ გააჩერებს... და მსხვერპლი იქნება ამაო... აქ გონიათ, რომ აზოვსტალიდან დაიწყება კონტრიერიში და მოსკოვამდე ჩავლენ? გაიღვიძეთ ხალხო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"შესაძლოა, რამდენიმე დღე ან საათი გვქონდეს დარჩენილი. მტერი 10-ჯერ მეტია" - 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მარიუპოლიდან მსოფლიოს ლიდერებს მიმართავს

"შესაძლოა, რამდენიმე დღე ან საათი გვქონდეს დარჩენილი. მტერი 10-ჯერ მეტია" - 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მარიუპოლიდან მსოფლიოს ლიდერებს მიმართავს

მარიუპოლში მყოფმა 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების მეშვეობით "აზოვსტალის“ ალყაში მოქცეული ქარხნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა და დახმარება სთხოვა.

"შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე დღე, ან საათი გვქონდეს დარჩენილი. მტერი 10-ჯერ მეტია. სამხედრო გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია. მივმართავთ და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაგვეხმარონ. ვთხოვთ მათ, გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე,“- აღნიშნა სერგეი ვოლინამ.

ამასთან, 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცების გარდა "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები იმყოფება.

  • აღნიშნულ განცხადებამდე ვოლინამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ მარიუპოლის გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

"ათასობით ადამიანის სიცოცხლე ახლა თქვენს ხელშია!" - ასე მიმართა მარიუპოლში მყოფმა 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამ, სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების მეშვეობით მსოფლიო ლიდერებსა და დიპლომატებს.

ვოლინას თქმით, მარიუპოლის გადარჩენის ორი ვარიანტი არსებობს.

"მარიუპოლის გადარჩენის ორი ვარიანტია. პირველი არის მკვეთრი სამხედრო ოპერაცია, რომელიც ახლავე, ყველა საჭირო საშუალებით ჩატარდება, ასევე ძალების რაოდენობრივი, კარგად აღჭურვილი დაჯგუფება, რომელიც ერთი იერიშით, მკვეთრი დარტყმით ჩვენს თავდაცვით ზონაში გაგვაერთიანებს. ეს ვარიანტი შესაძლებელია, თუმცა რთული და სარისკოა.

მეორე ვარიანტი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ამას, საკმაოდ რეალისტურად აღვიქვამ, ეფექტური დიპლომატიის პირობებში. ეს არის, სამხედროებისა და ომში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების გასასვლელის უსაფრთხოებაზე, საერთაშორისო კონტროლის შექმნა. მივმართავ მსოფლიო ლიდერებს, სამოქალაქო და რელიგიურ მოღვაწეებს, დიპლომატებს! მარიუპოლის გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს! ათასობით ადამიანის სიცოცხლე ახლა თქვენს ხელშია!", - განაცხადა ვოლინამ.

იხილეთ ასევე: