პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულ ოცნებასა“ და სუს-ში ძალიან ბევრი ცდილობს, ჯეიმს ბონდი იყოს, მაგრამ ეს არ გამოსდით" - ხატია დეკანოიძე
"ქართულ ოცნებასა“ და სუს-ში ძალიან ბევრი ცდილობს, ჯეიმს ბონდი იყოს, მაგრამ ეს არ გამოსდით" - ხატია დეკანოიძე

"ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და სუს-ში ძა­ლი­ან ბევ­რი ცდი­ლობს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯე­იმს ბონ­დი იყოს, მაგ­რამ ეს არ გა­მოს­დით, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა მმარ­თვე­ლი გუნ­დის გან­ცხა­დე­ბებს, რომ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხი, რა­ზეც ხა­ბე­იშ­ვილ­მა ისა­უბ­რა, ბა­კუ­რი­ა­ნის სა­ი­დუმ­ლო შეკ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა.

დე­კა­ნო­ი­ძე აცხა­დებს, რომ შეხ­ვედ­რა სა­ი­დუმ­ლო ხა­სი­ა­თის არ ყო­ფი­ლა და მას­ზე სტრა­ტე­გი­ულ სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლობ­დნენ.

"გულ­წრფე­ლად არ მეს­მის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რა და­ი­გეგ­მოს სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გარ­და არის კი­დევ 200 ადა­მი­ა­ნი. ვფიქ­რობ, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და სუს- ში ძა­ლი­ან ბევ­რი ცდი­ლობს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯე­იმს ბონ­დი იყოს, მაგ­რამ ეს არ გა­მოს­დით. ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი სულ ტარ­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­ში, თუნ­დაც, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვი­ხი­ლო სტრა­ტე­გი­ულ შეხ­ვედ­რა­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს რო­გო­რი უნდა იყოს ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის კურ­სი. მსჯე­ლო­ბა ამ შეხ­ვედ­რა­ზე იყო სტრა­ტე­გი­ულ სა­კი­თხებ­ზე, კი­დევ გვექ­ნე­ბა ასე­თი მსჯე­ლო­ბა, მათ შო­რის, იცით, ძა­ლი­ან ხში­რად ვხვდე­ბით სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. რაც შე­ე­ხე­ბა პი­ტერ აკერ­მანს, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, მათ შო­რის, უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ალ­ბათ, არ იცი­ან, ეს ადა­მი­ა­ნი ვინ არის, "და­გუ­გლონ“ და გა­ი­გონ. არ მგო­ნია, ბა­ტონ­მა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა იცო­დეს, ვინ არის პი­ტერ აკერ­მა­ნი, ფლეტ­ჩე­რის სკო­ლა არ ვიცი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ გა­უ­გია თუ არა, მაგ­რამ მათ შე­უძ­ლია ამ სკო­ლის ბორ­ტში შე­ა­მოწ­მონ,“ - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

ამას­თან, დე­კა­ნო­ი­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ხვალ, 20 აპ­რილს, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გეგ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რებს და აღ­ნიშ­ნა, რომ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნა არ­სად წა­სუ­ლა დღის წეს­რი­გი­დან და კვლავ დგას, ხოლო ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას და პო­ლი­ტი­კოსს თა­ვის მო­საზ­რე­ბის გაჟ­ღე­რე­ბის უფ­ლე­ბა აქვს.

"პრო­ტეს­ტი არის ფორ­მა დე­მოკ­რა­ტი­ის, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ხატ­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ამას ჭირ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­პო­ნენ­ტი: ოპო­ზი­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი ერ­თო­ბა, ეს არ არის მხო­ლოდ ის, რომ ერთ პარ­ტი­ულ სი­ა­ში მოვ­თავ­სდეთ ან ყვე­ლას ერთი წარ­მოდ­გე­ნე­ბი გვქონ­დეს, ეს ნიშ­ნავს იმას, თუ რო­გო­რი უნდა იყოს არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ ახა­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი ერ­თი­ა­ნო­ბა, ეს ეხე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას, ინ­სტი­ტუ­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბერ­კე­ტია ჩვენ­თვის მო­ქა­ლა­ქე­ებს ვაჩ­ვე­ნოთ, რომ არ­სე­ბობს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და მზად ვართ კო­ორ­დი­ნა­ცი­ის­თვის,"-გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0

ერთი ამ პელენწუკას რაღაუნდა? მისი ფავორიტი ხომ გარეთაა და ვერ დაამშვიდებს?

ავთო
2

წაიღო ტვინი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ქართულ ოცნებასა“ და სუს-ში ძალიან ბევრი ცდილობს, ჯეიმს ბონდი იყოს, მაგრამ ეს არ გამოსდით" - ხატია დეკანოიძე

"ქართულ ოცნებასა“ და სუს-ში ძალიან ბევრი ცდილობს, ჯეიმს ბონდი იყოს, მაგრამ ეს არ გამოსდით" - ხატია დეკანოიძე

"ქართულ ოცნებასა“ და სუს-ში ძალიან ბევრი ცდილობს, განსაკუთრებული ჯეიმს ბონდი იყოს, მაგრამ ეს არ გამოსდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი, რაზეც ხაბეიშვილმა ისაუბრა, ბაკურიანის საიდუმლო შეკრების გაგრძელებაა.

დეკანოიძე აცხადებს, რომ შეხვედრა საიდუმლო ხასიათის არ ყოფილა და მასზე სტრატეგიულ საკითხებზე მსჯელობდნენ.

"გულწრფელად არ მესმის, როგორ შეიძლება რაიმე საიდუმლო შეხვედრა დაიგეგმოს სასტუმროში, სადაც მონაწილეების გარდა არის კიდევ 200 ადამიანი. ვფიქრობ, "ქართულ ოცნებასა“ და სუს- ში ძალიან ბევრი ცდილობს, განსაკუთრებული ჯეიმს ბონდი იყოს, მაგრამ ეს არ გამოსდით. ასეთი შეხვედრები სულ ტარდება ოპოზიციაში, თუნდაც, მედიის წარმომადგენლებთან, მოხარული ვიქნები, მედიის წარმომადგენლები ვიხილო სტრატეგიულ შეხვედრაზე, რაც გულისხმობს როგორი უნდა იყოს ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი. მსჯელობა ამ შეხვედრაზე იყო სტრატეგიულ საკითხებზე, კიდევ გვექნება ასეთი მსჯელობა, მათ შორის, იცით, ძალიან ხშირად ვხვდებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას. რაც შეეხება პიტერ აკერმანს, ყველას მოვუწოდებ, მათ შორის, უმრავლესობის წარმომადგენლებს, ალბათ, არ იციან, ეს ადამიანი ვინ არის, "დაგუგლონ“ და გაიგონ. არ მგონია, ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა იცოდეს, ვინ არის პიტერ აკერმანი, ფლეტჩერის სკოლა არ ვიცი "ქართულ ოცნებას“ გაუგია თუ არა, მაგრამ მათ შეუძლია ამ სკოლის ბორტში შეამოწმონ,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს და აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არსად წასულა დღის წესრიგიდან და კვლავ დგას, ხოლო ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკოსს თავის მოსაზრების გაჟღერების უფლება აქვს.

"პროტესტი არის ფორმა დემოკრატიის, რომელიც ქვეყანაში გამოხატვას უზრუნველყოფს. ყველა ვთანხმდებით, რომ ხელისუფლების ცვლილება არის აუცილებელი. ამას ჭირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კონპონენტი: ოპოზიციის სერიოზული ერთობა, ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ერთ პარტიულ სიაში მოვთავსდეთ ან ყველას ერთი წარმოდგენები გვქონდეს, ეს ნიშნავს იმას, თუ როგორი უნდა იყოს არჩევნების შემდგომ ახალი კოალიციური ერთიანობა, ეს ეხება ევროინტეგრაციას, კანონის უზენაესობას, ინსტიტუციურ განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია ჩვენთვის მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არსებობს ალტერნატივა და მზად ვართ კოორდინაციისთვის,"-განაცხადა დეკანოიძემ.