უკრაინაში სპეცოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება, რომლის მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სრული გათავისუფლებაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა India Today-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მიზნად ისახავს, როგორც უკვე გამოცხადდა, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულ გათავისუფლებას. ეს ოპერაცია გაგრძელდება. ამ სპეცოპერაციის შემდეგი ეტაპი ახლა იწყება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მოსკოვი ირწმუნება, რომ უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ახორციელებს, რომლის მიზანი უკრაინის "დენაციფიკაცია“ და "დემილიტარიზაციაა.“
ნიშანდობლივი განცხადებაა, ფაქტიურად ამჟავნებენ თავდაპირველი მიზანი რომ მიუღწეველი რჩებათ (ჩემი აზრით ეს იყო ზელენსკის დამხობა და პრორუსული მარიონეტული მთავრობის დასმა), ამიტომ შემოიფარგლებიან უკვე დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნებაზე, დონეცკის და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გაფართოებით..
თუმცა სამწუხაროდ უკრაინას არასოდეს ეღირსება ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირიც უსაშველოდ გაუწელავს დროს და შერჩებათ ნახევრად დანგრეული ქვეყანა, დაკარგული ტერიტორიებით
ეს ავლაბრის ნაცვლად ჰააგაში ამოჰყოფს თავს !