საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარჩენილია დაახლობით ერთი თვის ხორბლის მარაგი... ფქვილზე ამბობენ, რომ არის" - "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი
"დარჩენილია დაახლობით ერთი თვის ხორბლის მარაგი... ფქვილზე ამბობენ, რომ არის" - "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი

“სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის” აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ლე­ვან სი­ლა­გა­ვას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ჩე­რე­ბუ­ლია, და­ნარ­ჩე­ნი კი მცი­რე სიმ­ძლავ­რე­ბით მუ­შა­ობს.

რო­გორც მან მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“ გა­ნა­ცხა­და, სა­ჭი­როა, რომ წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტებ­მა აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვონ.

"დიდი წის­ქვი­ლე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 4 მუ­შა­ობს, "ბევ­რი­ლი ჯგუ­ფის“ ორი­ვე წის­ქვი­ლი გა­ჩე­რე­ბუ­ლია თბი­ლის­ში და ფოთ­შიც, მცი­რე წის­ქვი­ლე­ბიც ფაქ­ტობ­რი­ვად გა­ჩე­რე­ბუ­ლია, და­ნარ­ჩე­ნი კი მცი­რე სიმ­ძლავ­რე­ებ­ზე მუ­შა­ო­ბენ. მცი­რე სიმ­ძლავ­რე­ებ­ზე იმი­ტომ მუ­შა­ო­ბენ, რომ მო­თხოვ­ნა არის მცი­რე და მე­ო­რე, მუ­შა­ო­ბენ იმის­თვის, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ინ­ჟი­ნერ-ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი, რომ­ლის ამუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ, აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბათ“,-გა­ნა­ცხა­და სი­ლა­გა­ვამ.

მან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თა, რომ ხორ­ბლის მა­რა­გე­ბი შე­იქ­მნას.

"დღეს მსოფ­ლი­ო­ში არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა და ჩვე­ნი აზ­რით, სა­ჭი­როა, სტრა­ტე­გი­უ­ლად უფრო ფარ­თოდ შე­ხე­დოს სა­ხელ­მწი­ფომ ამას. წის­ქვი­ლის მუ­შა­ო­ბა ნიშ­ნავს სა­მუ­შაო ად­გი­ლებს, არა მარ­ტო ფქვი­ლის გა­მოშ­ვე­ბას, ხორ­ბლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­მედ ქა­ტოს, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­ფი­ცი­ტუ­რი გახ­და. ეს ნიშ­ნავს ბი­უ­ჯეტ­ში შე­ნა­ტანს, იმი­ტომ, რომ წის­ქვი­ლი როცა მუ­შა­ობს, თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 მი­ლი­ო­ნი შე­დის“, - გა­ნა­ცხა­და სი­ლა­გა­ვამ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ქვეყ­ნე­ბი უკვე ცდი­ლო­ბენ, რომ ხორ­ბლის მა­რა­გე­ბი შე­იქ­მნან და სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი უფრო მაღ­ლა და­ა­ყე­ნონ.

"მივ­მარ­თავთ მათ შო­რის მთავ­რო­ბას, ამ მხრივ გარ­კვე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოს ისე­ვე, რო­გორც ამას მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვე­ყა­ნა აკე­თებს, მათ შო­რის ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი: ბულ­გა­რე­თი, რუ­მი­ნე­თი, ხორ­ვა­ტია, რო­ლებ­მაც თა­ვი­ა­ნი ხორ­ბლის გა­ტა­ნა შე­ზღუ­დეს“,-გა­ნა­ცხა­და სი­ლა­გა­ვამ.

მან გან­მარ­ტა, რომ ხორ­ბლის მა­რა­გი მცირ­დე­ბა.

"ხორ­ბლის მა­რა­გე­ბი გაკ­ვე­ულ­წი­ლად შემ­ცი­რე­ბუ­ლია. და­ახ­ლო­ბით ერთი თვის ხორ­ბლის მა­რა­გია. ფქვილ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ არის. სა­ვა­რა­უ­დოდ, არის, მაგ­რამ ალ­ბათ, დიდ­ხანს ასე­თი სტრა­ტე­გი­ით მუ­შა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა სი­ლა­გა­ვამ.

მან რუ­სულ ბა­ზარ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თი­დან ძი­რი­თა­დად ფქვი­ლი შე­მო­დის.

"რუ­სე­თი­დან ხორ­ბა­ლი თით­ქმის არ შე­მო­დის, ძი­რი­თა­დად ფქვი­ლი შე­მო­დის. ყვე­ლა­ზე კარ­გი რე­ცეპ­ტი არის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა, ქვეყ­ნის სა­სურ­სა­თო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა“,-გან­მარ­ტა სი­ლა­გა­ვამ.

მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ფა­სე­ბის მხრივ მსოფ­ლიო ტრენ­დს მიყ­ვე­ბა და ეს ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვაა. რო­გორც ლე­ვან სი­ლა­გა­ვა აღ­ნიშ­ნავს, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ და­წყე­ბულ­მა ომმა ამ თვალ­საზ­რი­სით ბა­ზარ­ზე ვი­თა­რე­ბა გა­არ­თუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მორიელი
0

რამდენი წელია სულ ამ პრობლემებში ვართ. ამდენი დაუმუშავებელი მიწები გვაქვს და მთავრობამ, ეს ვერ მოაგვარა. ნეტავ რისთვის გვჭირდება საერთოდ, სამინისტროები? ან პრეზიდენტი, ან პრემიერ მინისტრი, თუნდაც პარლამენტარები. იყოს მარტო პატრული და თავდაცვის სამინისტრო. მეტი რა ჯანდაბად გვინდა?

<
0

საზამთროს მაგივრად ხორბალი და სიმინდი დათესეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დარჩენილია დაახლობით ერთი თვის ხორბლის მარაგი... ფქვილზე ამბობენ, რომ არის" - "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი

"დარჩენილია დაახლობით ერთი თვის ხორბლის მარაგი... ფქვილზე ამბობენ, რომ არის" - "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, საქართველოში წისქვილკომბინატების დიდი რაოდენობა გაჩერებულია, დანარჩენი კი მცირე სიმძლავრებით მუშაობს.

როგორც მან მედიაცენტრ "მთავარში“ განაცხადა, საჭიროა, რომ წისქვილკომბინატებმა აქტიურად იმუშავონ.

"დიდი წისქვილებიდან დაახლოებით 4 მუშაობს, "ბევრილი ჯგუფის“ ორივე წისქვილი გაჩერებულია თბილისში და ფოთშიც, მცირე წისქვილებიც ფაქტობრივად გაჩერებულია, დანარჩენი კი მცირე სიმძლავრეებზე მუშაობენ. მცირე სიმძლავრეებზე იმიტომ მუშაობენ, რომ მოთხოვნა არის მცირე და მეორე, მუშაობენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რომლის ამუშავების შემდეგ, აუცილებლად დასჭირდებათ“,-განაცხადა სილაგავამ.

მან ხელისუფლებას მიმართა, რომ ხორბლის მარაგები შეიქმნას.

"დღეს მსოფლიოში არაორდინალური სიტუაციაა და ჩვენი აზრით, საჭიროა, სტრატეგიულად უფრო ფართოდ შეხედოს სახელმწიფომ ამას. წისქვილის მუშაობა ნიშნავს სამუშაო ადგილებს, არა მარტო ფქვილის გამოშვებას, ხორბლიდან გამომდინარე, არამედ ქატოს, რომელიც სამწუხაროდ, დღეს საქართველოში დეფიციტური გახდა. ეს ნიშნავს ბიუჯეტში შენატანს, იმიტომ, რომ წისქვილი როცა მუშაობს, თვეში დაახლოებით 5-6 მილიონი შედის“, - განაცხადა სილაგავამ.

მისი განმარტებით, ქვეყნები უკვე ცდილობენ, რომ ხორბლის მარაგები შეიქმნან და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი უფრო მაღლა დააყენონ.

"მივმართავთ მათ შორის მთავრობას, ამ მხრივ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს ისევე, როგორც ამას მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აკეთებს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები: ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია, როლებმაც თავიანი ხორბლის გატანა შეზღუდეს“,-განაცხადა სილაგავამ.

მან განმარტა, რომ ხორბლის მარაგი მცირდება.

"ხორბლის მარაგები გაკვეულწილად შემცირებულია. დაახლობით ერთი თვის ხორბლის მარაგია. ფქვილზე ამბობენ, რომ არის. სავარაუდოდ, არის, მაგრამ ალბათ, დიდხანს ასეთი სტრატეგიით მუშაობა არ შეიძლება“,- აღნიშნა სილაგავამ.

მან რუსულ ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთიდან ძირითადად ფქვილი შემოდის.

"რუსეთიდან ხორბალი თითქმის არ შემოდის, ძირითადად ფქვილი შემოდის. ყველაზე კარგი რეცეპტი არის ადგილობრივი წარმოება, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა“,-განმარტა სილაგავამ.

მისი განცხადებით, საქართველო ფასების მხრივ მსოფლიო ტრენდს მიყვება და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. როგორც ლევან სილაგავა აღნიშნავს, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ამ თვალსაზრისით ბაზარზე ვითარება გაართულა.