ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა - უკრაინის შეიარაღება და ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით რუსეთის სისხლისგან დაცლაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერზე“ წერს.
მისივე თქმით, ომი უკრაინაში შეიძლება გაიწელოს, რაც გამოიწვევს სასურსათო კრიზისს მთელ მსოფლიოში.
"უკრაინაში გაწელილმა ომმა შეიძლება გამოიწვიოს სასურსათო კრიზისი მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ წამყვანი ანალიტიკოსები საუბრობენ. ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა - უკრაინის შეიარაღება და ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით რუსეთის სისხლისგან დაცლაა. ვინც არჩევს თვალი დახუჭოს ომზე იქიდან გამომდინარე, რომ ეშინია ფასების ზრდის, მიიღებს ერთსაც და მეორესაც“,- განაცხადა პოდოლიაკმა.
დაიტანჯა საწყალი ხალხი, ღმერთო დასრულდეს ეს ომი მოინდომოს ამ მსოფლიომ რა იქნება?
ომის დასრულების გზას ეძებ ?! თავიდანვე კომპრომისზე უნდა წასულიყავით ორივე მხარე და სისხლისღვრა არ უნდა გაგეჩაღებინათ!!!
ყველა დამნაშავეს მოეკითხება ამდენი უდანაშაულო მშვიდობიანი ადამიანების - ბავშვების, მოხუცების, ქალების დაღუპვა !!!
ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ყველანაირი უბედურებისაგან ! ამინ !