სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიწას თხრიდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკს ეძებდა... გულის არეში ჰქონდა ნასროლი“ - რას ჰყვება წყნეთში, დეტექტივის გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებაზე თვითმხილველი
"მიწას თხრიდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკს ეძებდა... გულის არეში ჰქონდა ნასროლი“ - რას ჰყვება წყნეთში, დეტექტივის გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებაზე თვითმხილველი

თვითმხილ­ვე­ლი წყნეთ­ში, გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლის, ერიკ წურ­წუ­მი­ას გას­რო­ლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე "მი­წას თხრი­და, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას ეძებ­და“.

რო­გორც გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი სახ­ლის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი აცხა­დებს, მოკ­ლულს ტყვია გუ­ლის არე­ში ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი, გას­რო­ლამ­დე კი ხმა­უ­რი არ გა­უ­გია.

"გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით, 7-ის ნა­ხე­ვარ­ზე მოხ­და. აქ ტაქ­სით ამო­სუ­ლა, ტაქ­სი ელო­დე­ბო­და. ეს ბიჭი ნაძ­ვის ძირ­ში მი­წას ხე­ლით თხრი­და. მე მგო­ნი, თვი­თონ პო­ლი­ცი­ელ­მა იპო­ვა ნარ­კო­ტი­კი. ერთი გას­რო­ლის ხმა იყო, მერე გა­ივ­სო ტე­რი­ტო­რია პო­ლი­ცი­ე­ლე­ბით. გარ­დაც­ვლილს არა­ნა­ი­რი ია­რა­ღი არ ჰქო­ნია, მისი ქურ­თუ­კი ეგდო გვერ­დით, გა­ჩხრი­კეს, სა­ბუ­თე­ბიც არ ჰქონ­და, არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია. გუ­ლის არე­ში ჰქონ­და ნას­რო­ლი“,- აცხა­დებს თვითმხილ­ვე­ლი.

ცნო­ბის­თვის, 30 წლის ზურა გვე­ლე­სი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქა­ლაქ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მე-4 სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი დე­ტექ­ტი­ვი ერიკ წურ­წუ­მია და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერიკ წურ­წუ­მი­ას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­საძ­ლო უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბი­სას, და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს, შემ­თხვე­ვით გა­უ­ვარ­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ია­რა­ღი­დან, რის შე­დე­გა­დაც ზურა გვე­ლე­სი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე და 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით აგ­რძე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Miro
4

წარმომიდგენია როგორ გიჟივით ეცა საწყალ ბიჭს,იარაღით ხელში,რათ უნდოდა იარაღი ჯერ თავი წარედგინა.ძალიან შეუბრალებლად იქცევიან გეგონება მტერი იყო მოსისხლე,(((

ბარბაროსი
11

თაგვმა თხარა, თხარაო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მიწას თხრიდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკს ეძებდა... გულის არეში ჰქონდა ნასროლი“ - რას ჰყვება წყნეთში, დეტექტივის გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებაზე თვითმხილველი

"მიწას თხრიდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკს ეძებდა... გულის არეში ჰქონდა ნასროლი“ - რას ჰყვება წყნეთში, დეტექტივის გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებაზე თვითმხილველი

თვითმხილველი წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებზე საუბრობს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მამაკაცი, რომელიც პოლიციელის, ერიკ წურწუმიას გასროლის შედეგად გარდაიცვალა, შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე "მიწას თხრიდა, სადაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ეძებდა“.

როგორც გუდიაშვილის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი სახლის დაცვის თანამშრომელი აცხადებს, მოკლულს ტყვია გულის არეში ჰქონდა მოხვედრილი, გასროლამდე კი ხმაური არ გაუგია.

"გუშინ, დაახლოებით, 7-ის ნახევარზე მოხდა. აქ ტაქსით ამოსულა, ტაქსი ელოდებოდა. ეს ბიჭი ნაძვის ძირში მიწას ხელით თხრიდა. მე მგონი, თვითონ პოლიციელმა იპოვა ნარკოტიკი. ერთი გასროლის ხმა იყო, მერე გაივსო ტერიტორია პოლიციელებით. გარდაცვლილს არანაირი იარაღი არ ჰქონია, მისი ქურთუკი ეგდო გვერდით, გაჩხრიკეს, საბუთებიც არ ჰქონდა, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. გულის არეში ჰქონდა ნასროლი“,- აცხადებს თვითმხილველი.

ცნობისთვის, 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე სამართალდამცავებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი ერიკ წურწუმია დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ზურა გველესიანი გარდაიცვალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით აგრძელებს.