ოკუპანტები მარიუპოლში "აზოვსტალის“ ქარხანას ბომბავენ და ლევობერეჟნის რაიონის საცხოვრებელი სექტორის მიმართულებით ისვრიან. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო "ტელეგრამში“ ავრცელებს.
"ოკუპანტები იერიშს ახორციელებენ არა მხოლოდ "აზოვსტალის“ მიმართულებით, არამედ არტილერიიდან და ტანკებიდან ისინი აგრძელებენ ქაოტურ დარტყმებს მარცხენა სანაპიროს საცხოვრებელ სექტორზე“, - აცხადებს ანდრიუშჩენკო.
იხილეთ ასევე: