სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"360 000 ლარის სოციალური შემწეობა მაღალჩინოსნებზე გაიცა" - ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
"360 000 ლარის სოციალური შემწეობა მაღალჩინოსნებზე გაიცა" - ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის და საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, 2019-2020 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. საქ­მე ეხე­ბა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის დას­კვნას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში 360 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბა, მე­რი­ის და საკ­რე­ბუ­ლოს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე გა­ი­ცა. ამა­ვე დას­კვნა­ში სა­უ­ბა­რია ბი­უ­ჯე­ტის გაფ­ლან­გვის სხვა ფაქ­ტებ­ზეც. კერ­ძოდ, აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ზე თან­ხე­ბი იხარ­ჯებ­და, თუმ­ცა სა­მუ­შა­ო­ე­ბი არა­ჯე­როვ­ნად სრულ­დე­ბო­და, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ შე­ძე­ნი­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი კი შე­კე­თე­ბას ხში­რად სა­ჭი­რო­ებ­და, რაც და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებს იწ­ვევ­და.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“. რო­გორც პარ­ტი­ა­ში აცხა­დე­ბენ, გა­მო­ძი­ე­ბა მათი მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო და ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს.

"ქუ­თა­ი­სის მერი დღეს ცდი­ლობს ყვე­ლას და­აბ­რა­ლოს და­ნა­შა­უ­ლი, მთლი­ან „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ყო­ფილ მერს, ოღონდ თვი­თონ გა­დარ­ჩეს და არ აღი­ა­რებს, რომ მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი სწო­რედ მისი მე­რო­ბის დროს ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, ისე რო­გორც მისი მე­რო­ბის დროს მოხ­და სხვა­დას­ხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ოს ჩა­ბა­რე­ბა, ამი­ტომ უნდა და­ის­ვას მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი“, - გა­ნა­ცხა­და გიგა შუ­შა­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

რა საქციელია 

Simartle
0

Aba boca kais ras izavda qeifi da drostareba fuli girls xalxo, 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"360 000 ლარის სოციალური შემწეობა მაღალჩინოსნებზე გაიცა" - ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

"360 000 ლარის სოციალური შემწეობა მაღალჩინოსნებზე გაიცა" - ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების მიერ, 2019-2020 წლების პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ პერიოდში 360 000 ლარის ოდენობის სოციალური შემწეობა, მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნებზე გაიცა. ამავე დასკვნაში საუბარია ბიუჯეტის გაფლანგვის სხვა ფაქტებზეც. კერძოდ, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხები იხარჯებდა, თუმცა სამუშაოები არაჯეროვნად სრულდებოდა, მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი ავტობუსები კი შეკეთებას ხშირად საჭიროებდა, რაც დამატებით ხარჯებს იწვევდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ფაქტს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც პარტიაში აცხადებენ, გამოძიება მათი მიმართვის საფუძველზე დაიწყო და ახლა მნიშვნელოვანია, დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

"ქუთაისის მერი დღეს ცდილობს ყველას დააბრალოს დანაშაული, მთლიან „ქართულ ოცნებას“ და ყოფილ მერს, ოღონდ თვითონ გადარჩეს და არ აღიარებს, რომ მწყობრიდან გამოსული ავტობუსები სწორედ მისი მერობის დროს ჩამოიყვანეს, ისე როგორც მისი მერობის დროს მოხდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჩაბარება, ამიტომ უნდა დაისვას მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.