მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის ქალაქი ქალაქის ქვეშ"- რას წარმოადგენს მარიუპოლის მცველთა ციხე-სიმაგრედ ქცეული "აზოვსტალი"?
"ეს არის ქალაქი ქალაქის ქვეშ"- რას წარმოადგენს მარიუპოლის მცველთა ციხე-სიმაგრედ ქცეული "აზოვსტალი"?

მა­რი­უ­პო­ლის დაც­ვა გრძელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნულ­მა ბა­ტა­ლი­ონ­მა "აზოვ­მა“ ტე­ლეგ­რა­მის ოფი­ცი­ა­ლურ არხზე 18 აპ­რილს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია.

ამას­თან­ვე, გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­მელ­შიც აღ­ბეჭ­დი­ლია უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კონ­ტრშე­ტე­ვა.

"მა­რი­უ­პო­ლის დაც­ვა გრძელ­დე­ბა. მტრის დიდი ძა­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "აზო­ვის“ მებ­რძო­ლე­ბი კონ­ტრშე­ტე­ვას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ“, - ნათ­ქვა­მია "აზო­ვის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

19 აპ­რილს პენ­ტა­გო­ნის სპი­კერ­მა ჯონ კირ­ბიმ გა­ნა­ცხა­და, - მა­რი­უ­პო­ლი არ და­ცე­მუ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თი­დან "დარ­ტყმა" მოხ­დაო. "ჩვენ ვხე­დავთ მათი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის და არ­ტი­ლე­რი­ის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას დონ­ბას­სა და სამ­ხრეთ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­რი­უ­პოლ­ში და მის ირ­გვლივ“, - აღ­ნიშ­ნა კირ­ბიმ.

ოკუ­პან­ტე­ბის თავ­დას­ხმის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე ფო­ლადსად­ნო­ბი ცნო­ბი­ლი ქარ­ხა­ნა "აზოვსტა­ლია", სა­დაც მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან გა­მაგ­რე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მარ­თლაც ფო­ლა­დად ქცე­უ­ლი მებ­რძო­ლე­ბი არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ახალ ის­ტო­რი­ას თა­ვი­სი გმი­რო­ბით წე­რენ. მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლე­ბი - უკვე ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი "აზო­ვის“ პოლ­კი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბის 36-ე ბრი­გა­დის შე­თხე­ლე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი, "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამაგ­რე­ბენ თავ­დაც­ვის ბოლო ზღუ­დე­ებს...

"აზოვსტა­ლის“ მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კომ­ბი­ნა­ტი ერთ-ერთი უდი­დე­სი იყო ევ­რო­პა­ში. იგი ჯერ კი­დევ 1933 წელს ამოქ­მედ­და და ათა­სო­ბით ტონა თუ­ჯის ჩა­მოს­ხმას­თან ერ­თად, სა­ტან­კო ჯავ­შნის ფი­ლებ­საც ამ­ზა­დებ­და.

1941 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 1943 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე "აზოვსტა­ლი“ გერ­მა­ნე­ლე­ბის მიერ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი თა­ვის ბლოგ­ში წერს:

"ომის­შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში კი "აზოვსტა­ლის“ სე­რი­ო­ზუ­ლი მო­დერ­ნი­ზა­ცია მოხ­და, რომ­ლის დრო­საც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქნა შე­საძ­ლო ბირ­თვუ­ლი ომის საფრ­თხე და "აზოვსტა­ლის“ უზარ­მა­ზა­რი სა­ამ­ქრო­ე­ბის ქვეშ მო­ე­წყო კარ­გად და­ცუ­ლი მი­წის­ქვე­შა სა­ამ­ქრო­ე­ბიც, რომ­ლებ­საც უნდა გა­ეძ­ლოთ დიდი აფეთ­ქე­ბის­თვის და სა­დაც გა­და­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბო­და წარ­მო­ე­ბა, "აზოვსტა­ლის“ ძი­რი­თა­დი მი­წის­ზე­და კორ­პუ­სე­ბის დან­გრე­ვის შემ­თხვე­ვა­ში...

დღეს სწო­რედ ეს გარ­მო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს იმ მთა­ვარ მი­ზე­ზად, რის გა­მოც რუ­სე­თის არ­მი­ამ სცა­დოს ქი­მი­უ­რი ან მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის სხვა ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა მა­რი­უ­პოლ­ში...

და­სავ­ლე­თის დაზ­ვერ­ვა ჯერ კი­დევ ომის და­წყე­ბამ­დე აცხა­დებ­და, რომ არ­სე­ბობს რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ ამ ომში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა.

12 აპ­რილს კი "აზო­ვის“ პოლ­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი­დან გა­მოფრქვე­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად "აზო­ვის“ სამი მებ­რძო­ლი მო­ი­წამ­ლა "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე...

მა­ნამ­დე, ერთი დღით ადრე კი, დო­ნეც­კის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ღიად გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ ისი­ნი არ აპი­რე­ბენ, თავი შე­აკ­ლან "აზო­ვის“ ფა­ნა­ტი­კოს მე­ომ­რებს "აზოვსტა­ლის“ მი­წის­ქვე­შა ლა­ბი­რინ­თებ­ში ბრძო­ლი­სას - უბ­რა­ლოდ, ამ მი­წის­ქვე­შა სა­ამ­ქრო­ებ­ში მომ­წამ­ვლელ აირს შე­უშ­ვე­ბენ და "რო­გორც ვირ­თხებს, ისე გა­მოყ­რი­ან“ იქი­დან მა­რი­უ­პო­ლის ბოლო დამ­ცვე­ლებს, რო­მელ­თა სა­ერ­თო რი­ცხვი, შე­იძ­ლე­ბა, 3 ათას კაც­საც კი აღე­მა­ტე­ბო­დეს. თა­ვად რუ­სე­თის არ­მია კი მა­რი­უ­პო­ლის დარ­ჩე­ნილ ნა­წილს 10-ათა­სი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბით უტევს...

რუ­სე­თის არ­მი­ის მიერ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის საფრ­თხე მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცველ­თა წი­ნა­აღ­მდეგ იმი­ტო­მაც გა­ი­ზარ­და, რომ პუ­ტინ­მა ამ ცოტა ხნის წინ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის ახალ მე­თა­უ­რად რუ­სე­თის სამ­ხრე­თის სამ­ხედ­რო ოლ­ქის სარ­და­ლი, არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი დვორ­ნი­კო­ვი და­ნიშ­ნა, სწო­რედ ის დვორ­ნი­კო­ვი, რო­მელ­საც თა­ვად პუ­ტინ­მა რუ­სე­თის გმი­რის ვარ­სკვლა­ვი ჩა­მოჰ­კი­და, სი­რი­ა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი "მა­მა­ცო­ბის­თვის“, რა­საც თა­ვად სი­რი­ე­ლე­ბი პი­რი­ქით აფა­სე­ბენ და დვორ­ნი­კოვს "ალე­პოს ყა­სა­ბა­დაც“ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ქა­ლა­ქე­ბის მა­სობ­რი­ვი და­ბომბვი­სა და ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­მოც..."

"აზოვსტალ­ზე" შტურ­მი ურ­თუ­ლე­სია, აქ არის მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მა­რი­უ­პო­ლის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან სხვა ობი­ექ­ტებ­თან. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს არის ქა­ლა­ქი ქა­ლა­ქის ქვეშ", - აცხა­დებს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში დო­ნეც­კის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იან გა­გი­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, დღეს უკვე, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი "აზოვსტა­ლის“ მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კომ­ბი­ნა­ტის, რო­მე­ლიც ცნო­ბილ უკ­რა­ი­ნელ ოლი­გარ­ქს - რი­ნატ ახ­მე­ტოვს ეკუთ­ვნის, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მე­თერ­თმე­ტე წე­ლია, ენ­ვერ ცქი­ტიშ­ვი­ლია.

ენ­ვერ ცქი­ტიშ­ვი­ლი

61 წლის ენ­ვერ ცქი­ტიშ­ვი­ლი ლუ­განსკის ოლ­ქშია და­ბა­დე­ბუ­ლი და ჰა­ბი­ტუ­სი­თაც ნაკ­ლე­ბად წა­ა­გავს ქარ­თველს, მაგ­რამ ის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და ამას­თა­ნა­ვე - უკ­რა­ი­ნის პატ­რი­ო­ტი.

მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით "აზოვსტალ­მა“ 2020 წელს 8 მლნ ტო­ნამ­დე თუჯი და ფო­ლა­დი გა­მო­ად­ნო. ცქი­ტიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ პუ­ტი­ნის ოკუ­პან­ტე­ბის მა­რი­უ­პო­ლი­დან გაყ­რის შემ­დეგ "აზოვსტა­ლი“ ისევ აღ­დგე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ჰიტ­ლე­რის სამ­ხედ­რო­ე­ბის სამ­წლი­ა­ნი ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ გა­ნახ­ლდა...

სა­ვა­რა­უ­დოდ, ენ­ვერ ცქი­ტიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, "აზოვსტა­ლის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე "აზო­ვის“ პოლკს დი­დად შე­უ­წყო ხელი ამ უზარ­მა­ზა­რი კომ­ბი­ნა­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­დაც­ვი­თი ზღუ­დე­ე­ბის მო­სა­წყო­ბად და საბ­რძო­ლო სა­ჭურ­ვლის მა­რა­გის უხი­ფა­თო ად­გი­ლას შე­სა­ნა­ხად.

იხი­ლეთ ასევ:

ავტორი:

"ეს არის ქალაქი ქალაქის ქვეშ"- რას წარმოადგენს მარიუპოლის მცველთა ციხე-სიმაგრედ ქცეული "აზოვსტალი"?

"ეს არის ქალაქი ქალაქის ქვეშ"- რას წარმოადგენს მარიუპოლის მცველთა ციხე-სიმაგრედ ქცეული "აზოვსტალი"?

მარიუპოლის დაცვა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინულმა ბატალიონმა "აზოვმა“ ტელეგრამის ოფიციალურ არხზე 18 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია.

ამასთანვე, გამოაქვეყნეს ვიდეოკადრები, რომელშიც აღბეჭდილია უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული კონტრშეტევა.

"მარიუპოლის დაცვა გრძელდება. მტრის დიდი ძალების მიუხედავად, "აზოვის“ მებრძოლები კონტრშეტევას ახორციელებენ“, - ნათქვამია "აზოვის“ განცხადებაში.

19 აპრილს პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, - მარიუპოლი არ დაცემულა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან "დარტყმა" მოხდაო. "ჩვენ ვხედავთ მათი საჰაერო თავდასხმების და არტილერიის კონცენტრაციას დონბასსა და სამხრეთში, განსაკუთრებით მარიუპოლში და მის ირგვლივ“, - აღნიშნა კირბიმ.

ოკუპანტების თავდასხმის მთავარი სამიზნე ფოლადსადნობი ცნობილი ქარხანა "აზოვსტალია", სადაც მარიუპოლის დამცველები არიან გამაგრებული. შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ფოლადად ქცეული მებრძოლები არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიოს ახალ ისტორიას თავისი გმირობით წერენ. მარიუპოლის დამცველები - უკვე ლეგენდად ქცეული "აზოვის“ პოლკისა და უკრაინელი საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის შეთხელებული დანაყოფები, "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ამაგრებენ თავდაცვის ბოლო ზღუდეებს...

"აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატი ერთ-ერთი უდიდესი იყო ევროპაში. იგი ჯერ კიდევ 1933 წელს ამოქმედდა და ათასობით ტონა თუჯის ჩამოსხმასთან ერთად, სატანკო ჯავშნის ფილებსაც ამზადებდა.

1941 წლის ოქტომბრიდან 1943 წლის სექტემბრამდე "აზოვსტალი“ გერმანელების მიერ იყო დაკავებული.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი თავის ბლოგში წერს:

"ომისშემდგომ პერიოდში კი "აზოვსტალის“ სერიოზული მოდერნიზაცია მოხდა, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნა შესაძლო ბირთვული ომის საფრთხე და "აზოვსტალის“ უზარმაზარი საამქროების ქვეშ მოეწყო კარგად დაცული მიწისქვეშა საამქროებიც, რომლებსაც უნდა გაეძლოთ დიდი აფეთქებისთვის და სადაც გადატანილი იქნებოდა წარმოება, "აზოვსტალის“ ძირითადი მიწისზედა კორპუსების დანგრევის შემთხვევაში...

დღეს სწორედ ეს გარმოება შეიძლება იქცეს იმ მთავარ მიზეზად, რის გამოც რუსეთის არმიამ სცადოს ქიმიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის გამოყენება მარიუპოლში...

დასავლეთის დაზვერვა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე აცხადებდა, რომ არსებობს რუსი სამხედროების მიერ ამ ომში ქიმიური იარაღის გამოყენების მაღალი ალბათობა.

12 აპრილს კი "აზოვის“ პოლკის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატიდან გამოფრქვეული ნივთიერების ზემოქმედების შედეგად "აზოვის“ სამი მებრძოლი მოიწამლა "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე...

მანამდე, ერთი დღით ადრე კი, დონეცკის სეპარატისტული ხელისუფლების მაღალჩინოსანმა ღიად განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ისინი არ აპირებენ, თავი შეაკლან "აზოვის“ ფანატიკოს მეომრებს "აზოვსტალის“ მიწისქვეშა ლაბირინთებში ბრძოლისას - უბრალოდ, ამ მიწისქვეშა საამქროებში მომწამვლელ აირს შეუშვებენ და "როგორც ვირთხებს, ისე გამოყრიან“ იქიდან მარიუპოლის ბოლო დამცველებს, რომელთა საერთო რიცხვი, შეიძლება, 3 ათას კაცსაც კი აღემატებოდეს. თავად რუსეთის არმია კი მარიუპოლის დარჩენილ ნაწილს 10-ათასიანი შემადგენლობით უტევს...

რუსეთის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე მარიუპოლის დამცველთა წინააღმდეგ იმიტომაც გაიზარდა, რომ პუტინმა ამ ცოტა ხნის წინ უკრაინაში შეჭრილი საოკუპაციო ძალების ახალ მეთაურად რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდალი, არმიის გენერალი დვორნიკოვი დანიშნა, სწორედ ის დვორნიკოვი, რომელსაც თავად პუტინმა რუსეთის გმირის ვარსკვლავი ჩამოჰკიდა, სირიაში გამოჩენილი "მამაცობისთვის“, რასაც თავად სირიელები პირიქით აფასებენ და დვორნიკოვს "ალეპოს ყასაბადაც“ მოიხსენიებენ ქალაქების მასობრივი დაბომბვისა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამოც..."

"აზოვსტალზე" შტურმი ურთულესია, აქ არის მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც დაკავშირებულია მარიუპოლის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სხვა ობიექტებთან. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქალაქი ქალაქის ქვეშ", - აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელი იან გაგინი.

აღსანიშნავია, რომ, დღეს უკვე, ფაქტობრივად, განადგურებული "აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის, რომელიც ცნობილ უკრაინელ ოლიგარქს - რინატ ახმეტოვს ეკუთვნის, გენერალური დირექტორი მეთერთმეტე წელია, ენვერ ცქიტიშვილია.

ენვერ ცქიტიშვილი

61 წლის ენვერ ცქიტიშვილი ლუგანსკის ოლქშია დაბადებული და ჰაბიტუსითაც ნაკლებად წააგავს ქართველს, მაგრამ ის მეტალურგიული საქმის პროფესიონალია და ამასთანავე - უკრაინის პატრიოტი.

მისი ხელმძღვანელობით "აზოვსტალმა“ 2020 წელს 8 მლნ ტონამდე თუჯი და ფოლადი გამოადნო. ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პუტინის ოკუპანტების მარიუპოლიდან გაყრის შემდეგ "აზოვსტალი“ ისევ აღდგება, ისევე, როგორც ჰიტლერის სამხედროების სამწლიანი ოკუპაციის შემდეგ განახლდა...

სავარაუდოდ, ენვერ ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, "აზოვსტალის“ ადმინისტრაციამ ომის დაწყებისთანავე "აზოვის“ პოლკს დიდად შეუწყო ხელი ამ უზარმაზარი კომბინატის ტერიტორიაზე თავდაცვითი ზღუდეების მოსაწყობად და საბრძოლო საჭურვლის მარაგის უხიფათო ადგილას შესანახად.

იხილეთ ასევ: