უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხობს აშშ-ისა და ნატოს ოფიციალური პირების შეშფოთებას იმის შესახებ, რომ უკრაინელ სამხედროებს მნიშვნელოვანი წვრთნის გავლა დასჭირდებათ სხვა ქვეყნებიდან თანამედროვე იარაღის მიღებამდე და აცხადებს, რომ მის ძალებს იარაღი სასწრაფოდ სჭირდებათ და მისი გამოყენების სწრაფად სწავლა შეუძლიათ.
”მოვისმინე ეს ზღაპრები, რომ დაგვჭირდება თვეები ჩვენი ჯარების მოსამზადებლად იმისთვის, რომ ახალი ტანკების გამოყენება შეძლონ. კარგი, მოგვეცით საბჭოთა ეპოქის ტანკი. მზად ვართ, გამოვიყენოთ ნებისმიერი ტიპის აღჭურვილობა, მაგრამ ის ძალიან სწრაფად უნდა მოგვაწოდონ. ჩვენ გვაქვს უნარი, ვისწავლოთ ახალი აღჭურვილობის გამოყენება, მაგრამ მოწოდება სწრაფად უნდა მოხდეს,“- აღნიშნა ზელენკსიმ CNN-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღი, მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაციის 800 მილიონი დოლარის უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი მის ქვეყანას ეხმარება, რუსეთის შეჭრას წინააღმდეგობა გაუწიოს.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მეტია საჭირო და რომ უკრაინელი ინსტრუქტორები სწრაფად მოამზადებენ სამხედროებს იმისთვის, რომ ამ იარაღის გამოყენება შეძლონ.
”ბევრჯერ მსმენია გარკვეული სახელმწიფოებისგან, რომ სურდათ იარაღის ჩვენთვის სწრაფად მოწოდება, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცები ტექნიკური თვალსაზრისით მზად არ არიან ის გამოიყენონ. ასეთი აღჭურვილობის ინსტრუქტორები, ჩვენი ინსტრუქტორები მოამზადებენ ჩვენს ჯარს. თუ ეს თვითმფრინავია, მაგალითად, მფრინავები მზად იქნებიან ორ კვირაში. იქნება ეს კამიკაძე დრონები, არტილერია, ჰაუბიცები თუ MLRS კომპლექსები, ჩვენ გვყავს ძალიან ჭკვიანი ხალხი ამისთვის. გავლილი გვაქვს წვრთნები ნატო-ს ქვეყნებთან ერთად,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
ასევე იხილეთ: