მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები გამოვლინდა
სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები გამოვლინდა

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უცხო ქვეყ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო­ე­ბი და მის­წრა­ფე­ბე­ბი გა­მოვ­ლინ­და.

რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ 2021 წლის ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი, სუს-ი აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობ­და ცალ­კე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი მტრუ­ლი და დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა და მცდე­ლო­ბე­ბის, პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და გეგ­მე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნას, მათ­თან შე­საძ­ლო კავ­შირ­ში მყო­ფი და აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი ძა­ლე­ბი­სა თუ ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბის დად­გე­ნას და მათ­გან მომ­დი­ნა­რე კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ტი­ვო­ბე­ბის პრე­ვენ­ცია-აღ­კვე­თას.

"სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში, კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში, საფრ­თხე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა-პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და ოპე­რა­ტი­ულ-ტექ­ნი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოვ­ლინ­და უცხო ქვეყ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო­ე­ბი და მის­წრა­ფე­ბე­ბი. მათი სა­დაზ­ვერ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბის მე­თო­დე­ბი­სა და ფორ­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით აქ­ტი­უ­რად ტარ­დე­ბო­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ფარ­ქვეშ მოქ­მე­დი უცხო ქვეყ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა, ასე­ვე მათ­თან შე­საძ­ლო კავ­შირ­ში მყო­ფი პი­რე­ბის და ჯგუ­ფე­ბის გა­მოვ­ლე­ნა-დად­გე­ნა, მათი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლა და შე­ზღუდ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სა­ფა­რით მოქ­მედ­მა და მათ­თან კავ­შირ­ზე მყოფ­მა პი­რებ­მა და­ტო­ვეს ქვე­ყა­ნა, ხოლო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მი­მართ, ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლის შე­ზღუდ­ვის მიზ­ნით, გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლის მექ­ნიზ­მე­ბი“,- ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, 2021 წელს უცხო ქვეყ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის თით­ქმის ყვე­ლა ას­პექ­ტი, მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი, სამ­ხედ­რო სა­კი­თხე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი­სა და მათი ლი­დე­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­ფორ­მე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ექ­სპერ­ტო წრე­ე­ბის გან­წყო­ბე­ბი, მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მე­ბი.

"სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში უცხო ქვეყ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი აქ­ტი­ურ ინ­ტე­რესს იჩენ­დნენ თავ­დაც­ვის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­ვო­ბე­ბის, არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის მი­მართ. აღ­ნიშ­ნუ­ლი, მათ შო­რის, უკავ­შირ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის ნატო-ს სტან­დარ­ტებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბის პრო­ცესს. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, უწყვეტ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი­სა და სხვა ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის კონ­ტრდაზ­ვერ­ვით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას მათ წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი შე­საძ­ლო კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით. ოპე­რა­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი პი­რე­ბის მი­მართ გა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უცხო ქვეყ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხუ­რებ­თან მათი შე­საძ­ლო კავ­ში­რის დად­გე­ნის, ასე­ვე, მათი მხრი­დან ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით“,- ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უცხო ქვეყ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი ასე­ვე მი­მარ­თუ­ლი იყო ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩა­რე­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბის­კენ. ცალ­კე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, სხვა­დას­ხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტე­ბით, გა­ნაგ­რძობ­დნენ რე­გი­ონ­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა-გან­მტკი­ცე­ბის მცდე­ლო­ბებს. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რის ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი იყო მსგავ­სი პრო­ცე­სე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­კენ.

"ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, კონ­ტროლ­ზე იყო აყ­ვა­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბის მო­პო­ვე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ გარე ძა­ლებ­თან შე­საძ­ლო კავ­შირ­ში მყო­ფი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა. გა­მოვ­ლინ­და ცალ­კე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

ამას­თან უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი წლე­ბის მსგავ­სად, სამ­სა­ხუ­რის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უსაფრ­თხო­ე­ბას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა სა­სა­ზღვრო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, მათ შო­რის, დაკ­ვირ­ვე­ბის ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მე­ბის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით.

ასე­ვე,რო­გორც ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2021 წელს სამ­სა­ხურ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა სტა­ტუ­სით ცხოვ­რე­ბის ნე­ბარ­თვის მი­ნი­ჭე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა გა­ნი­ხი­ლა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 საქ­მე­ზე. აქე­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 20 000 საქ­მე უკავ­შირ­დე­ბო­და სხვა­დას­ხვა ტი­პის ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბას, ხოლო 10 000-მდე საქ­მე გან­ხი­ლუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­თხოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით (მათ შო­რის, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და აღ­დგე­ნა).

"იმავდრო­უ­ლად, ოპე­რა­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ცალ­კე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა თუ პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, სხვა­დას­ხვა უკა­ნო­ნო გა­რი­გე­ბე­ბი­თა და ფიქ­ტი­უ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბით, ცდი­ლობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბას. აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებ­ზე შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის, სამ­სა­ხუ­რი აქ­ტი­ურ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან.

ოპე­რა­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა უცხო ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფარ­ქვეშ ცდი­ლობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის არ­ხე­ბის აწყო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ი­ზღუ­და, ხოლო მათი წევ­რე­ბი აყ­ვა­ნილ იქ­ნენ სა­სა­ზღვრო კონ­ტროლ­ზე.

სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი გა­ნაგ­რძობ­და ბირ­თვუ­ლი და რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა და მა­სა­ლე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტურ ბრძო­ლას. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ვი­თა­რე­ბის კონ­ტრო­ლი და გა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე რა­დი­ა­ცი­უ­ლი და ბირ­თვუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, სამ­სა­ხუ­რი მუდ­მივ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ახ­დენ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სხვა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან.

2021 წელს სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ აღ­კვე­თილ იქნა რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბი­სად­მი უკა­ნო­ნო მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლის 2 საქ­მე­ზე და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა 2 პირი“,- ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
როგორც სალომემ თქვა
0

იქ გათხარეს სადაც არ იყო გასათხრელიო,აიძულეს და რა ექნათო.

ნიკ
1

ყველაფერი გასაგებია,ვიღაცას სადღაც რაღაცა უნდა და მრავალი სხვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები გამოვლინდა

სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები გამოვლინდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაციით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები გამოვლინდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი, სუს-ი აქტიურად განაგრძობდა ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მტრული და დესტრუქციული ქმედებებისა და მცდელობების, პროვოკაციული ღონისძიებებისა და გეგმების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, მათთან შესაძლო კავშირში მყოფი და აღნიშნულ პროცესებში ჩართული ძალებისა თუ ცალკეული პირების დადგენას და მათგან მომდინარე კანონსაწინააღმდეგო აქტივობების პრევენცია-აღკვეთას.

"საანგარიშო პერიოდში, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, საფრთხეების გამოვლენა-პრევენციის მიზნით გატარებული ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად, სამსახურის მიერ გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები. მათი სადაზვერვო საქმიანობის მეთოდებისა და ფორმების გამოვლენის მიზნით აქტიურად ტარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებები. მიმდინარეობდა საფარქვეშ მოქმედი უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების წარმომადგენელთა, ასევე მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების და ჯგუფების გამოვლენა-დადგენა, მათი საქმიანობის შესწავლა და შეზღუდვა. აღნიშნული საქმიანობის შედეგად, საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა დატოვეს ქვეყანა, ხოლო გარკვეული ნაწილის მიმართ, ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვის მიზნით, გამოყენებულ იქნა სასაზღვრო კონტროლის მექნიზმები“,- ნათქვამია ანგარიშში.

უწყების განმარტებით, 2021 წელს უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დეტალები, სამხედრო საკითხები, პოლიტიკური ძალებისა და მათი ლიდერების საქმიანობა, ეკონომიკური პროექტები, საკანონმდებლო რეფორმები, საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების განწყობები, მიგრაციული პროცესები და სოციალური თემები.

"საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ თავდაცვის სფეროში მიმდინარე აქტივობების, არსებული ვითარებისა და სამომავლო გეგმების მიმართ. აღნიშნული, მათ შორის, უკავშირდებოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თავდაცვის სისტემების ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კანონმდებლობის შესაბამისად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ძალოვანი უწყებების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას მათ წინააღმდეგ მიმართული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების პრევენციის მიზნით. ოპერატიული საქმიანობის პროცესში გამოვლენილი პირების მიმართ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან მათი შესაძლო კავშირის დადგენის, ასევე, მათი მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ქმედებების თავიდან აცილების მიზნით“,- ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დესტრუქციული ქმედებები ასევე მიმართული იყო ეკონომიკურ პროცესებში ჩარევისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების შეფერხებისკენ. ცალკეული სახელმწიფოები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტებით, განაგრძობდნენ რეგიონზე ეკონომიკური ბერკეტების მოპოვება-განმტკიცების მცდელობებს. საანგარიშო პერიოდში სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო მსგავსი პროცესების პრევენციისა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ.

"ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოზე ეკონომიკური ბერკეტების მოპოვებით დაინტერესებულ გარე ძალებთან შესაძლო კავშირში მყოფი კომპანიების საქმიანობა. გამოვლინდა ცალკეული ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის განსახორციელებლად ადგილობრივი ბაზრის მონოპოლიზების მცდელობები“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან უწყების ინფორმაციით, გასული წლების მსგავსად, სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოებას და ამ მიმართულებით, სათანადო ღონისძიებების გატარებას. მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა სასაზღვრო ტექნოლოგიების, მათ შორის, დაკვირვების ელექტრონული სისტემების შემდგომი განვითარების კუთხით.

ასევე,როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2021 წელს სამსახურმა საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მინიჭების მიზანშეწონილობა განიხილა უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაახლოებით 30 000 საქმეზე. აქედან, დაახლოებით 20 000 საქმე უკავშირდებოდა სხვადასხვა ტიპის ბინადრობის ნებართვის მიღებას, ხოლო 10 000-მდე საქმე განხილული იყო საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით (მათ შორის, შენარჩუნება და აღდგენა).

"იმავდროულად, ოპერატიული საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში მოქმედი ცალკეული ორგანიზაციებისა თუ პირების დახმარებით, სხვადასხვა უკანონო გარიგებებითა და ფიქტიური დოკუმენტებით, ცდილობდნენ საქართველოში ცხოვრების ნებართვის მიღებას. აღნიშნულ ფაქტებზე შემდგომი რეაგირებისთვის, სამსახური აქტიურ კოორდინაციაში იმყოფებოდა შესაბამის უწყებებთან.

ოპერატიული საქმიანობის პროცესში, უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებული ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა მომსახურების საფარქვეშ ცდილობდნენ საქართველოში უკანონო მიგრაციის არხების აწყობას. აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობა შეიზღუდა, ხოლო მათი წევრები აყვანილ იქნენ სასაზღვრო კონტროლზე.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობდა ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას. მიმდინარეობდა აღნიშნულთან დაკავშირებული ოპერატიული ვითარების კონტროლი და გატარდა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო საზღვარზე რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამსახური მუდმივ კოორდინაციას ახდენდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებებთან.

2021 წელს სამსახურის შესაბამისი დანაყოფების მიერ აღკვეთილ იქნა რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის ფაქტები. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე და პასუხისგებაში მიეცა 2 პირი“,- ნათქვამია ანგარიშში.

იხილეთ ასევე: