ავტორი:

ჩასაძირად განწირული "მოსკოვის" პირველი ფოტოები და ვიდეო - ექსპერტთა თქმით, ზიანი, რომელიც ფოტოებზეა ასახული, არ გამორიცხავს სარაკეტო დარტყმას

ჩასაძირად განწირული "მოსკოვის" პირველი ფოტოები და ვიდეო - ექსპერტთა თქმით, ზიანი, რომელიც ფოტოებზეა ასახული, არ გამორიცხავს სარაკეტო დარტყმას

ვრცელდება შავ ზღვაში ჩაძირული რუსული ანტისარაკეტო კრეისერ "მოსკოვის" პირველი ვიდეო და ფოტო მასალა, რაც მასზე ხანძარსა და დაზიანებებს ასახავს. ეს ინფორმაციები 18 აპრილს, გამთენიისას "ტელეგრამის" რამდენიმე არხზე გამოჩნდა. შეგახსენებთ, კრეისერზე აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ 13 აპრილს გაავრცელა, ხოლო 14 აპრილს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის ჩაძირვა. რუსეთის სამხედრო უწყების მტკიცებით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხანძრითა და საბრძოლო მასალის დეტონაციით დაზიანებული ხომალდის კორპუსმა ვერ გაუძლო ბუქსირით დანიშნულების ადგილისკენ გადაყვანას.

უკრაინის მტკიცებით, კრეისერზე იერიში განხორციელდა "ნეპტუნის" ორი რაკეტით", რასაც მოჰყვა ხომალდის ჩაძირვა.

ფოტო და ვიდეომასალის ავთენტურობა არ არის დადასტურებული, თუმცა ექსპერტების თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ ეს მასალები რეალობას ასახავდნენ. უცნობია ვინ გადაიღო გავრცელებული ეს ფოტო და აუდიო მასალა. ერთ-ერთი ვერსიით, მასალა გადაღებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამაშველო ხომალდიდან. მოკლე ვიდეოში ჩანს "მოსკოვი", რომელიც გარშემორტყმულია, როგორც ჩანს, საშველად მისული სხვა გემებით. ზღვა მეტ - ნაკლებად მშვიდი ჩანს, არადა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ იმ დროს ზღვაში შტორმი იყო.

დასავლელი ექსპერტების თქმით, ფოტოს თანახმად, შესამჩნევი ზიანი არ გამორიცხავს სარაკეტო დარტყმას, რომელიც რჩება კრეისერის ჩაძირვის მიზეზის ყველაზე დამაჯერებელ ვერსიად. წყარო

იხილეთ ასევე: