მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღდგომის ღამეს მეტრო თბილისში გახანგრძლივებული რეჟიმით იმოძრავებს
აღდგომის ღამეს მეტრო თბილისში გახანგრძლივებული რეჟიმით იმოძრავებს

აღ­დგო­მის ღა­მეს მეტ­რო თბი­ლის­ში გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი რე­ჟი­მით იმოძ­რა­ვებს. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქი მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის და­წყე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას ინ­ფორ­მა­ცია წა­რუდ­გი­ნა 23, 24 და 25 აპ­რილს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც კა­ლა­ძემ გან­მარ­ტა 24, 25 აპ­რილს 08:00 სა­ა­თი­დან 20:00-მდე თბი­ლი­სის სა­საფ­ლა­ო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ავ­ტო­ბუ­სე­ბი იმოძ­რა­ვებს და უფა­სოდ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა თბი­ლი­სე­ლებს.

"აღ­დგო­მის ღა­მეს მეტ­რო გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლად იმუ­შა­ვებს. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­დის ეკ­ლე­სი­ა­ში, ეს­წრე­ბა წირ­ვას და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გვი­ან მთავ­რდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბენ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზ­რუ­ნეთ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და ყვე­ლა­ნა­ი­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი. კერ­ძოდ, 23 აპ­რილს, ღა­მის თორ­მე­ტი სა­ა­თი­დან 24 აპ­რი­ლის, დი­ლის 04:00 სა­ა­თამ­დე მეტ­რო გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლად იმუ­შა­ვებს. გარ­და ამი­სა, 24, 25 აპ­რილს დი­ლის 08:00 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 20:00-მდე თბი­ლი­სის სა­საფ­ლა­ო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ავ­ტო­ბუ­სე­ბი იმოძ­რა­ვებს და უფა­სოდ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა თბი­ლი­სე­ლებს.

მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი მგზავ­რებს მუ­ხათ­გვერ­დი­სა და ვაშ­ლი­ჯვრის სა­საფ­ლა­ო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მეტ­რო­სად­გურ დი­დუ­ბი­დან გა­იყ­ვანს. ძვე­ლი და ახა­ლი კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ე­ბის­კენ სად­გუ­რი­სა და კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ედ­ნე­ბი­დან იქ­ნე­ბა ავ­ტო­ბუ­სე­ბი. სა­ბურ­თა­ლოს სა­ქა­ლა­ქო სა­საფ­ლა­ომ­დე მეტ­რო­სად­გურ დე­ლი­სი­დან იქ­ნე­ბა ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რო­მე­ლიც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა თბი­ლის­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ვინც სა­ჭი­რო­ებს გა­და­ად­გი­ლე­ბას. ღრმა­ღე­ლის სა­ქა­ლა­ქო სა­საფ­ლა­ოს­კენ მეტ­რო­სად­გურ სა­რა­ჯიშ­ვი­ლი­დან გა­ემ­გზავ­რე­ბა ავ­ტო­ბუ­სე­ბი. ვე­ლის სა­საფ­ლა­ოს­კენ მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი გა­ჩერ­დე­ბა ბე­სა­რი­ონ ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩის 25-ე კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ.

ვარ­კე­თი­ლის სა­ქა­ლა­ქო სა­საფ­ლა­ოს­კენ ავ­ტო­ბუ­სი იმოძ­რა­ვებს მეტ­რო­სად­გურ ვარ­კე­თი­ლი­დან და შუ­ამ­თის ქუ­ჩი­დან", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

იმედია საცობები არ იქნება ? 

გასაოცარი>>>
0

იმედია 2 ლარს არ გახდით

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აღდგომის ღამეს მეტრო თბილისში გახანგრძლივებული რეჟიმით იმოძრავებს

აღდგომის ღამეს მეტრო თბილისში გახანგრძლივებული რეჟიმით იმოძრავებს

აღდგომის ღამეს მეტრო თბილისში გახანგრძლივებული რეჟიმით იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქი მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც მოსახლეობას ინფორმაცია წარუდგინა 23, 24 და 25 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ განმარტა 24, 25 აპრილს 08:00 საათიდან 20:00-მდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებს და უფასოდ მოემსახურება თბილისელებს.

"აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას და ეს ყველაფერი ძალიან გვიან მთავრდება. შესაბამისად, ადამიანები საჭიროებენ სახლში დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნეთ ჩვენს მოქალაქეებზე და ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კერძოდ, 23 აპრილს, ღამის თორმეტი საათიდან 24 აპრილის, დილის 04:00 საათამდე მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. გარდა ამისა, 24, 25 აპრილს დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00-მდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებს და უფასოდ მოემსახურება თბილისელებს.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ დიდუბიდან გაიყვანს. ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან იქნება ავტობუსები. საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე მეტროსადგურ დელისიდან იქნება ავტობუსები, რომელიც მოემსახურება თბილისში მცხოვრებ ადამიანს, ყველა იმ ადამიანს ვინც საჭიროებს გადაადგილებას. ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ მეტროსადგურ სარაჯიშვილიდან გაემგზავრება ავტობუსები. ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსები გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ.

ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩიდან", - განაცხადა კახა კალაძემ.