მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ჯიქიას ქუჩაზე ავაშენებთ პოლიციის ათასბინიან ქალაქს. დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები" - ირაკლი ღარიბაშვილი
"ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ჯიქიას ქუჩაზე ავაშენებთ პოლიციის ათასბინიან ქალაქს. დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები" - ირაკლი ღარიბაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლის­ში, ჯი­ქი­ას ქუ­ჩა­ზე პო­ლი­ცი­ის ათას­ბი­ნი­ა­ნი ქა­ლა­ქი აშენ­დე­ბა.

მისი თქმით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი 1 კვად­რა­ტულ მეტრს 100 დო­ლა­რად მი­ი­ღე­ბენ, და­ნარ­ჩენს კი სა­ხელ­მწი­ფო და­ფა­რავს.

გარ­და ამი­სა, რო­გორც პრე­მი­ერ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა პო­ლი­ცი­ის ყვე­ლა არ­სე­ბულ შე­ნო­ბას და აშენ­დე­ბა ახა­ლიც.

"ჩემი დიდი სურ­ვი­ლია და ბა­ტონ მი­ნის­ტრთან ერ­თად მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი გმი­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის ავა­შე­ნებთ პო­ლი­ცი­ის ათას­ბი­ნი­ან ქა­ლაქს. პრო­ექტს და­ვი­წყებთ ამ წელს. და­წყე­ბუ­ლია მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ად­გი­ლიც შერ­ჩე­უ­ლია - ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გის იდეა იყო, რომ პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დეს ჯი­ქი­ას ქუ­ჩა­ზე, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ცი­ის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ბაზა, რო­მე­ლიც სხვა ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი. აშენ­დე­ბა პო­ლი­ცი­ის ქა­ლა­ქი, რო­გორც ავა­შე­ნეთ ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის, ჩემი მი­ნის­ტრო­ბის დროს, ჯა­რის ათას­ბი­ნი­ა­ნი ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც ჯა­რის­კა­ცებს სექ­ტემ­ბერ­ში ჩა­ბარ­დე­ბა. პი­რო­ბე­ბი იქ­ნე­ბა იგი­ვე, რაც ჯა­რის­თვის - 1 კვად­რა­ტულ მეტრზე და­ახ­ლო­ე­ბით 100 დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენტს გა­და­იხ­დი­ან ლარ­ში ჩვე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. და­ნარ­ჩენს სა­ხელ­მწი­ფო და­ფა­რავს. ვფიქ­რობ, ეს უნდა გაგ­რძელ­დეს და უნდა იყოს და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცი­ის მიმ­ცე­მი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის. ჩვე­ნი ვა­ლია და­ვუ­ფა­სოთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის და ქვეყ­ნის­თვის თავს წი­რავს.

გარ­და ამი­სა, იგეგ­მე­ბა პო­ლი­ცი­ის ყვე­ლა შე­ნო­ბის გა­რე­მონ­ტე­ბა, გა­ნახ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ყვე­ლა ბა­ზე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ერ­თი­ან სტან­დარ­ტში მოყ­ვა­ნა. ასე­ვე, სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ა­ში. ახალ სექ­ტო­რებს ავა­შე­ნებთ, არ­სე­ბულს გა­ვა­რე­მონ­ტებთ. ასე რომ, ერ­თი­ან, ევ­რო­პულ სტან­დარ­ტში მო­ვაქ­ცევთ. მო­სახ­ლე­ო­ბის ზრდას­თან ერ­თად, გაჩ­ნდა ახა­ლი სა­პო­ლი­ციო შე­ნო­ბე­ბის აშე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბაც. ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი გვაქვს და­გეგ­მი­ლი, მათ შო­რის რე­გი­ო­ნებ­შიც, პო­ლი­ცი­ის ახა­ლი შე­ნო­ბე­ბი და ბა­ზე­ბი აშენ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 300-350 მლნ ლარს შე­ად­გენს. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სამ წე­ლი­წად­ში დას­რულ­დეს. სა­მუ­შა­ო­ე­ბი წელსვე უნდა და­ი­წყოს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ­მა ასე­ვე, თავ­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მილ პრო­ექ­ტებ­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ წელს ე.წ. მუხ­რო­ვა­ნის ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყე­ბა, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ნი­მუ­შო ბაზა იქ­ნე­ბა.

გარ­და ამი­სა, პრე­მი­ე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში კა­დეტ­თა ლი­ცე­უ­მი აშენ­დე­ბა.

"თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტიც მინ­და გა­მოვ­ყო. პირ­ვე­ლი, ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა. გვინ­და რე­გი­ონ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ნი­მუ­შო ბაზა იყოს ე.წ. მუხ­რო­ვა­ნის ბაზა. დიდი მას­შტა­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ზეა სა­უ­ბა­რი. და­ი­წყე­ბა წელსვე და მომ­დევ­ნო 2-3 წე­ლი­წად­ში დას­რულ­დე­ბა. გვექ­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ნი­მუ­შო, თა­ნა­მედ­რო­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ბაზა.

ასე­ვე გვინ­და კა­დეტ­თა ლი­ცე­უ­მი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ავა­შე­ნოთ. ერთი ლი­ცე­უ­მი ქუ­თა­ის­შია, რო­მე­ლიც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. გვინ­და ანა­ლო­გი­უ­რი ავა­შე­ნოთ თბი­ლის­ში, კრწა­ნი­სის რა­ი­ონ­ში. ეს იქ­ნე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის სამ­ხედ­რო, პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით აღ­ზრდის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი.

ასე­ვე გვინ­და აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყოთ სამ­ხედ­რო მუ­ზე­უ­მის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

შსს არამარტო სახელმწიფოს , ლინგვისტიკის ხერხემალიცაა- აღნიშნულის ლექსიკით ღია ეთერშიც და წერილობითაც მიმართავენ ერს პოლიტიკოსები , ჟურნალისტები , ბიზმესმენები !

გმირი
0

კი,მაგრამ გმირული რა ჩაიდინეს ამისთანა???? -მიტინგებზე??,თუ მეტროში???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ჯიქიას ქუჩაზე ავაშენებთ პოლიციის ათასბინიან ქალაქს. დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ჯიქიას ქუჩაზე ავაშენებთ პოლიციის ათასბინიან ქალაქს. დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე პოლიციის ათასბინიანი ქალაქი აშენდება.

მისი თქმით, პოლიციელები 1 კვადრატულ მეტრს 100 დოლარად მიიღებენ, დანარჩენს კი სახელმწიფო დაფარავს.

გარდა ამისა, როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება პოლიციის ყველა არსებულ შენობას და აშენდება ახალიც.

"ჩემი დიდი სურვილია და ბატონ მინისტრთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ პოლიციის ათასბინიან ქალაქს. პროექტს დავიწყებთ ამ წელს. დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. ადგილიც შერჩეულია - ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ პროექტი განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა, რომელიც სხვა ადგილზე იქნება გადატანილი. აშენდება პოლიციის ქალაქი, როგორც ავაშენეთ ჯარისკაცებისთვის, ჩემი მინისტრობის დროს, ჯარის ათასბინიანი ქალაქი, რომელიც ჯარისკაცებს სექტემბერში ჩაბარდება. პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის - 1 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 100 დოლარის ექვივალენტს გადაიხდიან ლარში ჩვენი პოლიციელები. დანარჩენს სახელმწიფო დაფარავს. ვფიქრობ, ეს უნდა გაგრძელდეს და უნდა იყოს დამატებითი მოტივაციის მიმცემი პოლიციელებისთვის. ჩვენი ვალია დავუფასოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის თავს წირავს.

გარდა ამისა, იგეგმება პოლიციის ყველა შენობის გარემონტება, განახლება, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყველა ბაზების რეაბილიტაცია და ერთიან სტანდარტში მოყვანა. ასევე, სამუშაოები დაიწყება სასაზღვრო პოლიციაში. ახალ სექტორებს ავაშენებთ, არსებულს გავარემონტებთ. ასე რომ, ერთიან, ევროპულ სტანდარტში მოვაქცევთ. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, გაჩნდა ახალი საპოლიციო შენობების აშენების საჭიროებაც. ახალი პროექტები გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის რეგიონებშიც, პოლიციის ახალი შენობები და ბაზები აშენდება. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 300-350 მლნ ლარს შეადგენს. ჩვენი სურვილია, რომ ეს ყველაფერი სამ წელიწადში დასრულდეს. სამუშაოები წელსვე უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე, თავდაცვის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წელს ე.წ. მუხროვანის ბაზის მშენებლობა დაიწყება, რომელიც თანამედროვე სპეციალური ოპერაციების ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო ბაზა იქნება.

გარდა ამისა, პრემიერის ინფორმაციით, თბილისში კადეტთა ლიცეუმი აშენდება.

"თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე პროექტიც მინდა გამოვყო. პირველი, ეს არის სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი თანამედროვე ბაზის მშენებლობა. გვინდა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო ბაზა იყოს ე.წ. მუხროვანის ბაზა. დიდი მასშტაბის სამუშაოებზეა საუბარი. დაიწყება წელსვე და მომდევნო 2-3 წელიწადში დასრულდება. გვექნება ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო, თანამედროვე სპეციალური ოპერაციების ბაზა.

ასევე გვინდა კადეტთა ლიცეუმი აღმოსავლეთ საქართველოშიც ავაშენოთ. ერთი ლიცეუმი ქუთაისშია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. გვინდა ანალოგიური ავაშენოთ თბილისში, კრწანისის რაიონში. ეს იქნება ახალგაზრდების სამხედრო, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი.

ასევე გვინდა აქტიური მუშაობა დავიწყოთ სამხედრო მუზეუმის კონცეფციაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.