პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზრდება და 150 ლარი გახდება
1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზრდება და 150 ლარი გახდება

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 1-ელი ივ­ნი­სი­დან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბა 150 ლარი გახ­დე­ბა. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წელს ჯა­მუ­რი ბი­უ­ჯე­ტი 341 მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა.

"მინ­და ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე და­ვი­წყო სა­უ­ბა­რი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მათ­ზე ზრუნ­ვა და მათი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ არა­ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგით. ერთი წლის წინ, ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ბავ­შვებს დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­ორ­მა­გეთ, მა­ნამ­დე 50 ლარი იყო და 100 ლარი გახ­და. დღეს მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დახ­მა­რე­ბა 150 ლარი გახ­დეს. ანუ, 1-ელი ივ­ნი­სი­დან თითო ბავ­შვზე აღ­ნიშ­ნუ­ლი დახ­მა­რე­ბა 150 ლარს შე­ად­გენს.

ასე­ვე მინ­და გი­თხრათ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით 341 მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა წელს ჯა­მუ­რი ბი­უ­ჯე­ტი. ასე­ვე, ეს დახ­მა­რე­ბა მო­მა­ვა­ლი წელ­საც გაგ­რძელ­დე­ბა. ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დახ­მა­რე­ბა ყველ წელს გაგ­რძელ­დეს, რად­გან ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვა ჩვე­ნი პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა. ჩვენ ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი და­უც­ვე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა გვა­ღელ­ვებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა 215 ათას­ზე მეტ ბავ­შვს. ასე­ვე, ვგეგ­მავთ სხვა პროგ­რა­მე­ბის და­წყე­ბას, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს შე­ე­ხე­ბათ, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად, და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა და სხვა. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელი შე­ვუ­წყოთ და და­ვეხ­მა­როთ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს“,-გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
####
0

მრავალშვილიანებსაც ხომ შეიძლება რაიმე სახის დახმარება დაენიშნოს

მაგული
0

იმ ბავშვებმა რა დააშავეს ,რომლებსაც მამა გარდაეცვალათ და მათი დახმარების თანხა 100ლარს ვერ ასცდა.ნუთუ ამ ბავშვებს ვერ ამჩნევთ?ან იქნებ სულ არ გადარდებთ მათი მდგომარეობა?და კიდევ ნეტა იმასაც ვერ ამჩნევთ თქვენ რომ სოციალურად დაუცველს ეძახით მათი უმრავლესობა ძალიან კარგ პირობებში ცხოვრობს და საუკეთესო პირობები აქვთ ვიდრე სხვა დანარჩენს?იქნებ დაფიქრდეთ ამაზე.

ავტორი:

1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზრდება და 150 ლარი გახდება

1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზრდება და 150 ლარი გახდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ მიმართულებით წელს ჯამური ბიუჯეტი 341 მილიონი ლარი იქნება.

"მინდა ბავშვთა უფლებების დაცვაზე დავიწყო საუბარი. მოგეხსენებათ, მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება 150 ლარი გახდეს. ანუ, 1-ელი ივნისიდან თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით 341 მილიონი ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი. ასევე, ეს დახმარება მომავალი წელსაც გაგრძელდება. ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ აღნიშნული დახმარება ყველ წელს გაგრძელდეს, რადგან ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენ ყველა სოციალური დაუცველის მდგომარეობა გვაღელვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება 215 ათასზე მეტ ბავშვს. ასევე, ვგეგმავთ სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეეხებათ, როგორიც არის მაგალითად, დასაქმების პროგრამა და სხვა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.