თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ბოევიკების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის განცხადებით, თურქულმა თვითმფრინავებმა წარმატებით შეუტიეს ქურთისტანის მუშათა პარტიის თავშესაფრებს, ბუნკერებს, გვირაბებსა და საწყობებს.
"ოპერაცია, დაგეგმილისამებრ, წარმატებით მიმდინარეობს. მიზნები, რომლებიც პირველ ეტაპზე იყო დასახული, მიღწეულია. გადაწყვეტილი გვაქვს, ჩვენი ერი ტერორისტული უბედურებისგან გავათავისუფლოთ, რომელიც 40 წელია ტანჯავს ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ბოლო ტერორისტი განეიტრალდება“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
რუსეთმა უკრაინაში თურქეთმა ერაყში და გამაგებინეთ ვერ ვხვდებით?
მესამე მსოფლიო ომი არის გაჩაღებული და ამ კრიმინალ ნაცებს უნდათ ,რომ 3 მლნ ქვეყანა ჩაებას ამ უბედურებაში და გავნადგურდეთ. არ მოგცემთ ჩვენი შვილების და ქვეყნის განადგურების უფლებას. წყნარად იყავით. გვეყო რაც 30 წლის განმავლობაში გადავიტანეთ