ქალაქ იზიუმთან რუს ოკუპანტებთან შეტაკების დროს გარდაცვლილი 21 წლის ნიკოლოზ შანავა თბილისში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგეს რიგითმა მოქალაქეებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა.
ნიკოლოზ შანავა საქართველოში 15 აპრილს ჩამოასვენეს.
როგორც ცნობილია უკრაინაში უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.