პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქვს КГБ-ში მუშაობის დიდი სტაჟი" - ვინ არის ალან გაგლოევი, რომელმაც ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოუგო და როგორია განწყობა ადგილობრივებში
"აქვს КГБ-ში მუშაობის დიდი სტაჟი" - ვინ არის ალან გაგლოევი, რომელმაც ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოუგო და როგორია განწყობა ადგილობრივებში

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, 28 აპ­რილს, ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ველ­ზე მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რე­ბი ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი და ალან გაგ­ლო­ე­ვი არი­ან. და­ნარ­ჩე­ნებ­მა, "არ­ჩევ­ნე­ბის" პირ­ველ ტურ­ში ხმა­თა რა­ო­დე­ნო­ბის ძა­ლი­ან მიც­რე პრო­ცენ­ტი მი­ი­ღეს.

ალან გაგ­ლო­ევ­მა ხმე­ბის 36,9 პრო­ცენ­ტი მი­ი­ღო, ბი­ბი­ლოვ­მა კი - 33,5. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბი­ბი­ლო­ვის მარ­ცხი გაგ­ლო­ევ­თან მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, რად­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­ბი­ლოვ­მა და მის­მა გუნ­დმა "უამ­რა­ვი შეც­დო­მა და­უშ­ვეს, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ასე­ვე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით."

  • "ყვე­ლა­ზე ცუდი და უპა­ტი­ე­ბე­ლი, რაც ბიბ­ლოვ­მა გა­ა­კე­თა, არის ოსუ­რი არ­მი­ის რუ­სულ­თან მი­ერ­თე­ბა. ამით მათი ფი­ნან­სუ­რი და სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­იხ­სნა. ოსი ბი­ჭე­ბი რუ­სულ არ­მი­ა­ში კონ­ტრაქ­ტო­რე­ბად მი­დი­ოდ­ნენ და ხელ­ფასს იღებ­დნენ, ბი­ბი­ლო­ვი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ისი­ნი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბას მი­ი­ღებ­დნენ, მაგ­რამ მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბოდ­ნენ თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში, მი­სი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად, თუმ­ცა, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში, არა­ერ­თი ოსი გა­უშ­ვეს. სამი სამ­ხედ­რო უკვე გარ­და­იც­ვა­ლა და ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას თუ გა­დავ­ხე­დავთ, მივ­ხვდე­ბით, რომ ყვე­ლა­ფე­რი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი გი­უ­ლი კო­კო­ე­ვა.

ბი­ბი­ლო­ვის მი­მართ რომ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, ეს ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში უკვე და­ამ­ტკი­ცეს ახალ­გო­რე­ლებ­მა, სა­დაც ბი­ბი­ლოვ­მა გაგ­ლო­ევ­თან შე­და­რე­ბით, ხმე­ბის თით­ქმის მე­სა­მე­დი აიღო.

ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი

"ბი­ბი­ლოვს არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა. ამ­დე­ნი წე­ლია ჩა­კე­ტი­ლო­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბლო­კა­და­ში ვყა­ვართ. გა­ხუთ­მა­გე­ბუ­ლი ფა­სე­ბით გვი­წევს ყვე­ლაფ­რის შე­ძე­ნა. წნე­ლი­სის სა­გუ­შა­გოს აღე­ბის მო­თხოვ­ნა აქვს აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი, ჯერ ჩვენ­გან მო­ი­თხო­ვა, მი­მარ­თეთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლიფ­ლე­ბას წე­რი­ლით და ყვე­ლა­ფერს მო­გიგ­ვა­რებ­თო. არ გა­ვა­კე­თეთ, პა­სუ­ხად, რამ­დენ­ჯე­რაც ჩა­მო­ვი­და, იმ­დენ­ჯერ პირ­და­პირ გვი­თხრა - ქარ­თულ მხა­რეს­თან გზის გახ­სნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუ­ფე­ბა­ზე, რო­მე­ლიც წნე­ლი­სის სა­გუ­შა­გოს არ იღებ­სო. მე და ჩემ­მა ოჯახ­მა სამი ურ­თუ­ლე­სი ზამ­თა­რი გა­დი­ვი­ტა­ნეთ, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა, ჩვენ­მა ახ­ლობ­ლებ­მა, მე­ზობ­ლებ­მა, ნა­თე­სა­ვებ­მა, სახ­ლე­ბი და­კე­ტეს და წა­ვიდ­ნენ.

მო­ხუ­ცე­ბი უპატ­რო­ნო­ბით, უწამ­ლო­ბი­თა და უე­ქი­მო­ბით იხო­ცე­ბოდ­ნენ. სიკ­ვდი­ლის პი­რას მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჯერ ცხინ­ვალ­ში მიჰ­ყავ­დათ, შემ­დეგ დიდი წვა­ლე­ბით თბი­ლის­ში, ზოგს გზა­ში უს­წრებ­და სიკ­ვდი­ლი, ზოგი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ იღუ­პე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბი­ბი­ლო­ვის კი­სერ­ზეა. რა­ი­ო­ნი და­ი­ცა­ლა. რა­ტომ უნდა მივ­ცეთ ხმა, რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის?!

ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცით ალან გაგ­ლო­ევ­ზე, ით­ქვა, რომ "კა­გე­ბეს" კლა­სია, იქ მსა­ხუ­რე­ბის დიდი სტა­ჟი აქვს, მაგ­რამ აქ, ამ პოსტზე სხვა­ნა­ი­რად ვერ მოხ­ვდე­ბი, ყვე­ლა რუ­სე­თის კად­რია, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პირი იყო ბი­ბი­ლო­ვი, მა­საც ახლო ური­თერ­თო­ბა ჰქონ­და უშიშ­რო­ე­ბას­თან. ჩვენ და და­ნარ­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაც ისე ვართ გუ­ლაც­რუ­ე­ბუ­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ბი­ბი­ლოვ­ზე, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­მარ­ცხდეს. ჩვენ­თვის არც ერთ ხელ­მძღვა­ნელს ამ­დე­ნი პრობ­ლე­მა არ შე­უქ­მნია", - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის თქმით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რა­ი­ონ­ში ღო­რის ჭირი და­ფიქ­სირ­და. ად­გი­ლობ­რი­ვებს უამ­რა­ვი ღორი და­ეხ­ცო­დათ. და­ხო­ცი­ლი ღო­რე­ბი, ერთ-ერთ გავ­ლე­ნი­ან პირს იმ ად­გი­ლას გა­და­უყ­რია, სა­ი­და­ნაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს სას­მე­ლი წყა­ლი მი­ე­წო­დე­ბა. "გა­რე­მოს დაც­ვის უწყე­ბის­თვის" მი­მარ­თვის შემ­დეგ, ჩამ­დე­ნი პირი გა­აფრ­თხი­ლეს, თუმ­ცა, სხვა მხრივ სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­და თუ არა, ცნო­ბი­ლი არ არის...

"აქ ყვე­ლა გავ­ლე­ნე­ბით ცდი­ლობს ისარ­გებ­ლოს. ადა­მი­ა­ნე­ბი ახ­ლობ­ლებს ისეთ სამ­სა­ხუ­რებ­ში აფორ­მე­ბენ, სა­დაც მათ არას­დროს უვ­ლი­ან, ხელ­ფა­სებს კი იღე­ბენ", - ამ­ბობს მე­ა­რა­ყაშ­ვი­ლი.

  • ვინ არის ბი­ბი­ლო­ვის მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი ალან გაგ­ლო­ე­ვი?

ალან გაგ­ლო­ე­ვი ქა­ლაქ ცხინ­ვალ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, 1997 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა "ცხინ­ვა­ლის ელი­ტა­რუ­ლი სკო­ლა" და თი­ბი­ლო­ვის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. იმავდრო­უ­ლად, მე­ო­რე ფა­კულ­ტეტ­ზე, "სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის" იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზეც და­ი­წყო სწავ­ლა, რის შემ­დე­გაც ვლა­დი­კავ­კაზ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი კურ­სე­ბი გა­ი­ა­რა.

2002 წლი­დან მუ­შა­ობ­და "სამ­ხრეთ ოსე­თის" ე.წ. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში. ორი წლის შემ­დეგ კი, "უშიშ­რო­ე­ბის კომ­ტი­ტეტ­ში" და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 2017 წელს, ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და", - წერს ოსუ­რი მე­დია.

ალან გაგ­ლო­ე­ვის მშობ­ლე­ბი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში, ცხინ­ვა­ლი-ზა­რის გზა­ზე ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლნენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.....
4

ესეთები და ბიბილოვისნაირები რომ მუშაობდნენ КГБ-ში იმიტომ დაინგრა საბჭოთა კავშირი და ახლა რუსეთი დაიშლება.აბა სადა ხართ რუსეთუმე ტროლებო!!!

Ჯიმა
4

Გემ მოსკვას გაჰყევით, ჩაჰყევით თუ რამე ასეთი. Ბილეთები უფასოა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"აქვს КГБ-ში მუშაობის დიდი სტაჟი" - ვინ არის ალან გაგლოევი, რომელმაც ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოუგო და როგორია განწყობა ადგილობრივებში

"აქვს КГБ-ში მუშაობის დიდი სტაჟი" - ვინ არის ალან გაგლოევი, რომელმაც ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოუგო და როგორია განწყობა ადგილობრივებში

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, 28 აპრილს, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პოლიტიკური ბრძოლის ველზე მთავარი მოქმედი პირები ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი არიან. დანარჩენებმა, "არჩევნების" პირველ ტურში ხმათა რაოდენობის ძალიან მიცრე პროცენტი მიიღეს.

ალან გაგლოევმა ხმების 36,9 პროცენტი მიიღო, ბიბილოვმა კი - 33,5. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიბილოვის მარცხი გაგლოევთან მოსალოდნელიც იყო, რადგან წლების განმავლობაში ბიბილოვმა და მისმა გუნდმა "უამრავი შეცდომა დაუშვეს, როგორც ეკონომიკური, ასევე სხვა მიმართულებით."

  • "ყველაზე ცუდი და უპატიებელი, რაც ბიბლოვმა გააკეთა, არის ოსური არმიის რუსულთან მიერთება. ამით მათი ფინანსური და სამხედრო მომზადების პასუხისმგებლობა მოიხსნა. ოსი ბიჭები რუსულ არმიაში კონტრაქტორებად მიდიოდნენ და ხელფასს იღებდნენ, ბიბილოვი ირწმუნებოდა, რომ ისინი სამხედრო მომზადებას მიიღებდნენ, მაგრამ მუდმივად იქნებოდნენ თავიანთ სამშობლოში, მისივე უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომში, არაერთი ოსი გაუშვეს. სამი სამხედრო უკვე გარდაიცვალა და ომის მიმდინარეობას თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ყველაფერი არ დასრულებულა", - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი გიული კოკოევა.

ბიბილოვის მიმართ რომ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, ეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე დაამტკიცეს ახალგორელებმა, სადაც ბიბილოვმა გაგლოევთან შედარებით, ხმების თითქმის მესამედი აიღო.

ანატოლი ბიბილოვი

"ბიბილოვს არ დაუმსახურებია ჩვენი მხარდაჭერა. ამდენი წელია ჩაკეტილობაში, ფაქტობრივად, ბლოკადაში ვყავართ. გახუთმაგებული ფასებით გვიწევს ყველაფრის შეძენა. წნელისის საგუშაგოს აღების მოთხოვნა აქვს აკვიატებული, ჯერ ჩვენგან მოითხოვა, მიმართეთ საქართველოს ხელიფლებას წერილით და ყველაფერს მოგიგვარებთო. არ გავაკეთეთ, პასუხად, რამდენჯერაც ჩამოვიდა, იმდენჯერ პირდაპირ გვითხრა - ქართულ მხარესთან გზის გახსნა დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფებაზე, რომელიც წნელისის საგუშაგოს არ იღებსო. მე და ჩემმა ოჯახმა სამი ურთულესი ზამთარი გადივიტანეთ, უამრავმა ადამიანმა, ჩვენმა ახლობლებმა, მეზობლებმა, ნათესავებმა, სახლები დაკეტეს და წავიდნენ.

მოხუცები უპატრონობით, უწამლობითა და უექიმობით იხოცებოდნენ. სიკვდილის პირას მისული ადამიანები ჯერ ცხინვალში მიჰყავდათ, შემდეგ დიდი წვალებით თბილისში, ზოგს გზაში უსწრებდა სიკვდილი, ზოგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ იღუპებოდა. ეს ყველაფერი ბიბილოვის კისერზეა. რაიონი დაიცალა. რატომ უნდა მივცეთ ხმა, რა დამსახურებისთვის?!

ბევრი არაფერი ვიცით ალან გაგლოევზე, ითქვა, რომ "კაგებეს" კლასია, იქ მსახურების დიდი სტაჟი აქვს, მაგრამ აქ, ამ პოსტზე სხვანაირად ვერ მოხვდები, ყველა რუსეთის კადრია, ყოფილი სამხედრო პირი იყო ბიბილოვი, მასაც ახლო ურითერთობა ჰქონდა უშიშროებასთან. ჩვენ და დანარჩენი მოსახლეობაც ისე ვართ გულაცრუებული და გაბრაზებული ბიბილოვზე, რომ აუცილებლად უნდა დამარცხდეს. ჩვენთვის არც ერთ ხელმძღვანელს ამდენი პრობლემა არ შეუქმნია", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ, რაიონში ღორის ჭირი დაფიქსირდა. ადგილობრივებს უამრავი ღორი დაეხცოდათ. დახოცილი ღორები, ერთ-ერთ გავლენიან პირს იმ ადგილას გადაუყრია, საიდანაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი მიეწოდება. "გარემოს დაცვის უწყებისთვის" მიმართვის შემდეგ, ჩამდენი პირი გააფრთხილეს, თუმცა, სხვა მხრივ სიტუაცია გამოსწორდა თუ არა, ცნობილი არ არის...

"აქ ყველა გავლენებით ცდილობს ისარგებლოს. ადამიანები ახლობლებს ისეთ სამსახურებში აფორმებენ, სადაც მათ არასდროს უვლიან, ხელფასებს კი იღებენ", - ამბობს მეარაყაშვილი.

  • ვინ არის ბიბილოვის მთავარი ოპონენტი ალან გაგლოევი?

ალან გაგლოევი ქალაქ ცხინვალში დაიბადა და გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 1997 წელს წარჩინებით დაამთავრა "ცხინვალის ელიტარული სკოლა" და თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა. იმავდროულად, მეორე ფაკულტეტზე, "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის" იურიდიულ ფაკულტეტზეც დაიწყო სწავლა, რის შემდეგაც ვლადიკავკაზში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარა.

2002 წლიდან მუშაობდა "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. ეკონომიკის სამინისტროში. ორი წლის შემდეგ კი, "უშიშროების კომტიტეტში" დაიწყო მუშაობა. 2017 წელს, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა", - წერს ოსური მედია.

ალან გაგლოევის მშობლები 2008 წლის აგვისტოში, ცხინვალი-ზარის გზაზე ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლნენ.