მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი პატივია ვიდგე იმ ბიჭების გვერდით, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს თავისუფლებას" - რას წერს ნიკა მელია უკრაინიდან?
"დიდი პატივია ვიდგე იმ ბიჭების გვერდით, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს თავისუფლებას" - რას წერს ნიკა მელია უკრაინიდან?

ქედს ვიხ­რი ბრძო­ლის ველ­ზე და­ცე­მუ­ლი ყვე­ლა მებ­რძო­ლის გმი­რო­ბი­სა და მა­რა­დი­უ­ლი ხსოვ­ნის წი­ნა­შე. ვი­ზი­ა­რებ მათი ოჯა­ხე­ბის ღრმა მწუ­ხა­რე­ბას!“- წერს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია „ფე­ის­ბუქ­ში“, რი­თაც უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის და­ღუპ­ვას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც მე­ლია აღ­ნიშ­ნავს, არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სად იბ­რძვი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ბო­რო­ტე­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად.

"დიდი პა­ტი­ვია ვიდ­გე იმ ბი­ჭე­ბის გვერ­დით, ვინც სი­ცო­ცხლის ფა­სად იცავს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ვინც უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძვის რო­გორც უკ­რა­ი­ნის, ისე სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის.

არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სად იბ­რძვი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ბო­რო­ტე­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად - თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა არ ცნობს გრძე­დებს და გა­ნე­დებს. სა­ა­მა­ყო და მი­სა­ბა­ძია ყვე­ლა მებ­რძო­ლი, რო­მე­ლიც იბ­რძვის მტარ­ვა­ლე­ბის წი­ნა­აღ­დეგ და მე, ნამ­დვი­ლად მე­ა­მა­ყე­ბა დღეს მათ გვერ­დით დგო­მა, თა­ვად მმა­ტებს მხნე­ო­ბას მათი გამ­ხნე­ვე­ბა!

ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი გმი­რუ­ლად, უკომ­პრო­მი­სოდ იბ­რძვი­ან ყველ­გან, სა­დაც კი მძი­მე ბრძო­ლე­ბი მი­დის, სა­დაც კი წყდე­ბა ომი­სა და მშვი­დო­ბის ბედი, სა­დაც იწე­რე­ბა ახა­ლი ევ­რო­პის, ახა­ლი მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რია.

ეს ის­ტო­რია იწე­რე­ბა გმი­რე­ბის სის­ხლით, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბის სის­ხლით!

ქედს ვიხ­რი ბრძო­ლის ველ­ზე და­ცე­მუ­ლი ყვე­ლა მებ­რძო­ლის გმი­რო­ბი­სა და მა­რა­დი­უ­ლი ხსოვ­ნის წი­ნა­შე. ვი­ზი­ა­რებ მათი ოჯა­ხე­ბის ღრმა მწუ­ხა­რე­ბას!“- წერს მე­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნა­ში დღეს 3 ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა. და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან: ზაზა ბი­წა­ძე, ალი­კა ცა­ა­ვა და არ­კა­დი კას­რა­ძე. ასე­ვე დაჭ­რი­ლია კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი.

უკ­რა­ი­ნა­ში უკვე 9 ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლია და­ღუ­პუ­ლი. ესე­ნი არი­ან: ნიკა შა­ნა­ვა, და­ვით მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი, გია ბე­რი­აშ­ვი­ლი, და­ვით რა­ტი­ა­ნი, და­ვით გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი, ბახ­ვა ჩი­ქო­ბა­ვა, არ­კა­დი კას­რა­ძე, ზაზა ბი­წა­ძე და ალი­კა ცა­ა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფო
2

შენთვის კი არი დიდი პატივი მათთან დგომა .მაგრამ მათვიის თუა პატივი და საამაყო თქვენთან დგომა.

ვახტო
2

დიდი პატივია მათი გვერდით სელფების გადაღებაო - ასე უნდა გეთქვა, ...

 

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"დიდი პატივია ვიდგე იმ ბიჭების გვერდით, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს თავისუფლებას" - რას წერს ნიკა მელია უკრაინიდან?

"დიდი პატივია ვიდგე იმ ბიჭების გვერდით, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს თავისუფლებას" - რას წერს ნიკა მელია უკრაინიდან?

ქედს ვიხრი ბრძოლის ველზე დაცემული ყველა მებრძოლის გმირობისა და მარადიული ხსოვნის წინაშე. ვიზიარებ მათი ოჯახების ღრმა მწუხარებას!“- წერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ფეისბუქში“, რითაც უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვას ეხმაურება.

როგორც მელია აღნიშნავს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სად იბრძვი თავისუფლებისთვის, ბოროტების დასამარცხებლად.

"დიდი პატივია ვიდგე იმ ბიჭების გვერდით, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს თავისუფლებას, ვინც უკრაინაში იბრძვის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს თავისუფლებისთვის.

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სად იბრძვი თავისუფლებისთვის, ბოროტების დასამარცხებლად - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ ცნობს გრძედებს და განედებს. საამაყო და მისაბაძია ყველა მებრძოლი, რომელიც იბრძვის მტარვალების წინააღდეგ და მე, ნამდვილად მეამაყება დღეს მათ გვერდით დგომა, თავად მმატებს მხნეობას მათი გამხნევება!

ჩვენი ბიჭები გმირულად, უკომპრომისოდ იბრძვიან ყველგან, სადაც კი მძიმე ბრძოლები მიდის, სადაც კი წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, სადაც იწერება ახალი ევროპის, ახალი მსოფლიოს ისტორია.

ეს ისტორია იწერება გმირების სისხლით, მათ შორის, ქართველი გმირების სისხლით!

ქედს ვიხრი ბრძოლის ველზე დაცემული ყველა მებრძოლის გმირობისა და მარადიული ხსოვნის წინაშე. ვიზიარებ მათი ოჯახების ღრმა მწუხარებას!“- წერს მელია.

შეგახსენებთ, უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დაღუპულები არიან: ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა და არკადი კასრაძე. ასევე დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.

უკრაინაში უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.