მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანტონ გერაშენკო რუსეთში ძალდატანებით გადაყვანილ უკრაინელებს ურჩევს, საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ
ანტონ გერაშენკო რუსეთში ძალდატანებით გადაყვანილ უკრაინელებს ურჩევს, საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ

უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­მა ან­ტონ გე­რა­შენ­კომ მა­რი­უ­პო­ლი­დან და უკ­რა­ი­ნის სხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან რუ­სეთ­ში იძუ­ლე­ბით გა­დაყ­ვა­ნილ ადა­მი­ა­ნებს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა მის­ცა.

გე­რა­შენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, ეს ბევ­რად მარ­ტი­ვია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც სა­ზღვარ­გა­რე­თის პას­პორ­ტი აქვთ. მისი თქმით, ასეთ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფი­ნეთ­ში, პო­ლო­ნეთ­სა და ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ვიდ­ნენ.

"პირ­ველ რიგ­ში, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის 99,9% რუ­სეთ­ში გა­დაჰ­ყავთ ძა­ლით. რუ­სე­ბი ქმნიდ­ნენ აუ­ტა­ნელ პი­რო­ბებს, მო­სახ­ლე­ო­ბას მა­რი­უ­პო­ლი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად არ აძ­ლევ­დნენ გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გზით. ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დე­რეფ­ნებ­ში გა­მა­ვალ მან­ქა­ნებს ცე­ცხლს უხ­სნიდ­ნენ. ეს ქმნი­და საფრ­თხის­შემ­ცველ ვი­თა­რე­ბას უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის და ამ­გვა­რად, ადა­მი­ა­ნე­ბი იძუ­ლე­ბით გაჰ­ყავ­დათ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ის უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ სა­ზღვარ­გა­რე­თის პას­პორ­ტი, იმის­თვის, რომ მათ შეძ­ლონ უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა, სა­ჭი­როა ჩა­ვიდ­ნენ სხვა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ისი­ნი რუ­სე­თი­დან ჩას­ვლას შეძ­ლე­ბენ, ეს არის მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო, ფი­ნე­თი, პო­ლო­ნე­თი და ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ნე­ბის­მი­ე­რი ქვე­ყა­ნა. უკ­რა­ი­ნე­ლებს აქვს უვი­ზო მი­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა ქვე­ყა­ნას­თან, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს­თან. ამის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია თვითმფრი­ნა­ვით ჩაფ­რე­ნა ან სხვა სა­ხის ტრან­სორ­ტით ჩას­ვლა სლო­ვა­კეთ­ში, უნ­გრეთ­ში, რუ­მი­ნეთ­ში, მოლ­დო­ვა­ში, პო­ლო­ნეთ­ში ანუ იმ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლებ­თა­ნაც უკ­რა­ი­ნას აქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­დას­ხმის შემ­დეგ და ამ­გვა­რად, დაბ­რუ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში.

ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი უკვე არის. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ სა­ზღვარ­გა­რე­თის პას­პორ­ტი და იმ­ყო­ფე­ბი­ან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის დად­გე­ნი­ლე­ბა, ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მი­რე­ბის მი­ნის­ტრთან ერ­თად, რათა ნე­ბის­მი­ერ უკ­რა­ი­ნელს ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ მას აქვს სმარ­ტფო­ნი, გა­ი­ა­როს სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­გის­ტრა­ცია და მი­ი­ღოს ელექტრო­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მათ მის­ცემს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ამ დო­კუ­მენ­ტის მოქ­მე­დე­ბა, ჩვე­ნი მო­თხოვ­ნით, გა­უ­ტოლ­დე­ბა სა­ზღვარ­გა­რე­თის პას­პორ­ტის მოქ­მე­დე­ბას იმ სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც ჩვენ­თან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­დას­ხმის შემ­დეგ არის შექ­მნი­ლი. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ადა­მი­ა­ნებს სმარ­ტფო­ნიც არ აქვთ, ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ვეც­დე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ნახ­ვას და ეს ჰუ­მა­ნი­ა­ტა­რუ­ლი მი­სი­ე­ბის გავ­ლით მოხ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გე­რა­შენ­კომ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

რუსეთში რუსული წარმოშობის უკრაინელი მოქალაქეები მიდიან და არავინ არაფერს აძალებს. საქართველო, როგორც თქვენ აცხადებთ(ხელისუფლების წარმომადგენელია) არ არის უკრაინის მეგობარი სახელმწიფო. ასე რომ, თავი დაგვანებეთ და ლტოლვილები იქ გაუშვით, ვინც ომის გაგრძელებას გავალებთ!

mari
0

ძალად არავინ გადაუყვანიათ, რუსები არიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ანტონ გერაშენკო რუსეთში ძალდატანებით გადაყვანილ უკრაინელებს ურჩევს, საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ

ანტონ გერაშენკო რუსეთში ძალდატანებით გადაყვანილ უკრაინელებს ურჩევს, საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ მარიუპოლიდან და უკრაინის სხვა ქალაქებიდან რუსეთში იძულებით გადაყვანილ ადამიანებს სამშობლოში დაბრუნებისთვის რამდენიმე რჩევა მისცა.

გერაშენკოს განცხადებით, ეს ბევრად მარტივია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საზღვარგარეთის პასპორტი აქვთ. მისი თქმით, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ რუსეთიდან საქართველოში, ფინეთში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ნებისმიერ ქვეყანაში ჩავიდნენ.

"პირველ რიგში, უკრაინელების 99,9% რუსეთში გადაჰყავთ ძალით. რუსები ქმნიდნენ აუტანელ პირობებს, მოსახლეობას მარიუპოლიდან სპეციალურად არ აძლევდნენ გასვლის საშუალებას ჰუმანიტარული გზით. ჰუმანიტარულ დერეფნებში გამავალ მანქანებს ცეცხლს უხსნიდნენ. ეს ქმნიდა საფრთხისშემცველ ვითარებას უკრაინელებისთვის და ამგვარად, ადამიანები იძულებით გაჰყავდათ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით.

ის უკრაინელები, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთის პასპორტი, იმისთვის, რომ მათ შეძლონ უკრაინაში დაბრუნება, საჭიროა ჩავიდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც ისინი რუსეთიდან ჩასვლას შეძლებენ, ეს არის მაგალითად, საქართველო, ფინეთი, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ნებისმიერი ქვეყანა. უკრაინელებს აქვს უვიზო მიმოსვლის საშუალება ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან, ასევე, საქართველოსთან. ამის შემდეგ შესაძლებელია თვითმფრინავით ჩაფრენა ან სხვა სახის ტრანსორტით ჩასვლა სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, პოლონეთში ანუ იმ ქვეყნებში, რომლებთანაც უკრაინას აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შემდეგ და ამგვარად, დაბრუნება უკრაინაში.

ასეთი შემთხვევები უკვე არის. იმ შემთხვევაში თუ ადამიანებს არ აქვთ საზღვარგარეთის პასპორტი და იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, დღეის მდგომარეობით საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, ციფრული ტრანსფორმირების მინისტრთან ერთად, რათა ნებისმიერ უკრაინელს ჰქონდეს შესაძლებლობა, თუ მას აქვს სმარტფონი, გაიაროს სპეციალური რეგისტრაცია და მიიღოს ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც მათ მისცემს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას. ამ დოკუმენტის მოქმედება, ჩვენი მოთხოვნით, გაუტოლდება საზღვარგარეთის პასპორტის მოქმედებას იმ საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენთან რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შემდეგ არის შექმნილი. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს სმარტფონიც არ აქვთ, ვითარება კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით საშუალებების გამონახვას და ეს ჰუმანიატარული მისიების გავლით მოხდება“, - განაცხადა გერაშენკომ.