ავტორი:

"52 ღამე ასობით ათასი უკრაინელი ისმენს განაშის და რაკეტების საშინელ ხმას - კარგია, რომ დანარჩენ ევროპას არ ესმის ეს საშიში ხმები" - პოდოლიაკი

"52 ღამე ასობით ათასი უკრაინელი ისმენს განაშის და რაკეტების საშინელ ხმას - კარგია, რომ დანარჩენ ევროპას არ ესმის ეს საშიში ხმები" - პოდოლიაკი

52 ღამე ასობით ათასი უკრაინელი ისმენს განგაშისა და რაკეტების საშინელ ხმას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, რუსეთი ბომბავს უკრაინულ ქალაქებს ყოველ ღამით, რათა დააშინოს და მოკლას მოსახლეობა.

„52 ღამე ასობით ათასი უკრაინელი ისმენს განგაშისა და რაკეტების საშინელ ხმას. არავინ იცის, სად დაეცემა ისინი და ვის მოკლავს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ბომბავს ჩვენს ქალაქებს ყოველ ღამით, რათა დააშინოს და მოკლას. კარგია, რომ დანარჩენ ევროპას არ ესმის ეს საშიში ხმები“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, გამთენიისას აფეთქება მოხდა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლვოვში. მსხვერპლის რაოდენობა უცნობია.