რუსთავში 9 და 11 წლის მოზარდებმა ქუჩიდან ავტომობილი მოიპარეს, რის შემდეგაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდათ. ინფორმაციას სააგენტო "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მოქალაქემ აავტომობილი მაღაზიასთან გააჩერა, რამდენიმე წუთში კი მისი ავტომობილი მოზარდებმა მოიპარეს. გაირკვა, რომ ბავშვები აღნიშნულ ავტომობილს უთვალთვალებდნენ.
"როდესაც მძღოლი მანქანიდან გადავიდა, ბიჭებმა ავტომობილში შეაღწიეს. საჭესათან 9 წლის ბავშვი დაჯდა, მან მანქანა დაქოქა, მოულოდნელად საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე გაჩერებულ, ჯერ "ფოლკსვაგენის", ხოლო შემდეგ "ტოიოტას" მარკის ავტომობილებს დაეჯახა.
ავარიის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღეს ბავშვებმა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. პაციენტების გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია" - წერს ინფო რუსთავი.
ავტომობილის პატრონმა რა ქნას, ვინ აუნაზღაურებს დანაკარგს? რამდენადაც ვიცი, კანონი ისეთია რომ არასრულწლოვნები ციხეში არ მიდიან. სადაა სამართალი
მადლობა ღმერთს რომ ორივე ონავარი გადარჩა და უარესი არ მოხდა!გადარჩა ის მძღოლიც!ესაა ინტერნეტთამაშების გავლენა,რეალური და ინტერნეტსივრცე ერევათ ერთმანეთში ბავშვებს( და არამარტო ბავშვებს) "ჯეტიას" თამაში გადაწყვიტეს ალბათ .