Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩოგბურთელი ემა რადუკანუ Porsche Tennis Grand Prix-ზე ასპარეზობს
ჩოგბურთელი ემა რადუკანუ Porsche Tennis Grand Prix-ზე ასპარეზობს

პორ­შეს ბრენ­დის ახა­ლი ელ­ჩის, ემა რა­დუ­კა­ნუს დე­ბი­უ­ტი პორ­შე-არე­ნა­ზე. Porsche Tennis Grand Prix-ის ტურ­ნირ­მა სტარ­ტი შტუტ­გარ­ტში დღეს აიღო. ამე­რი­კის ღია პირ­ვე­ლო­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, 19 წლის სპორ­ტსმე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბას ახლა თი­ხის კორ­ტებ­ზე აპი­რებს. რას ნიშ­ნავს, იყო პრე­მი­უმ ბრენ­დის, პორ­შეს ელჩი და რა მო­ლო­დი­ნი აქვს ბრი­ტა­ნელ ჩოგ­ბურ­თელს? ამ თე­მებ­ზე ემა რა­დუ­კა­ნუმ ტურ­ნი­რის და­წყე­ბამ­დე ისა­უბ­რა:

ეს თქვე­ნი დე­ბი­უ­ტია Porsche Tennis Grand Prix-ზე, რო­გო­რია წი­ნას­წა­რი გან­წყო­ბა და მო­ლო­დი­ნი?

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ შევ­ძლებ, პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­დე WTA ტურ­ნირ­ზე და ვი­თა­მა­შო თი­ხის კორტზე. მი­ხა­რია, რომ ეს სწო­რედ Tennis Grand Prix-ზე მოხ­დე­ბა. ამ გან­სა­კუთ­რე­ბულ ტურ­ნირს ბავ­შვო­ბი­დან თვალს ვა­დევ­ნებ. ეს არის პრეს­ტი­ჟუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბა, რა დრო­საც პორ­შეს მო­გე­ბის შან­სი გაქვს. ვის არ უნდა პორ­შეს სა­ო­ცა­რი მან­ქა­ნა?!“

ტურ­ნირს საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი შე­მად­გენ­ლო­ბა ჰყავს: ტო­პა­თე­ულ­ში შე­მა­ვა­ლი 9 მო­თა­მა­შე. რამ­დე­ნად არის ეს თქვენ­თვის მო­ტი­ვა­ცია?

„ეს ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, თუმ­ცა მე უკვე შევ­ხვედ­რი­ვარ მათ და მო­მი­გია კი­დეც. რა თქმა უნდა, დიდი მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა, თუ მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ჩოგ­ბურ­თე­ლებ­თან კი­დევ უფრო მეტ გა­მარ­ჯვე­ბას მო­ვი­პო­ვებ. ჩემ­თვის სი­ახ­ლეა თი­ხის კორ­ტებ­ზე თა­მა­შიც, ამ მხრივ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ ამ გა­მოც­დის­თვი­საც მზად ვარ“.

ავ­ტოს­პორ­ტის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი ხართ. რა გი­ტა­ცებთ სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში?

„6 წლის ასა­კი­დან კარ­ტინ­გებ­ზე დავ­დი­ო­დი. ვფიქ­რობ­დი, რომ ეს ჩემი ასა­კის ბავ­შვე­ბის­გან გა­მო­მარ­ჩევ­და. შემ­დე­გი გა­მოწ­ვე­ვა იყო კარ­ტინ­გი­დან მო­ტორ­ბო­ლა­ზე გა­დას­ვლა, ეს ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო აღ­მოჩ­ნდა. რო­მელ ბავ­შვს არ უყ­ვარს ტა­ლახ­ში თა­მა­ში?

არის თუ არა მსგავ­სე­ბა ავ­ტოს­პორ­ტსა და ჩოგ­ბურთს შო­რის?

„ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა. კორ­ტებ­ზეც, ისე­ვე რო­გორც რბო­ლი­სას, მუდ­მი­ვად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი უნდა იყო და ინ­სტინ­ქტუ­რად იმოქ­მე­დო, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის სწრა­ფი გზე­ბი მო­ძებ­ნო. გან­სხვა­ვე­ბა კი ის არის, რომ ავ­ტოს­პორ­ტში ერთი წა­მიც კი შე­იძ­ლე­ბა გა­დამ­წყვე­ტი გახ­დეს.

რო­მელ ავ­ტომრბო­ლელ­თან გა­ივ­ლი­დით მარ­თვის გაკ­ვე­თილს და რო­მე­ლი მან­ქა­ნით?

„ვი­სურ­ვებ­დი, ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი 911 ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ეს ჩემი საყ­ვა­რე­ლი მან­ქა­ნაა. ასე­ვე, სუ­პერ­სპორ­ტუ­ლი 718 Cayman GT4. რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლე­ბელს, ეს და­ნი­ელ რი­კარ­დოა. მისი უნა­რე­ბი და მარ­თვის აუ­ღელ­ვე­ბე­ლი სტი­ლი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში“.

პორ­შეს თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მო­დე­ლია 911. რა­ტომ?

„ჩემი ორი ყო­ფი­ლი მწვრთნე­ლი მარ­თავ­და 911-ს. ყო­ველ დი­ლით, რო­დე­საც სა­ვარ­ჯი­შოდ მივ­დი­ო­დი, მათ პორ­შე­ებს ვხე­დავ­დი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან მომ­წონ­და ეს მო­დე­ლი და მინ­დო­და, მყო­ლო­და. როცა გა­ვი­ზარ­დე, სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყე Brands Hatch-ზე და თვალს ვა­დევ­ნებ­დი Carrera Cup-ის რბო­ლებს. 911-ის ყო­ვე­ლი ახა­ლი მო­დე­ლი ისე­თი უნი­კა­ლუ­რი, ლა­მა­ზი და გა­მორ­ჩე­უ­ლია. ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი არის ლე­გენ­და. ეს არის სა­უ­კე­თე­სო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის და სტი­ლის სიმ­ბო­ლო“.

19 წლის ასაკ­ში უკვე ბევ­რს მი­აღ­წი­ეთ, აის­რუ­ლეთ მრა­ვა­ლი ოც­ნე­ბა რო­გორც კორ­ტებ­ზე, ისე მის გა­რეთ. რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ მო­ტი­ვა­ცი­ას?

„მიზ­ნე­ბი გა­მუდ­მე­ბით გვეც­ვლე­ბა, რა­საც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ახ­ლავს. ცხა­დია, პირ­ველ რიგ­ში, ჩემს საქ­მე­ზე ვარ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. გა­მუდ­მე­ბით ვფიქ­რობ, რო­გორ შე­მიძ­ლია გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სო თა­მა­შის სტი­ლი. ეს ძა­ლი­ან დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევს“.

ცოტა ხნის წინ პორ­შეს ბრენ­დის ელჩი გახ­დით. რას ნიშ­ნავს ეს თქვენ­თვის?

„პორ­შე არის ბრენ­დი, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში მო­ი­გო ჩემი გული. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­თა­ნამ­შრომ­ლო ისეთ პარტნი­ო­რებ­თან და ბრენ­დებ­თან, რო­მელ­თა პრინ­ცი­პებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­საც ვი­ზი­ა­რებ. ასე­თია ჩემ­თვის პორ­შე და ახლა მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი იმ სა­ინ­ტე­რე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც ერ­თად შეგ­ვიძ­ლია“, - ემა რა­დუ­კა­ნუ, ბრი­ტა­ნე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი, პორ­შეს ბრენ­დის ელჩი.

„Porsche Tennis Grand Prix“ 16 აპ­რილს და­ი­წყო და 24 აპ­რილს დას­რულ­დე­ბა. პორ­შე-არე­ნა­ზე გა­მარ­თულ რბო­ლა­ში პორ­შეს ბრენ­დის ელჩი, ემა რა­დუ­კა­ნუ პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს. 19 წლის სპორ­ტსმე­ნი ბოლო 44 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი ბრი­ტა­ნე­ლი ქალი ჩოგ­ბურ­თე­ლია, რო­მელ­მაც გა­სულ წელს „გრანდ სლე­მის“ ტურ­ნი­რი მო­ი­გო.

R

“კამაზის” მაძღოლი
0

მალადეც, დინილ! :))

ავტორი:

ჩოგბურთელი ემა რადუკანუ Porsche Tennis Grand Prix-ზე ასპარეზობს

ჩოგბურთელი ემა რადუკანუ Porsche Tennis Grand Prix-ზე ასპარეზობს

პორშეს ბრენდის ახალი ელჩის, ემა რადუკანუს დებიუტი პორშე-არენაზე. Porsche Tennis Grand Prix-ის ტურნირმა სტარტი შტუტგარტში დღეს აიღო. ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული, 19 წლის სპორტსმენი გამარჯვების მოპოვებას ახლა თიხის კორტებზე აპირებს. რას ნიშნავს, იყო პრემიუმ ბრენდის, პორშეს ელჩი და რა მოლოდინი აქვს ბრიტანელ ჩოგბურთელს? ამ თემებზე ემა რადუკანუმ ტურნირის დაწყებამდე ისაუბრა:

ეს თქვენი დებიუტია Porsche Tennis Grand Prix-ზე, როგორია წინასწარი განწყობა და მოლოდინი?

„მოხარული ვარ, რომ შევძლებ, პირველად გამოვიდე WTA ტურნირზე და ვითამაშო თიხის კორტზე. მიხარია, რომ ეს სწორედ Tennis Grand Prix-ზე მოხდება. ამ განსაკუთრებულ ტურნირს ბავშვობიდან თვალს ვადევნებ. ეს არის პრესტიჟული და პოპულარული შეჯიბრება, რა დროსაც პორშეს მოგების შანსი გაქვს. ვის არ უნდა პორშეს საოცარი მანქანა?!“

ტურნირს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს: ტოპათეულში შემავალი 9 მოთამაშე. რამდენად არის ეს თქვენთვის მოტივაცია?

„ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, თუმცა მე უკვე შევხვედრივარ მათ და მომიგია კიდეც. რა თქმა უნდა, დიდი მოტივაცია იქნება, თუ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებთან კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას მოვიპოვებ. ჩემთვის სიახლეა თიხის კორტებზე თამაშიც, ამ მხრივ დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ამ გამოცდისთვისაც მზად ვარ“.

ავტოსპორტის დიდი მოყვარული ხართ. რა გიტაცებთ სპორტის ამ სახეობაში?

„6 წლის ასაკიდან კარტინგებზე დავდიოდი. ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ასაკის ბავშვებისგან გამომარჩევდა. შემდეგი გამოწვევა იყო კარტინგიდან მოტორბოლაზე გადასვლა, ეს ძალიან სახალისო აღმოჩნდა. რომელ ბავშვს არ უყვარს ტალახში თამაში?

არის თუ არა მსგავსება ავტოსპორტსა და ჩოგბურთს შორის?

„ორივე შემთხვევაში საჭიროა მუდმივი განვითარება. კორტებზეც, ისევე როგორც რბოლისას, მუდმივად კონცენტრირებული უნდა იყო და ინსტინქტურად იმოქმედო, პრობლემის გადაჭრის სწრაფი გზები მოძებნო. განსხვავება კი ის არის, რომ ავტოსპორტში ერთი წამიც კი შეიძლება გადამწყვეტი გახდეს.

რომელ ავტომრბოლელთან გაივლიდით მართვის გაკვეთილს და რომელი მანქანით?

„ვისურვებდი, ეს ავტომობილი 911 ყოფილიყო, რადგან ეს ჩემი საყვარელი მანქანაა. ასევე, სუპერსპორტული 718 Cayman GT4. რაც შეეხება მასწავლებელს, ეს დანიელ რიკარდოა. მისი უნარები და მართვის აუღელვებელი სტილი ძალიან სასიამოვნოა სწავლისა და განვითარების პროცესში“.

პორშეს თქვენი საყვარელი მოდელია 911. რატომ?

„ჩემი ორი ყოფილი მწვრთნელი მართავდა 911-ს. ყოველ დილით, როდესაც სავარჯიშოდ მივდიოდი, მათ პორშეებს ვხედავდი და აღფრთოვანებული ვიყავი. ძალიან მომწონდა ეს მოდელი და მინდოდა, მყოლოდა. როცა გავიზარდე, სიარული დავიწყე Brands Hatch-ზე და თვალს ვადევნებდი Carrera Cup-ის რბოლებს. 911-ის ყოველი ახალი მოდელი ისეთი უნიკალური, ლამაზი და გამორჩეულია. ეს ავტომობილი არის ლეგენდა. ეს არის საუკეთესო მახასიათებლების და სტილის სიმბოლო“.

19 წლის ასაკში უკვე ბევრს მიაღწიეთ, აისრულეთ მრავალი ოცნება როგორც კორტებზე, ისე მის გარეთ. როგორ ინარჩუნებთ მოტივაციას?

„მიზნები გამუდმებით გვეცვლება, რასაც ახალი გამოწვევები ახლავს. ცხადია, პირველ რიგში, ჩემს საქმეზე ვარ კონცენტრირებული. გამუდმებით ვფიქრობ, როგორ შემიძლია გავაუმჯობესო თამაშის სტილი. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს“.

ცოტა ხნის წინ პორშეს ბრენდის ელჩი გახდით. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

„პორშე არის ბრენდი, რომელმაც ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიგო ჩემი გული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლო ისეთ პარტნიორებთან და ბრენდებთან, რომელთა პრინციპებსა და ღირებულებებსაც ვიზიარებ. ასეთია ჩემთვის პორშე და ახლა მოუთმენლად ველოდები იმ საინტერესო შესაძლებლობებს, რომელთა განხორციელებაც ერთად შეგვიძლია“, - ემა რადუკანუ, ბრიტანელი ჩოგბურთელი, პორშეს ბრენდის ელჩი.

„Porsche Tennis Grand Prix“ 16 აპრილს დაიწყო და 24 აპრილს დასრულდება. პორშე-არენაზე გამართულ რბოლაში პორშეს ბრენდის ელჩი, ემა რადუკანუ პირველად მონაწილეობს. 19 წლის სპორტსმენი ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველი ბრიტანელი ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც გასულ წელს „გრანდ სლემის“ ტურნირი მოიგო.

R