"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე პარტიის წევრები - ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია უკრაინაში გაემგზავრნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ "ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს.
"ნაციონალური მოძრაობის" გარდა, უკრაინაში იმყოფება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიამ განმარტა, უკრაინაში ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს და არა, ქართულ ოპოზიციას.
"ამ დელეგაციის ფარგლებში მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა მოგვეცემა ძალიან ბევრ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. დღეს, ჩვენ, აქ და ახლა, არ წარმოვადგენთ ქართულ ოპოზიციას. აქ და ახლა, ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, რომლის უმრავლესობაც სოლიდარულია უკრაინის მიმართ“, - აცხადებს „მთავარ არხთან“ ნიკა მელია