ავტორი:

ბერა ივანიშვილი ცოლ-შვილთან ერთად რიო-დე-ჟანეიროში ისვენებს - რა ფოტოებს აქვეყნებს ნანუკა გუდავაძე კოპაკაბანას სანაპიროდან?

ბერა ივანიშვილი ცოლ-შვილთან ერთად რიო-დე-ჟანეიროში ისვენებს - რა ფოტოებს აქვეყნებს ნანუკა გუდავაძე კოპაკაბანას სანაპიროდან?

ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ცოლ-შვილთან ერთად რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას სანაპიროზე ისვენებს. ბერამ და ნანუკამ მცირეწლოვან ბერუკასთან ერთად შარშან აპრილში დატოვეს საქართველო.

მომღერალი ოჯახთან ერთად სამხრეთ კორეაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მუსიკალური კარიერის გაკეთებას აპირებდა, თუმცა ამ ეტაპზე ბერა ქართულ აუდიტორიას "ტიკ-ტოკზე" გადაღებული ვიდეოებით ან იშვიათად "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ფოტოებით ახსენებს თავს.

ორი დღის წინ მომღერალმა სანაპიროდან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ოჯახური იდილია იყო გადაღებული, თუმცა ძნელად თუ გაარკვევდით, სად იყო ბერა.

ამჯერად მეუღლესთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს ნანუკა გუდავაძე აქვეყნებს. წყვილი ბრაზილიაში ბედნიერად გრძნობს თავს.

მას შემდეგ, რაც ბერა ივანიშვილმა საქართველო დატოვა, მას კორეაში დედმამიშვილები აკითხავდნენ. უცნობია, ამ პერიოდის მანძილზე იყო თუ არა სამშობლოში ან ჩააკითხა თუ არა მილიარდერმა მამამ მოსანახულებლად.