პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, ბიჭს უნდა რომელიმე ტაქტიკური ბირთვული იარაღი სადმე ააფეთქოს მაინც... ჩვენ საქმე გვაქვს გიჟ მანიაკთან" - ალექსი არესტოვიჩი პუტინზე
"ვფიქრობ, ბიჭს უნდა რომელიმე ტაქტიკური ბირთვული იარაღი სადმე ააფეთქოს მაინც... ჩვენ საქმე გვაქვს გიჟ მანიაკთან" - ალექსი არესტოვიჩი პუტინზე

ვფიქ­რობ, ბიჭს უნდა რო­მე­ლი­მე ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი სად­მე აა­ფეთ­ქოს მა­ინც. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში არის მსგავ­სი სა­შიშ­რო­ე­ბა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა ალექ­სი არეს­ტო­ვიჩ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნას­თან ომში და­მარ­ცხე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა შე­იძ­ლე­ბა მი­მარ­თოს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას, რო­გორც უკა­ნას­კნელ არ­გუ­მენტს.

არეს­ტო­ვი­ჩი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მსოფ­ლიო არ აპა­ტი­ებს მსგავ­სი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას.

"აა­ფეთ­ქეს ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი, შემ­დეგ რა ხდე­ბა? აუ­ფეთ­ქე­ბენ სა­პა­სუ­ხოდ, ან აა­მოქ­მე­დე­ბენ ისეთ ძა­ლას, რომ­ლებ­საც ვერ გა­უმკლავ­დე­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი. მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი - და­სავ­ლე­თი, და­ი­ნა­ხავს რა დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბულ ნან­გრე­ვებს, და­არ­ტყამს ჯარს ან რო­მე­ლი­მე ქა­ლაქს. მთე­ლი მსოფ­ლიო გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე გა­ი­გებს, რომ ჩვენ საქ­მე გვაქვს გიჟ მა­ნი­აკ­თან, რო­მე­ლიც არაფ­რის წი­ნა­შე არ შე­ჩერ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და არეს­ტო­ვიჩ­მა.

ის მი­იჩ­ნევს, რომ მსგავ­სი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩი­ნე­თი კო­ორ­დი­ნი­რე­ბას მო­ახ­დენს და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­თან, ინ­დო­ეთ­თან და სხვა ქვეყ­ნებ­თან, რათა გას­ცეს პა­სუ­ხი. არეს­ტო­ვი­ჩი ასე­ვე უშ­ვებს პუ­ტი­ნის ფი­ზი­კუ­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

"პუ­ტი­ნის დაც­ვის ოფიც­რე­ბი გახ­დე­ბი­ან მი­ლი­არ­დე­რე­ბი და სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში გა­და­წყდე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და არეს­ტო­ვიჩ­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1
3

Es arestovichic Ragan ironin laparakobs xolme gaxarebulic da same ashamed cudadaa

რა ვიცი რა ვიცი
4

გიჟ მანიაკთან უფრო ფრთხილად არიან ხოლმე საერთოდ. მით უმეტეს ატომური ბომბიც თუ აქვს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ვფიქრობ, ბიჭს უნდა რომელიმე ტაქტიკური ბირთვული იარაღი სადმე ააფეთქოს მაინც... ჩვენ საქმე გვაქვს გიჟ მანიაკთან" - ალექსი არესტოვიჩი პუტინზე

"ვფიქრობ, ბიჭს უნდა რომელიმე ტაქტიკური ბირთვული იარაღი სადმე ააფეთქოს მაინც... ჩვენ საქმე გვაქვს გიჟ მანიაკთან" - ალექსი არესტოვიჩი პუტინზე

ვფიქრობ, ბიჭს უნდა რომელიმე ტაქტიკური ბირთვული იარაღი სადმე ააფეთქოს მაინც. ყოველ შემთხვევაში არის მსგავსი საშიშროება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასთან ომში დამარცხების რეალური შესაძლებლობის შეფასების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება მიმართოს ბირთვული იარაღის გამოყენებას, როგორც უკანასკნელ არგუმენტს.

არესტოვიჩი დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში მსოფლიო არ აპატიებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას.

"ააფეთქეს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, შემდეგ რა ხდება? აუფეთქებენ საპასუხოდ, ან აამოქმედებენ ისეთ ძალას, რომლებსაც ვერ გაუმკლავდება ვლადიმერ პუტინი. მარტივი მაგალითი - დასავლეთი, დაინახავს რა დაკვამლიანებულ ნანგრევებს, დაარტყამს ჯარს ან რომელიმე ქალაქს. მთელი მსოფლიო გამონაკლისის გარეშე გაიგებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გიჟ მანიაკთან, რომელიც არაფრის წინაშე არ შეჩერდება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

ის მიიჩნევს, რომ მსგავსი იარაღის გამოყენების შემთხვევაში ჩინეთი კოორდინირებას მოახდენს დასავლეთის ქვეყნებთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან, რათა გასცეს პასუხი. არესტოვიჩი ასევე უშვებს პუტინის ფიზიკური ლიკვიდირების შესაძლებლობას.

"პუტინის დაცვის ოფიცრები გახდებიან მილიარდერები და სიტუაცია ძალიან მოკლე პერიოდში გადაწყდება“,- განაცხადა არესტოვიჩმა.