კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ძალიან საფრთხილო საკითხია... თანაც, რა მეგრული და სვანური, როცა სკოლებში ქართული ენის სწავლის ხარისხია კატასტროფულ დონეზე..." - შეფასებები პრეზიდენტის ინიციატივაზე
"ეს ძალიან საფრთხილო  საკითხია... თანაც, რა მეგრული და სვანური, როცა სკოლებში ქართული ენის სწავლის ხარისხია კატასტროფულ დონეზე..." - შეფასებები პრეზიდენტის ინიციატივაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სკო­ლა­ში, მეგ­რუ­ლი­სა და სვა­ნუ­რის არ­ჩე­ვით საგ­ნად სწავ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და. ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა 14 აპ­რილს, დე­და­ე­ნის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ისა­უბ­რა.

მისი თქმით, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ ომს რუ­სე­თი დღეს აფხა­ზეთ­ში აგ­რძე­ლებს და ქარ­თუ­ლი და აფხა­ზუ­რი ენის დაც­ვას­თან ერ­თად, გვე­ვა­ლე­ბა მეგ­რუ­ლის, სვა­ნუ­რის, ჭა­ნუ­რი­სა და ლა­ზუ­რის დაც­ვა და გა­დარ­ჩე­ნის­თვის ზრუნ­ვა, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუკი სკო­ლა­ში არ­ჩე­ვი­თი სწავ­ლე­ბის უფ­ლე­ბა და­წეს­დე­ბა მეგ­რულ­სა და სვა­ნურ­ზე.

"რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის შე­დე­გად, აფხა­ზეთ­ში ერ­თნა­ი­რად იზღუ­დე­ბა რო­გორც აფხა­ზუ­რი, ასე­ვე ქარ­თუ­ლი ენა. წლი­დან წლამ­დე მცირ­დე­ბა აფხა­ზურ ენა­ზე მო­სა­უბ­რე­თა რი­ცხვი. გალ­ში და მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში კი მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს ეკ­რძა­ლე­ბათ ქარ­თულ ენა­ზე სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ქარ­თუ­ლი და აფხა­ზუ­რი ენის დაც­ვას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ით გან­სა­ზღვრუ­ლია, გვე­ვა­ლე­ბა მეგ­რუ­ლის, სვა­ნუ­რის, ჭა­ნუ­რი­სა და ლა­ზუ­რის დაც­ვა და გა­დარ­ჩე­ნის­თვის ზრუნ­ვა. რა­მე­თუ ეს ენე­ბი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია ჩვე­ნი კულ­ტუ­რის და წარ­მო­ად­გე­ნენ უნი­კა­ლურ სიმ­დიდ­რეს. ამას შევ­ძლებთ თუკი სკო­ლა­ში არ­ჩე­ვი­თი სწავ­ლე­ბის უფ­ლე­ბას და­ვა­წე­სებთ, პირ­ველ რიგ­ში, მეგ­რუ­ლი­სა და სვა­ნუ­რი­სათ­ვის”, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ იდე­ით შარ­შა­ნაც გა­მო­ვი­და და გან­ცხა­დე­ბა სწო­რედ დე­და­ე­ნის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ა­კე­თა, თუმ­ცა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არას­წო­რი მიდ­გო­მაა. ამ თე­მა­ზე ambebi.ge ექ­სპერტ მა­მუ­კა არე­ში­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- თქვე­ნი აზ­რით რამ­დე­ნად სწო­რია პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვა და შე­ი­ცავს თუ არა ეს საფრ­თხეს მარ­თლაც?

- მი­ვიჩ­ნევ, რომ მეგ­რულ­შიც და სვა­ნურ­შიც სიღ­რმი­სე­უ­ლი სიბ­რძნეა და­ცუ­ლი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, უყუ­რა­დღე­ბო­ბის გამო ორი­ვე სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო დო­ნე­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლებ­ში სწავ­ლე­ბას, ეს სა­კა­მა­თო თე­მაა, პირ­და­პირ მეგ­რუ­ლი და სვა­ნუ­რი კი არ უნდა ის­წავ­ლე­ბო­დეს, არა­მედ ის სიბ­რძნე, რო­მე­ლიც ამ ენებ­ში დევს, თუმ­ცა, მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პირ­და­პი­რი ამო­ცა­ნა უნდა იყოს ამ ენე­ბის ის­ტო­რი­ის, გან­ვი­თა­რე­ბის და დღე­ვან­დე­ლო­ბის სიღ­რმი­სე­უ­ლი შეს­წა­ვა­ლა და ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შექ­მნა. აქვე ვი­ტყვი, რომ ამ თე­მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით უნდა მი­ვუდ­გეთ, რად­გან ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე სა­კი­თხია და ვერც იმას გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ პრე­ზი­დენ­ტის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ვინ­მე ცდი­ლობ­დეს.

- უმ­ჯო­ბე­სი ხომ არ იქ­ნე­ბო­და, რომ ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ და პრე­ზი­დენ­ტმა მე­ტად იზ­რუ­ნონ ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა­ზე?

- რა მეგ­რუ­ლი და სვა­ნუ­რი, როცა ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლის ხა­რის­ხი არა მხო­ლოდ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან, არა­მედ ქარ­თულ სკო­ლებ­შიც კა­ტას­ტრო­ფულ დო­ნე­ზეა, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ჩანს სხვა­დას­ხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი­დან, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უნდა ის­წავ­ლე­ბო­დეს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ენა ძა­ლი­ან ღრმად და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად. მათ შო­რის ქარ­თულ სკო­ლებ­ში, ახალ­გაზ­რდე­ბი ხში­რად უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში იწყე­ბენ ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლას, რად­გან სას­კო­ლო ბაზა ძა­ლი­ან და­ბა­ლი აქვთ...

ამ სა­კითხს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლიც.

"თუ ვინ­მეს აქვს სურ­ვი­ლი მეგ­რუ­ლი და სვა­ნუ­რი ენის შეს­წავ­ლის, რა თქმა უნდა, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ამას ხელს უნდა უწყობ­დეს. აქ პრობ­ლე­მა სხვა რა­მე­შია - რა დროს, რა ფორ­მით და რა მიზ­ნით ხდე­ბა ასე­თი სენ­სი­ტი­უ­რი თე­მის წა­მო­წე­ვა….დღე­ვან­დელ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში, არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რის მხრი­დან ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მოს­ვლას მხო­ლოდ უად­გი­ლო პრო­ვო­კა­ცი­ის კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს, ნებ­სით, თუ უნებ­ლი­ედ… არა შეჯ­და მწყე­რი ხესა…" - წერს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ავ­ტო­რი: ელე­ნე ბა­სი­ლა­ია

მკითხველის კომენტარები / 93 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თერჯოლელი
0

არავითარი სეპარატიზმი,სეპარატიზმი მაშინ უფრო ღვივდება,როცა ამა თუ იმ რეგიონის სალაპარაკო ენა არ გესმის და გაუცხოებული ხარ,რაც მოხდა კიდეც აფხაზეთში,მთელ ქვეყანას თუ არა ნაწილს მაინც რომ გვცოდნოდა აფხაზური იმას ვერც იზამდენ და ვერც გაბედავდენ რაც მაშინ აფხაზებმა გააკეთეს,უფრო სწორად დაუძინებელმა მტერმა რუსეთმა გააკეთა აფხაზეთის სახელით შეფუთული აფსუების ხელით.

ნუ გეშინიათ მეგრულ-ლაზურ-სვანურის შესწავლის,რომელიც უფრო მეტად შეკრავს ერს,გეშინოდეთ უცოდინარობისა და მით გამოწვეული გაუცხოების.

თერჯოლელი
0

1922 წელს სიმონ ჯანაშიამ{შემდგომში აკადემიკოსი და დიდი მეცნიერი} თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სვანურ ენაში ჩააბარა გამოცდა.

რისი გეშინიათ,მთელ ერს,რომ ეცოდინება,ყველა კუთხის ქართველური ენები გაუცხოება იმ კუთხეებში მოხვედრის შემდეგ აღარ გვექნება,სიყვარული და ურთიერთობა კი უფრო მეტი იქნება,ჩვენი სალიტერატურო ენაც გამდიდრდება,მე თუ მკითხავთ სავალდებულოც კი უნდა იყოს.

ავტორი:

"ეს ძალიან საფრთხილო საკითხია... თანაც, რა მეგრული და სვანური, როცა სკოლებში ქართული ენის სწავლის ხარისხია კატასტროფულ დონეზე..." - შეფასებები პრეზიდენტის ინიციატივაზე

"ეს ძალიან საფრთხილო  საკითხია... თანაც, რა მეგრული და სვანური, როცა სკოლებში ქართული ენის სწავლის ხარისხია კატასტროფულ დონეზე..." - შეფასებები პრეზიდენტის ინიციატივაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სკოლაში, მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, ქართული კულტურის წინააღმდეგ ომს რუსეთი დღეს აფხაზეთში აგრძელებს და ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა, რაც შესაძლებელია, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლება დაწესდება მეგრულსა და სვანურზე.

"რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალში და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება. ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. რამეთუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილი ამ იდეით შარშანაც გამოვიდა და განცხადება სწორედ დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა, თუმცა ამ ინიციატივას წელს განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არასწორი მიდგომაა. ამ თემაზე ambebi.ge ექსპერტ მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა.

- თქვენი აზრით რამდენად სწორია პრეზიდენტის ინიციატივა და შეიცავს თუ არა ეს საფრთხეს მართლაც?

- მივიჩნევ, რომ მეგრულშიც და სვანურშიც სიღრმისეული სიბრძნეა დაცული, მაგრამ, სამწუხაროდ, უყურადღებობის გამო ორივე საყოფაცხოვრებო დონეზე გამოიყენება, რაც შეეხება სკოლებში სწავლებას, ეს საკამათო თემაა, პირდაპირ მეგრული და სვანური კი არ უნდა ისწავლებოდეს, არამედ ის სიბრძნე, რომელიც ამ ენებში დევს, თუმცა, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი ამოცანა უნდა იყოს ამ ენების ისტორიის, განვითარების და დღევანდელობის სიღრმისეული შესწავალა და ამისთვის შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტების შექმნა. აქვე ვიტყვი, რომ ამ თემას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, რადგან ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანას ვინმე ცდილობდეს.

- უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, რომ ქართულმა სახელმწიფომ და პრეზიდენტმა მეტად იზრუნონ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის შესწავლაზე?

- რა მეგრული და სვანური, როცა ქართული ენის სწავლის ხარისხი არა მხოლოდ არაქართულენოვან, არამედ ქართულ სკოლებშიც კატასტროფულ დონეზეა, რაც, სამწუხაროდ, ჩანს სხვადასხვა მედია საშუალებებიდან და საჯარო გამოსვლებიდან, აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, უნდა ისწავლებოდეს ლიტერატურული ენა ძალიან ღრმად და საფუძვლიანად. მათ შორის ქართულ სკოლებში, ახალგაზრდები ხშირად უმაღლეს სასწავლებლებში იწყებენ ქართული ენის შესწავლას, რადგან სასკოლო ბაზა ძალიან დაბალი აქვთ...

ამ საკითხს "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილიც.

"თუ ვინმეს აქვს სურვილი მეგრული და სვანური ენის შესწავლის, რა თქმა უნდა, განათლების სისტემა ამას ხელს უნდა უწყობდეს. აქ პრობლემა სხვა რამეშია - რა დროს, რა ფორმით და რა მიზნით ხდება ასეთი სენსიტიური თემის წამოწევა….დღევანდელ რთულ ვითარებაში, არაუფლებამოსილი, არაკომპეტენტური პირის მხრიდან ამ ინიციატივით გამოსვლას მხოლოდ უადგილო პროვოკაციის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს, ნებსით, თუ უნებლიედ… არა შეჯდა მწყერი ხესა…" - წერს გია ხუხაშვილი.

ავტორი: ელენე ბასილაია