პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-მა "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში პროვოკაციების შესაძლო მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სუს-მა "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში პროვოკაციების შესაძლო მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ უკ­რა­ი­ნა­ში შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სუს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია 325-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით, რაც სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს.

„უწყე­ბის მიერ ინ­ფორ­მა­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეც­ნო­ბა უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებს“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სუს-ში.

ცნო­ბის­თვის, ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ. მისი თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტის დროს გარ­კვე­ულ პრო­ვო­კა­ცი­ას გეგ­მავს და სწო­რედ ამი­ტომ არ არის ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, ზოგი ამ­ბობ­და რომ გა­უწ­ბილ­დათ მო­ლო­დი­ნი და ის დესტრუქ­ცია, რო­მელ­საც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თე­სავ­დნენ, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მო­იმ­კეს, მო­სა­ვა­ლი ვერ აი­ღეს პო­ლი­ტი­კუ­რი, რა­საც აპი­რებ­დნენ, მაგ­რამ არის კი­დევ მე­ო­რე გა­რე­მო­ე­ბა, რა­ზეც სა­უ­ბა­რი იყო, არ და­გი­მა­ლავთ, მაგ­რამ და­დას­ტურ­და, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია არის, რომ გარ­კვე­უ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის და­გეგ­მვის მიზ­ნით არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი და ეს არის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იმი­სა, თუ რა­ტომ არ არი­ან ისი­ნი დე­ლე­გა­ცი­ა­ში. უფრო მეტ­საც გე­ტყვით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით საკ­მა­ოდ სარ­წმუ­ნო წყა­რო­დან მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა და უკვე გა­უ­ზი­ა­რეს ეს უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ი­ღე­ბენ შე­სა­ბა­მის ზო­მებს და ამ ვი­ზიტს ხელი არ შე­ეშ­ლე­ბა. მი­თუ­მე­ტეს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მით­ქმა-მოთ­ქმა პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის გა­მოხ­შირ­ვა სა­ინ­ფორ­მა­ციო ვე­ლი­დან არის ის ინ­ტე­რე­სი რაც ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია,"- გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ. მი­სი­ვე თქმით, დე­ლე­გა­ცი­ის­თვის მძი­მე პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბა არის ერთ- ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი წყა­რო­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. კი­თხვა­ზე, შე­უძ­ლია თუ არა თქვას, რომ დე­ლე­გა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბა რის­კის ქვეშ დგას, ვოლ­სკი აღ­ნიშ­ნავს, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, უკ­რა­ნე­ლი კო­ლე­გე­ბი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ იმის­თვის, რომ ვი­ზი­ტი ჩა­ტარ­დეს და მი­აღ­წი­ოს იმ მი­ზანს, "რაც გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს არ აწყობთ და მათ სტრა­ტე­გი­ულ გეგ­მა­ში არ ჯდე­ბა". მი­სი­ვე თქმით, ეს ის ძა­ლე­ბია, რო­მე­ლიც შე­მოკ­რე­ბი­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ირ­გვლივ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
1

ბელადის ყარაულებო ხელფასი იმან გადაგიხადოთ.მაინც სხვას არაფერს აკეთებთ.ნაციონალებზე რაღა აქვს ოცნებას სალაპარაკო?მარტო 2012 ის დაპირებების გამო ხართ ჩასარეცხები სამუდამოდ

ავთო
5

ალბათ ტრუსკავეცკში ჩაიყვანდნენ მიშასთან შესახვედრად.განა მიშა ისევ იქ არ არის? თქვენი სარწმუნო წყაროები და სუსი ხომ ამას ამტკიცებდით.

ისე,გიაჯან( ვოლსკი),გეშინია კიევში ჩასვლა,რომ ახალმიღებული კანონის მიხედვით,როგორც გრუ-ს ოფიცერს რაიმე სროკზე არ მოიწიოს წასვლა?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

სუს-მა "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში პროვოკაციების შესაძლო მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სუს-მა "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში პროვოკაციების შესაძლო მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაწყებულია 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.

„უწყების მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინელ კოლეგებს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში.

ცნობისთვის, ქართული სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ არის ჩართული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში.

"ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით სხვადასხვანაირად არის შეფასებული, ზოგი ამბობდა რომ გაუწბილდათ მოლოდინი და ის დესტრუქცია, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში თესავდნენ, ვერანაირად ვერ მოიმკეს, მოსავალი ვერ აიღეს პოლიტიკური, რასაც აპირებდნენ, მაგრამ არის კიდევ მეორე გარემოება, რაზეც საუბარი იყო, არ დაგიმალავთ, მაგრამ დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია არის, რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება. მითუმეტეს, ამასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა პოლიტიკური სპეკულაციების გამოხშირვა საინფორმაციო ველიდან არის ის ინტერესი რაც ჩვენ გაგვაჩნია,"- განაცხადა გია ვოლსკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, დელეგაციისთვის მძიმე პროვოკაციის მოწყობა არის ერთ- ერთი სერიოზული წყაროდან მიღებული ინფორმაცია. კითხვაზე, შეუძლია თუ არა თქვას, რომ დელეგაციის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას, ვოლსკი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, უკრანელი კოლეგები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ვიზიტი ჩატარდეს და მიაღწიოს იმ მიზანს, "რაც გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს არ აწყობთ და მათ სტრატეგიულ გეგმაში არ ჯდება". მისივე თქმით, ეს ის ძალებია, რომელიც შემოკრებილია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ.