ავტორი:

"მოსკოვი" შავი ზღვის ფსკერზე - რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის ჩაძირვა

"მოსკოვი" შავი ზღვის ფსკერზე - რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის ჩაძირვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ "მოსკოვის" ჩააძირვა. უსეთის სამხედრო უწყების მტკიცებით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხანძრითა და საბრძოლო მასალის დეტონაციით დაზიანებული ხომალდის კორპუსმა ვერ გაუძლო ბუქსირით დანიშნულების ადგილისკენ გადაყვანას.

შეგახსენებთ, 13 აპრილს, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერს "მოსკოვს“ უკრაინული "ნეპტუნის“ ორი რაკეტა მოხვდა. "სამხედრო ხომალდი იწვის", - წერდა უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი“ და იქვე ციტირებდა ჟურნალისტ სერჟ მარკოს მიერ "ფეისბუქში" დაწერილ პოსტს: "კრეისერ "მოსკოვს" ახლახანს მოხვდა "ნეპტუნის“ ორი რაკეტა. ის დგას, იწვის. ზღვაზე კი შტორმია. როგორც ჩანს, ტაქტიკური დატბორვაა საჭირო".

მომხდარი დაადასტურეს ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა.

მედიის ინფორმაციით, კრეისერი "მოსკოვი“ ზუსტად იგივე რუსული ხომალდია, საიდანაც უკრაინელ მესაზღვრეებს, თებერვლის ბოლოს, ზმეინის კუნძულზე, დანებებისკენ მოუწოდებდნენ. პასუხად კი - უკრაინელი მესაზღვრეებისგან ცნობილი ფრაზა: "Русский военный корабль, иди на х*й“ მიიღეს.

მათი მტკიცებით, ეკიპაჟი სრულად ევაკუირებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

კრეისერის ეკიპაჟში, სხვადასხვა მონაცემით, 500-დან 750-მდე სამხედრო ირიცხებოდა. რსული მხარე ამტკიცებდა, რომ, ეკიპაჟის სრული ევაკუაცია მოხდა. ექსპერტების თქმით, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ზღვაში გემის გამოყენება აღარ შეიძლებოდა და მის ჩაძირვას აპირებდნენ. საბოლოოდ "მოსკოვმა" მართლაც თავისი ადგილი შავი ზღვის ფსკერზე იპოვა.

  • რა არის ცნობილი "მოსკოვზე"?

სარაკეტო კრეისერი "მოსკოვი“, რომელსაც ჯერ "სლავა“ ერქვა, ექსპლუატაციაში 1983 წლიდან შევიდა, ის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს და პროექტ 1164 -"ატლანტის" მთავარ ხომალდს წარმოადგენდა. მისი სიგრძე - 186, 5, სიგანე - 20, 8 და სიმაღლე - 42, 5 მეტრია. მის შეიარაღებას წარმოადგენს რაკეტა "ვულკანის“ 16 გამშვები დანადგარი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის ჩაძირვის შემდეგ, უკრაინაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა იმ საფოსტო მარკაზე, რომელზეც გამოსახულია კრეისერი "მოსკოვი" და ცნობილი ფრაზის: "რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“-ს ავტორი, უკრაინელი მესაზღვრე, რომან გრიბოვი.

შეგახსენებთ, უკრაინის ფოსტამ ეს მარკა მიმოქცევაში უსული კრეისერის ჩაძირვამდე, 12 აპრილს გაუშვა. მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "მოსკვი“ ჩაიძირა, ამ მარკის შესაძენად უკრაინის საფოსტო განყოფილებებთან რიგები დადგა.