უკრაინის გაერთიანებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების ექვსი შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინელი დამცველები მოწინააღმდეგის განადგურებას აგრძელებენ.
„გაერთიანებული ძალების სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 6 შეტევა და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს რუს ოკუპანტებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათი ცნობით, 14 აპრილს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების 4 ტანკი, 6 ჯავშანტრანსპორტიორი, 4 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ერთი საარტილერიო სისტემა გაანადგურეს.