საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რისი რევოლუციის თავი აქვს ოპოზიციას? ყველას ვიცნობ, მაგრამ არცერთი რევოლუციონერს არა ჰგავს - ოპოზიცია განულებულია" - გუბაზ სანიკიძე
"რისი რევოლუციის თავი აქვს ოპოზიციას? ყველას ვიცნობ, მაგრამ არცერთი რევოლუციონერს არა ჰგავს - ოპოზიცია განულებულია" - გუბაზ სანიკიძე

ხომ მძი­მე დღე­შია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, მაგ­რამ უა­რეს დღე­შია ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია, ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია არის სხვა­გან, სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი - სხვა­გან. ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და.

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცია თავს იმარ­თლებს, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ას არ აპი­რე­ბენ, მაგ­რამ ისე­დაც „არ­ცერ­თი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერს არა ჰგავს“ და ოპო­ზი­ცი­ას ამ პი­რო­ბებ­ში ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბაც არ შე­უძ­ლია.

"რას იმარ­თლე­ბენ თავს, რისი რე­ვო­ლუ­ცი­ის თავი აქვს ამ ოპო­ზი­ცი­ას? რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი ასე არ კეთ­დე­ბა. ყვე­ლას ვიც­ნობ, ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რია, პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ არ­ცერ­თი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერს არა ჰგავს. კა­რი­კა­ტუ­რაა ეს ყვე­ლა­ფე­რი - ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც კა­რი­კა­ტუ­რაა და ოპო­ზი­ცი­აც. და­აკ­ვირ­დით, ხალ­ხი აღარ რე­ა­გი­რებს უკვე, აღარც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და აღარც ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბებ­ზე.

გა­მო­დი­ან „მე­ოც­ნე­ბე­ე­ბი“ და ამ­ბო­ბენ, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ უნდა რე­ვან­შიო. აბა , პო­ლი­ტი­კა რა არის? - ხან შენ უნდა მო­ი­გო, ხან მე უნდა მო­გი­გო. თურ­მე რო­გორ უნ­დათ რე­ვან­ში.

ამ პი­რო­ბებ­ში ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბის ძალა ოპო­ზი­ცი­ას არ აქვს, გა­ნუ­ლე­ბუ­ლია ოპო­ზი­ცია. ხომ მძი­მე დღე­შია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, უა­რეს დღე­შია ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქმე­დე­ბე­ბით. ოპო­ზი­ცია ვერ აფა­სებს სწო­რად ვი­თა­რე­ბას და არ აქვს სწო­რად აღე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. იბ­რძვის წვრილ­მა­ნე­ბის­თვის და მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი ისე ჩა­იშ­ხუ­ი­ლებს ხოლ­მე, ვერც და­ი­ნა­ხა­ვენ.

ხალ­ხი დიდი ხა­ნია მზად არის ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, ეს რამ­დე­ნი­მე­ჯერ და­დას­ტურ­და. 20 ივ­ნისს, მერე ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რებ­ზე, აგერ, უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­ე­ბიც. ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მაგ­რამ ისევ ვი­მე­ო­რებ, ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია არის სხვა­გან და სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არის სხვა­გან. ეს არის პრობ­ლე­მა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ გა­და­უ­წყვე­ტე­ლი პრობ­ლე­მა არ არის ეს, ძა­ლი­ან მალე ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტანს რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ას ამ სა­ხით, რო­გო­რიც არის დღეს. პერ­სო­ნებს არ ვაკ­რი­ტი­კებ, ამ სტრუქ­ტუ­რას, ამ სქე­მას, რა სქე­მი­თაც ოპო­ზი­ცია მოქ­მე­დებს, ეს არის გან­წი­რუ­ლი. გა­ნუ­ლე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ეს არის გა­მო­გო­ნი­ლი ვი­თომ ერ­თო­ბა, რამ­დენ­ჯერ გა­მო­ა­ცხა­და ოპო­ზი­ცი­ამ უპ­რე­ცე­დენ­ტო ერ­თო­ბა? პრინ­ციპ­ში მარ­თა­ლია, ასე­თი ერ­თო­ბე­ბი მე არ­სად მი­ნა­ხავს. არ­ჩევ­ნე­ბის წინ შე­იკ­რი­ბე­ბი­ან, დათ­ქვა­მენ რა­ღა­ცას, და­ი­ფი­ცე­ბენ ხატ­ზე ერის წი­ნა­შე, რომ ა სე ვი­ზამთ, ისე ვი­ზამთ, ერ­თად ვიქ­ნე­ბით და ერთ თვე­ში იშ­ლე­ბი­ან მერე. ოპო­ზი­ცი­უ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი არ­სე­ბობს, მაგ­რამ თვი­თონ ოპო­ზი­ცი­უ­რი კერ­ძი არ კეთ­დე­ბა სწო­რად. პო­ლი­ტი­კუ­რი მა­გი­და არ არის სა­ინ­ტე­რე­სო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის უცხოა და ამი­ტომ რე­ი­ტინ­გე­ბიც და­ბა­ლი აქვთ, „ნუ­ლე­ბის პა­რა­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

„ეს პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი არის ზო­გა­დად უცხო ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის, გა­და­ხა­ლი­სე­ბა­ზე მე­ტად სწო­რი კონ­სტრუქ­ცი­ის აწყო­ბაა სა­ჭი­რო. ვე­უბ­ნე­ბი რა­ცაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი და უკუღ­მა აკე­თე­ბენ იმას. უნდა გა­კეთ­დეს ოპო­ზი­ცი­უ­რი საბ­ჭო, ეროვ­ნუ­ლი ხსნის კო­მი­ტეტს და­ვარ­ქმევთ თუ რა­საც და­ვარ­ქმევ, მოძ­რა­ო­ბა უნდა შე­იქ­მნას, სა­კუ­თარ პარ­ტი­ებ­ზე უარი უნდა თქვან. ვი­მე­ო­რებ, ნუ­ლე­ბის პა­რა­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჰქვი­ათ რა­ღაც ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის, ბიბ­ლი­უ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ თა­ვი­ანთ პარ­ტი­ებს და აქვთ 0,8; 0,3; 1,2 ამ­ნა­ი­რი შე­დე­გე­ბი. პარ­ტია რა­ტომ იქ­მნე­ბა? რა­ღაც სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი უნდა იყ­ვნენ და რისი გა­მომ­ხატ­ვე­ლე­ბი არი­ან? არის ერთი დიდი პარ­ტია, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, მაგ­რამ მას სხვა პრობ­ლე­მე­ბი აქვს, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ აღარ არის გამ­ტა­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და ქარ­თველ ხალ­ხს შო­რის. მაგ­რამ მარ­ტო „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არ ჰყოფ­ნის ვი­თა­რე­ბის გა­მოც­ვლას“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვალერი
4

ყველაზე დიდი ნეხვი მსოფლიოში

პუშლა (იგივე ომში კოხტა და უშიშარი)
40

რა რევოლუცია რის რევოლუცია ეს ოპოზიცია სულ თითზე ჩამოსათვლელები ხართ, აი ჩვენ "ქოცები" კი ძალიან ბევრნი ვართ და არაფერი გამოგივათ (გთხოვთ ნუ დაბლოკავთ კომენტარს)

ავტორი:

"რისი რევოლუციის თავი აქვს ოპოზიციას? ყველას ვიცნობ, მაგრამ არცერთი რევოლუციონერს არა ჰგავს - ოპოზიცია განულებულია" - გუბაზ სანიკიძე

"რისი რევოლუციის თავი აქვს ოპოზიციას? ყველას ვიცნობ, მაგრამ არცერთი რევოლუციონერს არა ჰგავს - ოპოზიცია განულებულია" - გუბაზ სანიკიძე

ხომ მძიმე დღეშია „ქართული ოცნება“, მაგრამ უარეს დღეშია ქართული ოპოზიცია, ქართული ოპოზიცია არის სხვაგან, საქართველო და ქართველი ხალხი - სხვაგან. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ოპოზიცია თავს იმართლებს, რომ რევოლუციას არ აპირებენ, მაგრამ ისედაც „არცერთი რევოლუციონერს არა ჰგავს“ და ოპოზიციას ამ პირობებში ვადამდელი არჩევნების მოგებაც არ შეუძლია.

"რას იმართლებენ თავს, რისი რევოლუციის თავი აქვს ამ ოპოზიციას? რევოლუციები ასე არ კეთდება. ყველას ვიცნობ, ბევრი ჩემი მეგობარია, პატივს ვცემ, მაგრამ არცერთი რევოლუციონერს არა ჰგავს. კარიკატურაა ეს ყველაფერი - ხელისუფლებაც კარიკატურაა და ოპოზიციაც. დააკვირდით, ხალხი აღარ რეაგირებს უკვე, აღარც ხელისუფლების და აღარც ოპოზიციის განცხადებებზე.

გამოდიან „მეოცნებეები“ და ამბობენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა რევანშიო. აბა , პოლიტიკა რა არის? - ხან შენ უნდა მოიგო, ხან მე უნდა მოგიგო. თურმე როგორ უნდათ რევანში.

ამ პირობებში ვადამდელი არჩევნების მოგების ძალა ოპოზიციას არ აქვს, განულებულია ოპოზიცია. ხომ მძიმე დღეშია „ქართული ოცნება“, უარეს დღეშია ქართული ოპოზიცია, არაადეკვატური ქმედებებით. ოპოზიცია ვერ აფასებს სწორად ვითარებას და არ აქვს სწორად აღებული პრიორიტეტები. იბრძვის წვრილმანებისთვის და მთავარი სტრატეგიული საკითხები ისე ჩაიშხუილებს ხოლმე, ვერც დაინახავენ.

ხალხი დიდი ხანია მზად არის ცვლილებებისთვის, ეს რამდენიმეჯერ დადასტურდა. 20 ივნისს, მერე ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურებზე, აგერ, უკრაინის მხარდამჭერი აქციებიც. ვერავითარ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ საზოგადოებას, მაგრამ ისევ ვიმეორებ, ქართული ოპოზიცია არის სხვაგან და საქართველო და ქართველი ხალხი არის სხვაგან. ეს არის პრობლემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადაუწყვეტელი პრობლემა არ არის ეს, ძალიან მალე ქართველი ხალხი განაჩენს გამოუტანს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას ამ სახით, როგორიც არის დღეს. პერსონებს არ ვაკრიტიკებ, ამ სტრუქტურას, ამ სქემას, რა სქემითაც ოპოზიცია მოქმედებს, ეს არის განწირული. განულებული ვითარებაა. ეს არის გამოგონილი ვითომ ერთობა, რამდენჯერ გამოაცხადა ოპოზიციამ უპრეცედენტო ერთობა? პრინციპში მართალია, ასეთი ერთობები მე არსად მინახავს. არჩევნების წინ შეიკრიბებიან, დათქვამენ რაღაცას, დაიფიცებენ ხატზე ერის წინაშე, რომ ა სე ვიზამთ, ისე ვიზამთ, ერთად ვიქნებით და ერთ თვეში იშლებიან მერე. ოპოზიციური ინგრედიენტები არსებობს, მაგრამ თვითონ ოპოზიციური კერძი არ კეთდება სწორად. პოლიტიკური მაგიდა არ არის საინტერესო ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ქართული პოლიტიკური სპექტრი ქართველი ხალხისთვის უცხოა და ამიტომ რეიტინგებიც დაბალი აქვთ, „ნულების პარადია საქართველოში.

„ეს პოლიტიკური სპექტრი არის ზოგადად უცხო ჩვენი ხალხისთვის, გადახალისებაზე მეტად სწორი კონსტრუქციის აწყობაა საჭირო. ვეუბნები რაცაა გასაკეთებელი და უკუღმა აკეთებენ იმას. უნდა გაკეთდეს ოპოზიციური საბჭო, ეროვნული ხსნის კომიტეტს დავარქმევთ თუ რასაც დავარქმევ, მოძრაობა უნდა შეიქმნას, საკუთარ პარტიებზე უარი უნდა თქვან. ვიმეორებ, ნულების პარადია საქართველოში. ჰქვიათ რაღაც ქვეყნის გადარჩენის, ბიბლიური ტერმინოლოგიით მოიხსენიებენ თავიანთ პარტიებს და აქვთ 0,8; 0,3; 1,2 ამნაირი შედეგები. პარტია რატომ იქმნება? რაღაც სოციალური ჯგუფის ინტერესების გამომხატველი უნდა იყვნენ და რისი გამომხატველები არიან? არის ერთი დიდი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მას სხვა პრობლემები აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის გამტარი მიხეილ სააკაშვილსა და ქართველ ხალხს შორის. მაგრამ მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ არ ჰყოფნის ვითარების გამოცვლას“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.