ავტორი:

"საშინელებები დამართა ემბერს.. ღამის პერანგი შემოახია, ბართან შებოჭა.." - სკანდალური დეტალები ჯონი დეპის სასამართლო პროცესიდან, რომელზეც ჩვენებას ილონ მასკიც მისცემს

"საშინელებები დამართა ემბერს.. ღამის პერანგი შემოახია, ბართან შებოჭა.." - სკანდალური დეტალები ჯონი დეპის სასამართლო პროცესიდან, რომელზეც ჩვენებას ილონ მასკიც მისცემს

ჰოლივუდის ვარსკვლავის ჯონი დეპის და მისი ყოფილი ცოლის, ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესი ვირჯინიაში კვლავ განახლდა. ემბერი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს, დეპმა კი მას ცილისწამებისთვის უჩივლა.

სასამართლო დავა დაახლოებით, 6 კვირა გაგრძელდება. ჩვენებას მისცემენ სხვადასხვა ცნობილი ადამიანებიც. მათ შორის, ილონ მასკი, ჯეიმს ფრანკო, ელენ ბარკინი და სხვები.

ემბერ ჰერდი და ილონ მასკი ერთმანეთს მას შემდეგ ხვდებოდნენ, რაც ქალი ჯონი დეპს დაშორდა, ჯონი დეპი კი ამბობს, რომ ემბერი მას მასკთან ღალატობდა.

მასკისა და ჰერდის სასიყვარულო ურთიერთობამ მხოლოდ ექვს თვეს გასტანა.

ემბერ ჰერდის ადვოკატებმა, მოსამართლეს აღუწერეს ის ჯოჯოხეთი, რომელიც 35 წლის მსახიობმა დეპთან ქორწინებაში ყოფნისას გამოიარა: "იყო სიტყვიერი, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ეპიზოდები", - ამბობენ ისინი.

მათი მტკიცებით, ნარკოტიკებმა და ალკოჰოლმა 58 წლის მსახიობი მონსტრად აქცია.

ემბერ ჰერდის ადვოკატი, ელეინ ბრედჰოფტი სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ დეპმა ყოფილ ცოლზე სექსუალურად იძალადა. "საშინელებები დამართა ემბერს... ღამის პერანგი შემოახია, ბართან შებოჭა... მასზე ლიქიორის ბოთლით სექსუალურად იძალადა, "- თქვა ბრედჰოფტმა.

<iframe src="//content.jwplatform.com/players/9Yejl06Z-XLzx33eA.html" width="480" height="270" frameborder="0" scrolling="auto"></iframe>

წყარო: independent

მოამზადა: ანა სიბოშვილმა