სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანას არ აგარევინებთ! - ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის გზიდან გადახვევას" -  გია გაჩეჩილაძე
"ქვეყანას არ აგარევინებთ! - ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის გზიდან გადახვევას" -  გია გაჩეჩილაძე

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "აი ია“-ს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ (უც­ნო­ბი) ახა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კამ­პა­ნი­ის - "არ აგა­რე­ვი­ნებთ!“ და­წყე­ბა და­ა­ა­ნონ­სა.

გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, "ეს იქ­ნე­ბა ინი­ცი­ა­ტი­ვა მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის, ომი­სა და ომის გამ­ჩა­ღებ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“, რად­გან მშვი­დო­ბის­თვის ბრძო­ლა დღეს არის ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის უპირ­ვე­ლე­სი პი­რო­ბა.

მი­სი­ვე თქმით, მას შემ­დეგ, რაც ქვეყ­ნის შიგ­ნი­დან თუ გა­რე­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნა და "ჩვე­ნი ქვეყ­ნის ომის პო­ლი­გო­ნად გა­დაქ­ცე­ვა“ ვერ მო­ხერ­ხდა, აშ­კა­რაა, რომ იწყე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რე­ბის ამუ­შა­ვე­ბა, რა­ზეც ბა­კუ­რი­ან­ში ოპო­ზი­ცი­ის შეკ­რე­ბაც მე­ტყვე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი იყო ამე­რი­კე­ლი პი­ტერ აკერ­მა­ნი, რო­მე­ლიც და­ოს­ტა­ტე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. ბა­კუ­რი­ან­ში შედ­გა შეხ­ვედ­რა და ამ პი­როვ­ნე­ბამ ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ა­ტა­რა, რო­გორც ქარ­თულ ოპო­ზი­ცი­ას­თან, ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. ეს არის შეთ­ქმუ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ - გა­ნი­ხი­ლე­ბო­და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­და­აგ­დო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ამი­ტომ, ტყუ­ი­ლად ნუ ექ­ნე­ბათ იმე­დი, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მსგავსს მო­ა­წყო­ბენ. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძემ თა­ვად თქვა, რომ გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ცი­ლე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი ჩა­მო­შო­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი არის არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­დე­ბა 2024 წელს და ამას გა­ნი­ხი­ლა­ვენ იმ კაც­თან ერ­თად, რო­მე­ლიც გა­დატ­რი­ა­ლე­ბებ­ში არის გან­თქმუ­ლი? რა­საც იქ ლა­პა­რა­კობ­დნენ და აკე­თებ­დნენ ჩემ­თვის არის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

გვინ­და ყვე­ლას გა­სა­გო­ნად ვთქვათ, რომ ქვე­ყა­ნას არ აგა­რე­ვი­ნებთ! ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ და­უშ­ვებს ქვეყ­ნის მშვი­დო­ბის და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გზი­დან გა­დახ­ვე­ვას. ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ცხა­დია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ასე­ვე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა ადეკ­ვა­ტუ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხი გას­ცეს ყვე­ლას, ვინც ყვე­ლა­ნა­ი­რი და­წე­რი­ლი თუ და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით ცდი­ლობს ქვეყ­ნის არე­ვას. მო­ვუ­წო­დებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ფხიზ­ლი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თვის ქვეყ­ნის არე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ, მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის და­სა­ცა­ვად, რათა ქვეყ­ნის შიდა თუ გარე დესტრუქ­ცი­ულ ძა­ლებს არ მივ­ცეთ სა­ქარ­თვე­ლოს ომის პო­ლი­გო­ნად გა­დაქ­ცე­ვი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რე­ბით ქვეყ­ნის არე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ, რო­მელ­მაც ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათი მოძ­რა­ო­ბა აქ­ცი­ებ­საც გა­მარ­თავს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
naTia
0

რა დაგემართათ ქართელებო, სკამის გულისთვის ლანძღავთ და ხოცავთ ერთმანეთს. მაინც ვინ იკლავს თავს სკამისთვის, ვის აქვს ახლა ფული, ევროპაში რომ ყიდულობენ საქონელს და აქ ჩამოაქვთ, და ოთხმაგად და ხუთმაგად რომ ყიდიან?, თუ მხედრიონის დროს რომ წაგლიჯეთ ქვეყანას და ახლა ფხაკურობთ, ვითომ შრომით გაქვთ ნაშოვნი.? ან რად გინდათ ეს ნეხვივით დაგროვებული ქონება, იცით რა მალე დაიხოცებით,თქვენც ახლა კიდევ საუკუნე არ იცოცხლოთ, დაუყვავეთ რა ერთმანეთს და იმხიარულეთ. რისთვის იკლავთ თავს და რა ელოდებათ, ეეეთ!!!

ამირანი
0

ეს მჭლე და ვისაც ამისი სჯერა .ფუი ვაჭარი სულით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ქვეყანას არ აგარევინებთ! - ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის გზიდან გადახვევას" -  გია გაჩეჩილაძე

"ქვეყანას არ აგარევინებთ! - ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის გზიდან გადახვევას" -  გია გაჩეჩილაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა "აი ია“-ს დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ახალი საზოგადოებრივი კამპანიის - "არ აგარევინებთ!“ დაწყება დააანონსა.

გაჩეჩილაძის განმარტებით, "ეს იქნება ინიციატივა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ომისა და ომის გამჩაღებლების წინააღმდეგ“, რადგან მშვიდობისთვის ბრძოლა დღეს არის ქვეყნის განვითარების უპირველესი პირობა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და "ჩვენი ქვეყნის ომის პოლიგონად გადაქცევა“ ვერ მოხერხდა, აშკარაა, რომ იწყება რევოლუციური სცენარების ამუშავება, რაზეც ბაკურიანში ოპოზიციის შეკრებაც მეტყველებს.

"საქართველოში ჩამოსული იყო ამერიკელი პიტერ აკერმანი, რომელიც დაოსტატებულია სახელმწიფო გადატრიალებების ორგანიზებაში. ბაკურიანში შედგა შეხვედრა და ამ პიროვნებამ ტრენინგები ჩაატარა, როგორც ქართულ ოპოზიციასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს არის შეთქმულება სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ - განიხილებოდა როგორ შეიძლება გადააგდო ხელისუფლება. ამიტომ, ტყუილად ნუ ექნებათ იმედი, რომ ამ ქვეყანაში გადატრიალების მსგავსს მოაწყობენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ თავად თქვა, რომ განიხილავდნენ, როგორ შეიძლებოდა არაძალადობრივი გზით ხელისუფლების მოცილება. ხელისუფლების ერთადერთი ჩამოშორების მექანიზმი არის არჩევნები, რომელიც ჩატარდება 2024 წელს და ამას განიხილავენ იმ კაცთან ერთად, რომელიც გადატრიალებებში არის განთქმული? რასაც იქ ლაპარაკობდნენ და აკეთებდნენ ჩემთვის არის მტკიცებულება.

გვინდა ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ქვეყანას არ აგარევინებთ! ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის გზიდან გადახვევას. ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა ცხადია ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ასევე, ხელისუფლების მოვალეობაა ადეკვატური სამართლებრივი პასუხი გასცეს ყველას, ვინც ყველანაირი დაწერილი თუ დაუწერელი კანონის დარღვევით ცდილობს ქვეყნის არევას. მოვუწოდებთ საზოგადოებას სიფხიზლისა და გაერთიანებისთვის ქვეყნის არევის წინააღმდეგ, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რათა ქვეყნის შიდა თუ გარე დესტრუქციულ ძალებს არ მივცეთ საქართველოს ომის პოლიგონად გადაქცევისა და რევოლუციური სცენარებით ქვეყნის არევის საშუალება“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ, რომელმაც ასევე დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი მოძრაობა აქციებსაც გამართავს.