მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი აგრესორების ქართველი რისხვა - 14 წლის ასაკში ბრძოლა აფხაზეთში და 3-თვიანი ტყვეობა: "ერთხელაც გავიგეთ, რომ მამუკაც გაიპარა, დედამ მამას მიაწვდინა ხმა, რომ ისიც აფხაზეთში იყო"
რუსი აგრესორების ქართველი რისხვა - 14 წლის ასაკში ბრძოლა აფხაზეთში და 3-თვიანი ტყვეობა: "ერთხელაც გავიგეთ, რომ მამუკაც გაიპარა, დედამ მამას მიაწვდინა ხმა, რომ ისიც აფხაზეთში იყო"

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მე­თა­უ­რის მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, რუ­სეთ­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. მას ბრა­ლად ედე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბის შექ­მნა, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბის გა­და­ბი­რე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი. "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შექ­მნა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბა, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა და მას­თან ერ­თად არის სა­ქარ­თვე­ლოს 24 მო­ქა­ლა­ქე. ამ დრომ­დე ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ლუ­განსკის და დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა, ასე­ვე რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“, - ნათ­ქვა­მია ბრალ­დე­ბა­ში.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი თა­ვის ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­მო­ვი­და მო­წო­დე­ბით რუსი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ უკ­რა­ი­ნის ომში.

ambebi.ge უკ­რა­ი­ნა­ში მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც მის მი­მართ აღ­ძრულ სს საქ­მეს რუ­სე­თის შუ­რის­ძი­ე­ბად და პრო­ვო­კა­ცი­ად მი­იჩ­ნევს:

"კარ­გად ვართ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. სა­ი­მე­დოს იმას გე­ტყვით, რომ უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯვებს. ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან, იმას­თან, რომ გვა­რი­ა­ნი ზი­ა­ნი მი­ვა­ყე­ნეთ რუ­სეთს, მით უმე­ტეს, მათ ბოლო დროს ინ­ტენ­სი­უ­რად შე­იგ­რძნეს "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ ძალა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცდი­ლო­ბენ ჩვენ­ზე შური იძი­ონ. 8 წე­ლია რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ვო­მობ და ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ საქ­მე­ებს აღ­ძრა­ვენ, ჩემ­თვის, სი­მარ­თლე გი­თხრათ, არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. ასე რომ, თა­ვი­ანთ დად­გმულ სცე­ნებ­ზე საქ­მე­ე­ბის აღ­ძვრა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რუ­სუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­აა. რუ­სუ­ლი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია, რომ თით­ქოს ჩვენ გან­ვაგ­რძობთ რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის წა­მე­ბას. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თვი­თონ ვი­ყა­ვი ტყვე­ო­ბა­ში და ვიცი, ეს რა არის... ვნა­ხე, რო­გორ კლა­ვენ ხელ­შეკ­რულ ქა­ლებ­სა და ბავ­შვებს. მე­ო­რე - ის ვი­დეო, რაც გავ­რცელ­და, "ქარ­თულ ლე­გი­ონ­თან“ არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის, მით უმე­ტეს, იმ ვი­დე­ო­ში უკ­რა­ი­ნუ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ, თუ - რუ­სუ­ლად, არ ვიცი. სა­ი­დან და­ას­კვნეს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, ეგეც არ ვიცი. მაგ­რამ რად­გან საქ­მე აღ­ძრეს, ე.ი საკ­მა­რი­სი ზი­ა­ნი მი­ვა­ყე­ნეთ და ცდი­ლო­ბენ, რა­ღაც მო­ი­მოქ­მე­დონ. იმ ვი­დე­ოს ში­ნა­არსთან და­კავ­ში­რე­ბით სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით, არ ვიცი, სად მოხ­და, ან მოხ­და თუ არა ეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­ბის მიერ იყოს დად­გმუ­ლი“. (იხი­ლეთ სტა­ტია)

ქარ­თველ მებ­რძოლს მა­რი­უ­პოლ­ში მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლებ­ზე და რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის შან­სებ­ზეც ვკი­თხეთ:

"ახლა საკ­მა­ოდ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა მა­რი­უ­პოლ­ში, ალ­ყა­შია ქა­ლა­ქი მოქ­ცე­უ­ლი და მგო­ნია, სულ მალე ალყა გა­ირ­ღვე­ვა. რუ­სეთს ახლა უნდა რა­ღა­ცა­ში მა­ინც მო­ი­პო­ვოს უპი­რა­ტე­სო­ბა, ერთი ქა­ლა­ქი მა­ინც აი­ღოს და პროგ­რა­მა მი­ნი­მუ­მი შე­ას­რუ­ლოს, იტ­რა­ბა­ხოს, აი, რა­ღა­ცა წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ე­თო. მთლი­ა­ნო­ბა­ში, რუ­სუ­ლი კამ­პა­ნია ძა­ლი­ან ცუ­დად დამ­თავ­რდა. ჯერ ერთი იმი­ტომ, რომ მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი იყ­ვნენ ომის­თვის, მე­ო­რე - არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ ფრონ­ტის ხაზ­ზე და გან­წყო­ბა­ზე უკ­რა­ი­ნა­ში, ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ რუ­სე­თის მთავ­რო­ბა ნა­ნობს იმას, რაც წა­მო­ი­წყო. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მას სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვს. უბ­რა­ლოდ, მო­უ­წევთ, რა­ღაც მა­ინც გა­ა­კე­თონ. მთე­ლი ძა­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­აც რომ მო­უ­წი­ოთ, უნ­დათ რა­ღაც პო­ზი­ტი­ურს, თა­ვი­სი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რუ­სებს არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ, უკ­რა­ი­ნულ ჯარ­ში გან­წყო­ბა ისე­თია, რომ არც ერთ კვად­რა­ტულ მეტრს არ დათ­მო­ბენ. მა­რი­უ­პო­ლის ახ­ლო­მახ­ლოს ჩვე­ნი ჯგუ­ფე­ბიც მუ­შა­ო­ბენ და იქე­დან ვიცი მათი გან­წყო­ბა.

შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლია, მაგ­რამ რუ­სე­თი ახლა იკ­რებს ძა­ლას, რომ იე­რი­ში მი­ი­ტა­ნოს კი­ევ­ზე - პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრზე. მგო­ნია, რომ უფრო მა­ნევ­რი­რე­ბა და რუ­სე­თის ჯა­რის გა­დაჯ­გუ­ფე­ბა ხდე­ბა. რუ­სე­თი კი­ევ­ზე თუ კი­დევ ერთხელ მი­ი­ტანს იე­რიშს, ეს მის­თვის უდი­დეს მსხვერ­პლთან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თა­ვი­სი ჯა­რის უდი­დეს ნა­წილს და­კარ­გავს.

ლე­გი­ონს 32 სხვა­დას­ხვა ნა­ცი­ო­ნა­ლო­ბის ადა­მი­ა­ნი შე­უ­ერ­თდა. ჩვენ არა ნა­ცი­ო­ნა­ლო­ბას, არა­მედ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას. ლე­გი­ონ­ში 8 წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს რეკ­რუ­ტი­რე­ბა და რამ­დე­ნა­დაც პა­რა­დოქ­სუ­ლი უნდა იყოს, და­სავ­ლეთ­ში უკეთ გვიც­ნო­ბენ, ვიდ­რე - სა­ქარ­თვე­ლო­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პუ­ტი­ნი ვერც ამ და ვერც მო­მა­ვა­ლი წლის 9 მა­ისს ვე­რა­ფერს მი­აღ­წევს (იქამ­დეც რომ გაგ­რძელ­დეს ომი). სამ­წუ­ხა­როდ, დიდი მსხვერ­პლია მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში - რუ­სუ­ლი ჯარი, რო­გორც ყო­ველ­თვის, უპი­რის­პირ­დე­ბა მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას და არა სამ­ხედ­რო­ებს".

  • მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის პორ­ტრე­ტი

ვი­ნა­ი­დან მა­მუ­კამ ჩვენ­თან ხან­გრძლი­ვი სა­უბ­რის­თვის, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, ვერ მო­ი­ცა­ლა, მის ბავ­შვო­ბა­სა და ომამ­დელ ცხოვ­რე­ბა­ზე მისი და ნონა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

  • ბავ­შვო­ბა
მა­მუ­კა

- მა­მუ­კა ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვი და დე­დის ფა­ვო­რი­ტი იყო, მას მე­ტად ეფე­რე­ბოდ­ნენ, ჩემ­ზე პა­ტა­რაა და ანე­ბივ­რებ­დნენ. მა­მუ­კა­ზე ერთი წლით უფ­რო­სი ვარ, მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერ­თად შე­ვე­დით. სა­დაც კი დავ­დი­ო­დი, ყვე­ლა ენის კურ­სზე თან დამ­ყავ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე ენა ეს­წავ­ლა - ინ­გლი­სუ­რი, ფრან­გუ­ლი, იტა­ლი­უ­რი, ეს­პა­ნუ­რი და რუ­სუ­ლი. მარ­ტი­ვად ით­ვი­სებ­და ენებს, მაგ­რამ რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი კაცი, ზარ­მა­ცია. რა თქმა უნდა, ის­წავ­ლა უკ­რა­ი­ნუ­ლიც.

ნონა და მა­მუ­კა

შავი ზღვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რეთ ორი­ვემ, პირ­ვე­ლი ნა­კა­დი ვი­ყა­ვით, ჩვე­ნი კურ­სი­დან და­ი­წყო ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ერ­თა­დერ­თი ფა­კულ­ტე­ტი იყო - ეკო­ნო­მი­კა და ბიზ­ნე­სად­მი­ნის­ტრი­რე­ბა და ინ­გლი­სუ­რად ვსწავ­ლობ­დით. ეს დიდი პრი­ვი­ლე­გია იყო 90-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობ­და სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც უცხო ენა­ზე სწავ­ლა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. მერე წა­ვე­დი საფ­რან­გეთ­ში და ცოტა ხან­ში, მა­მუ­კა­მაც ჩა­ა­ბა­რა პა­რი­ზის სტრა­ტე­გი­ულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტში.

  • მა­ნამ­დე იყო ომი...

- მა­მუ­კა მა­ინც სამ­ხედ­რო გზით წა­ვი­და. მას ბავ­შვო­ბი­დან იმის­თა­ნა ტრავ­მა აქვს მი­ღე­ბუ­ლი... მა­მუ­კა მა­მას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო და ცდი­ლობ­და, სამ­ხედ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა მი­ე­ღო. რო­დე­საც აფხა­ზეთ­ში ომი და­ი­წყო, მა­მას თა­ვის რაზ­მი ჰყავ­და, რო­მე­ლიც წვრთნებს გა­დი­ო­და თბი­ლი­სის მახ­ლობ­ლად და შვი­ლიც თან დაჰ­ყავ­და. მა­მუ­კა მა­შინ 14 წლის იყო, თუმ­ცა დიდი ტა­ნის და მთე­ლი წვრთნა ბი­ჭებ­თან ერ­თად გა­ი­ა­რა. რო­დე­საც მამა აფხა­ზეთ­ში საბ­რძოლ­ვე­ლად წა­ვი­და, იქ ბრძო­ლე­ბის დროს, რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხის წევ­რი დაგ­ვე­ღუ­პა, რაც მა­მუ­კამ მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­ი­ტა­ნა. მამა სულ იქ იყო, მაგ­რამ დრო­დად­რო ბრუნ­დე­ბო­და. ერთ-ერთი წას­ვლის დროს გა­ვი­გეთ, რომ მა­მუ­კაც გა­ი­პა­რა სახ­ლი­დან. ეს რომ შე­ვი­ტყვეთ, დე­დამ მა­მას მი­აწ­ვდი­ნა ხმა, რომ მა­მუ­კა აფხა­ზეთ­ში იყო, მა­მამ იპო­ვა შვი­ლი და თა­ვის რაზმში გად­მო­იყ­ვა­ნა. სო­ხუ­მის და­ცე­მის დროს, მა­მას რაზმს სო­ხუ­მ­ჰე­სის დაც­ვა და­ე­ვა­ლა. ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლემ მათი ბა­ტა­ლი­ო­ნის შე­სა­ხებ რუ­სებს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია და ჰეს­ზე დიდი შე­ტე­ვა მოხ­და. შე­ტა­კე­ბის დროს მა­მუ­კას ეს­რო­ლეს და ტყვი­ამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მის ქუდ­ში გა­ი­ა­რა. ჰე­სის დი­რექ­ტორს 3 პა­ტა­რა ბავ­შვი ჰყავ­და, გა­ა­პა­რეს, მაგ­რამ აფხა­ზურ­მა მხა­რემ ისი­ნი შე­ი­პყრო, ბავ­შვე­ბი და­ი­ტო­ვეს, ქალი გა­მო­აგ­ზავ­ნეს და მა­მას შე­მო­უთ­ვა­ლეს, თუ არ დაგ­ვნებ­დე­ბით, მთელ ოჯახს დავ­ხვრეტ­თო. მა­მას მო­უ­წია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა - ია­რა­ღი და­ე­ყა­რათ და ბავ­შვე­ბი გა­და­ერ­ჩი­ნათ. შემ­დეგ ისი­ნი ტყვედ აიყ­ვა­ნეს და გუ­და­უ­თის ბა­ნაკ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მე და დე­დამ ამის შე­სა­ხებ შემ­თხვე­ვით, ტე­ლე­ვი­ზო­რით გა­ვი­გეთ - ერთ-ერთ რუ­სულ არხზე იჯდა მამა-შვი­ლი და­კი­თხვა­ზე... იმ დღეს გუ­და­უ­თის ბა­ნაკ­ში "წი­თე­ლი ჯვა­რი“ მი­სუ­ლა, მათ და­ა­ფიქ­სი­რეს, რომ ისი­ნი იქ იყ­ვნენ და ამი­ტომ გა­და­ურჩნენ დახ­ვრე­ტას, თო­რემ იქე­დან ცო­ცხა­ლი ვერც ერთი გა­მო­ვი­დო­და. მა­მუ­კას 3 თვე მო­უ­წია ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნამ, მა­მას - 6 თვე.

14 წლის მა­მუ­კა, მა­მას­თან ერ­თად, რუსი ოკუ­პან­ტე­ბის ტყვე­ო­ბა­ში, 1993 წელი

მა­მას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, - გა­გიყ­ვან­თო, მაგ­რამ მა­ნამ არ გა­მო­ვი­და, ვიდ­რე ბოლო ჯა­რის­კა­ცი არ გა­მო­იყ­ვა­ნა იქე­დან და ყვე­ლას გაც­ვლა არ მოხ­და. რა თქმა უნდა, ამან ორი­ვეს დიდი ტრავ­მა და­აჩ­ნია, ომის ტრავ­მე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, არ გა­დის. დაბ­რუნ­და მა­მუ­კა, მერე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი გა­ი­ა­რა. ბავ­შვი იყო და მა­ინც ვერ აღ­ვიქ­ვით ტრავ­მა ასე­თი ღრმა თუ იქ­ნე­ბო­და. მერე, ბი­ჭე­ბი გვიყ­ვე­ბოდ­ნენ, რომ ის და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭე­ბი სულ მა­მუ­კას, 14 წლის ბიჭს და­ა­საფ­ლა­ვე­ბი­ნეს. ბა­ნაკ­ში წა­მე­ბა­ზე არა­ვინ არა­ფერს გვიყ­ვე­ბა, მაგ­რამ პე­რი­ო­დუ­ლად რა­ღა­ცე­ებს ვი­გებ­დით ხოლ­მე. ორი­ვე ძლი­ე­რი იყო და მა­ინც გა­და­ლა­ხეს ეს მძი­მე პე­რი­ო­დი, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დით, მაგ­რამ ეს ტრავ­მა რჩე­ბა ადა­მი­ან­ში. მა­მუ­კა 14 წლის იყო, როცა ვახ­ტანგ გორ­გას­ლის მე-3 ხა­რის­ხის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვეს. ის ერ­თა­დერ­თია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვი­საც ამ ასაკ­ში აქვს ჯილ­დო მი­ღე­ბუ­ლი. ჩემი ძმა ახლა უკვე კა­პი­ტა­ნია.

მა­მუ­კა უკვე 43 წლი­საა და ვერ და­უბ­რუნ­და მშვიდ ცხოვ­რე­ბას, ყო­ველ­თვის იქ არის, სა­დაც რუ­სე­თი და მისი აგ­რე­სი­აა, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ყვე­ლა კონ­ფლიქ­ტში, სა­დაც რუ­სე­თის ხელი ერია.

  • ბრძო­ლა უკ­რა­ი­ნის­თვის და... სა­ქარ­თვე­ლოს­თვის

მა­მუ­კა იყო შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ჰქონ­და შე­ჯიბ­რე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, ერთ-ერთი ზუს­ტად მა­შინ ჰქონ­დათ უკ­რა­ი­ნა­ში, როცა მა­იდ­ნის ამ­ბე­ბი იწყე­ბო­და. როცა ად­გილ­ზე ნახა, რო­გორ იძა­ბე­ბო­და მდგო­მა­რე­ო­ბა, მან და მის­მა მე­გობ­რებ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ და გვერ­დში ამოდ­გო­მოდ­ნენ უკ­რა­ი­ნელ მე­გობ­რებს. მა­მუ­კა ბავ­შვო­ბი­დან და­დი­ო­და სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აირ­ჩია და გა­და­ერ­თო, მა­ნამ­დე იყო კრი­ვი, მკლავ­ჭი­დი და ჭი­და­ო­ბა. მას ბევ­რი ჯილ­დოც აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

მერე რამ­დე­ნი­მე ბიჭ­მა შექ­მნა ლე­გი­ო­ნი, გა­და­წყვი­ტეს დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ და დახ­მა­რე­ბოდ­ნენ უკ­რა­ი­ნას, ვი­ნა­ი­დან ის საკ­მა­ოდ რთულ ბრძო­ლას გა­დი­ო­და. ერთ-ერთი ბიჭი, რო­მელ­მაც ლე­გი­ო­ნის ლოგო შექ­მნა, ალე­კო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი 2014 წელს, პირ­ვე­ლი­ვე ბრძო­ლებ­ში და­ი­ღუ­პა. ლე­გი­ონ­ში ყო­ველ დღეს იც­ვლე­ბა ციფ­რი, კონ­კრე­ტუ­ლად რამ­დე­ნი ქარ­თვე­ლია, არ ვიცი, მაგ­რამ მას ბევ­რი ამე­რი­კე­ლი, ინ­გლი­სე­ლი, ფრან­გი, ალ­ბა­ნე­ლი, ავ­სტრა­ლი­ე­ლი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და სხვა ეროვ­ნე­ბის მებ­რძო­ლი შე­უ­ერ­თდა. მა­მუ­კას საბ­რძო­ლო ჯილ­დო­ე­ბი­დან 20 მარ­ტო მე მაქვს სახ­ლში, და­ნარ­ჩე­ნი, რაც იქ აქვს, ეგ უკვე აღარ ვიცი. მას უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბაც აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი.

ჩვენ­თვის ომი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­ბი ახლა ბომ­ბებს არ გვი­შე­ნენ, ეს ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ოკუ­პან­ტე­ბი აქ რომ არ ჩა­მო­ვიდ­ნენ და იგი­ვე არ გა­ა­კე­თონ, რაც 2008 წელს, ბი­ჭე­ბი ამის­თვის არი­ან იქ და აკა­ვე­ბენ რუ­სებს, რუ­სე­თი იქ უნდა დამ­თავ­რდეს!

  • ოჯა­ხი
მა­მას­თან ერ­თად

მა­მუ­კას უმ­ძი­მე­სი ხა­სი­ა­თი აქვს, 3 წლამ­დე ვე­რე­ო­დი, მას მერე აღარ მიც­დია (იცი­ნის). ორი­ვეს გვა­ხა­სი­ა­თებს სი­ჯი­უ­ტე, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვი­ჭირს ერთ სივ­რცე­ში დიდ­ხანს ყოფნა.

და-ძმა

მა­მუ­კა უნდა თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნოს, მე - ჩემი, ამი­ტომ ვცდი­ლობთ ხოლ­მე მხო­ლოდ ისეთ თე­მებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ, რა­ზეც არ ვი­ჩხუ­ბებთ. ზო­გა­დად, ჩემი ძმა ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია, თბი­ლი, ოჯა­ხი უყ­ვარს ძა­ლი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო­თი დე­დას მი­მართ გა­მო­ირ­ჩე­ვა. იმ­დე­ნად გა­და­ფოფ­რი­ლია ჩვენ­ზე, ყო­ველ წუ­თას აინ­ტე­რე­სებს რო­გორ ვართ, გვა­ტყო­ბი­ნებს, რომ თვი­თო­ნაც კარ­გა­დაა და არ უნდა ვი­ნერ­ვი­უ­ლოთ. დედა 30 წე­ლია ნერ­ვი­უ­ლობს, ვერ შე­ეჩ­ვე­ვი შვი­ლის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ყოფ­ნას, წყნა­რად ვერ იქ­ნე­ბი, მაგ­რამ არ იმ­ჩნევს, რომ გა­ნიც­დის, ჩვენც რომ არ ვი­ნერ­ვი­უ­ლოთ. ომამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ჩა­ვე­დი უკ­რა­ი­ნა­ში მა­მუ­კას­თან. თვი­თონ უკ­რა­ი­ნე­ლებს არ სჯე­რო­დათ, ბოლო წუ­თამ­დე ამ­ბობ­დნენ, ომი არ და­ი­წყე­ბაო, მაგ­რამ როცა ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვარ­ზე და უფრო ქვე­მოთ ჩა­ვე­დით, ვნა­ხეთ, რომ საკ­რე­მა­ციო მან­ქა­ნე­ბი ჰყავ­დათ მოყ­ვა­ნი­ლი, იყო სის­ხლის ბან­კე­ბი... ყვე­ლა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო იმი­სა, რომ ომი იწყე­ბო­და.

და-ძმა მა­მუ­ლაშ­ვი­ლე­ბი

  • "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი"

მა­მუ­კა და მისი ბი­ჭე­ბი 8 წე­ლია იქ არი­ან და აკე­თე­ბენ იმას, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლია, არ სჭირ­დე­ბათ კა­მე­რებ­თან პო­ზი­ო­რო­ბა.

"ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ უკ­რა­ი­ნა­ში 2014 წლი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლია - როცა გა­იც­ნეს, მა­შინ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი გახ­დნენ, უამ­რა­ვი სიმ­ღე­რა მი­უ­ძღვნეს, საკ­მა­ოდ ცნო­ბილ­მა კომ­პო­ზი­ტო­რებ­მა და­წე­რეს ლე­გი­ონ­ზე სიმ­ღე­რე­ბი, 2 სამ­ხედ­რო მუ­ზე­უმ­ში ლე­გი­ონს თა­ვი­სი კუ­თხე აქვს (მე­სა­მეს ომამ­დე ხსნიდ­ნენ) და ყვე­ლა ის ბრძო­ლა, რო­მე­ლიც ლე­გი­ონ­მა მო­ი­გო, დღეს უკვე ვი­კი­პე­დი­ა­შიც და­ი­დო - "კი­ე­ვის ბრძო­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნამ მო­ი­გო, იყ­ვნენ: რუ­სე­თის მხრი­დან პუ­ტი­ნი და კა­დი­რო­ვი, უკ­რა­ი­ნის მხრი­დან: ზე­ლენ­სკი, დე­ნის შმი­გა­ლი, კლი­ჩკო და მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“. ის­ტო­რი­აც და­ი­წე­რა და დღეს "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი" უკ­რა­ი­ნის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც მისი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 78 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაქარაშვილი(მარქარიანი)
3

მესაჯდომე მამუკა მამულაშვილი...

მახო
14

მიდის მესამე მსოფლიო ომი იბრძვის ძველი მსოფლიოს ორი მონსტრი რუსეთი და დასავლეთი,ორივე მხარისათვის ეს იქნება(თუ არ გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს)დიდი განწმენდის დასაწყისი.შეცვლილ მსოფლიოში ჩვენი ადგილის მოძებნა და ამ ჯახში არმონაწილეობა არის ყველაზე დიდი ამოცანა ჩვენისთანა პატარა ქვეყნისათვის,ამიტომ დიდი ბიძიების ომში მონაწილეობა არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი.ნუ ენდობით ნაცებს ისინი არიან ძველი ძირმომპალი იდეოლოგიის წარმომადგენლები.

ავტორი:

რუსი აგრესორების ქართველი რისხვა - 14 წლის ასაკში ბრძოლა აფხაზეთში და 3-თვიანი ტყვეობა: "ერთხელაც გავიგეთ, რომ მამუკაც გაიპარა, დედამ მამას მიაწვდინა ხმა, რომ ისიც აფხაზეთში იყო"

რუსი აგრესორების ქართველი რისხვა - 14 წლის ასაკში ბრძოლა აფხაზეთში და 3-თვიანი ტყვეობა: "ერთხელაც გავიგეთ, რომ მამუკაც გაიპარა, დედამ მამას მიაწვდინა ხმა, რომ ისიც აფხაზეთში იყო"

უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაურის მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ, რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ბრალად ედება შეიარაღებული ფორმირების შექმნა, დაქირავებულების გადაბირება, შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა და სხვა დანაშაულებები. "საქართველოს მოქალაქე მამუკა მამულაშვილმა უკრაინის ტერიტორიაზე შექმნა შეიარაღებული ფორმირება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა და მასთან ერთად არის საქართველოს 24 მოქალაქე. ამ დრომდე ისინი მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის ტერიტორიაზე ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენელთა, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ“, - ნათქვამია ბრალდებაში.

საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, რომ მამულაშვილი თავის ბოლო ინტერვიუში გამოვიდა მოწოდებით რუსი სამხედრო მოსამსახურეების განადგურების შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის ომში.

ambebi.ge უკრაინაში მამუკა მამულაშვილს დაუკავშირდა, რომელიც მის მიმართ აღძრულ სს საქმეს რუსეთის შურისძიებად და პროვოკაციად მიიჩნევს:

"კარგად ვართ, ყველაფერი კარგად არის. საიმედოს იმას გეტყვით, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დაკავშირებულია ჩვენს საქმიანობასთან, იმასთან, რომ გვარიანი ზიანი მივაყენეთ რუსეთს, მით უმეტეს, მათ ბოლო დროს ინტენსიურად შეიგრძნეს "ქართული ლეგიონის“ ძალა. აქედან გამომდინარე, ცდილობენ ჩვენზე შური იძიონ. 8 წელია რუსეთის წინააღმდეგ ვომობ და ლაპარაკი იმაზე, რომ საქმეებს აღძრავენ, ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ასე რომ, თავიანთ დადგმულ სცენებზე საქმეების აღძვრა ჩვეულებრივი რუსული პროვოკაციაა. რუსული ფანტაზიის ნაყოფია, რომ თითქოს ჩვენ განვაგრძობთ რუსი ჯარისკაცების წამებას. სამი თვის განმავლობაში თვითონ ვიყავი ტყვეობაში და ვიცი, ეს რა არის... ვნახე, როგორ კლავენ ხელშეკრულ ქალებსა და ბავშვებს. მეორე - ის ვიდეო, რაც გავრცელდა, "ქართულ ლეგიონთან“ არანაირ კავშირში არ არის, მით უმეტეს, იმ ვიდეოში უკრაინულად ლაპარაკობენ, თუ - რუსულად, არ ვიცი. საიდან დაასკვნეს, რომ ქართველები არიან, ეგეც არ ვიცი. მაგრამ რადგან საქმე აღძრეს, ე.ი საკმარისი ზიანი მივაყენეთ და ცდილობენ, რაღაც მოიმოქმედონ. იმ ვიდეოს შინაარსთან დაკავშირებით სხვას ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, სად მოხდა, ან მოხდა თუ არა ეს. სავარაუდოდ, შეიძლება რუსების მიერ იყოს დადგმული“. (იხილეთ სტატია)

ქართველ მებრძოლს მარიუპოლში მიმდინარე ბრძოლებზე და რუსეთ-უკრაინის შანსებზეც ვკითხეთ:

"ახლა საკმაოდ მძიმე სიტუაციაა მარიუპოლში, ალყაშია ქალაქი მოქცეული და მგონია, სულ მალე ალყა გაირღვევა. რუსეთს ახლა უნდა რაღაცაში მაინც მოიპოვოს უპირატესობა, ერთი ქალაქი მაინც აიღოს და პროგრამა მინიმუმი შეასრულოს, იტრაბახოს, აი, რაღაცა წარმატებას მივაღწიეთო. მთლიანობაში, რუსული კამპანია ძალიან ცუდად დამთავრდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მოუმზადებლები იყვნენ ომისთვის, მეორე - არაობიექტური ინფორმაცია ჰქონდათ ფრონტის ხაზზე და განწყობაზე უკრაინაში, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მთავრობა ნანობს იმას, რაც წამოიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, მას სხვა გამოსავალი არ აქვს. უბრალოდ, მოუწევთ, რაღაც მაინც გააკეთონ. მთელი ძალების კონცენტრაციაც რომ მოუწიოთ, უნდათ რაღაც პოზიტიურს, თავისი ჯარისკაცებისთვის მოტივაციის ასამაღლებელ წარმატებას მიაღწიონ. დარწმუნებული ვარ, რუსებს არაფერი გამოუვათ, უკრაინულ ჯარში განწყობა ისეთია, რომ არც ერთ კვადრატულ მეტრს არ დათმობენ. მარიუპოლის ახლომახლოს ჩვენი ჯგუფებიც მუშაობენ და იქედან ვიცი მათი განწყობა.

შეიძლება ვინმესთვის მოულოდნელია, მაგრამ რუსეთი ახლა იკრებს ძალას, რომ იერიში მიიტანოს კიევზე - პოლიტიკურ ცენტრზე. მგონია, რომ უფრო მანევრირება და რუსეთის ჯარის გადაჯგუფება ხდება. რუსეთი კიევზე თუ კიდევ ერთხელ მიიტანს იერიშს, ეს მისთვის უდიდეს მსხვერპლთან იქნება დაკავშირებული, თავისი ჯარის უდიდეს ნაწილს დაკარგავს.

ლეგიონს 32 სხვადასხვა ნაციონალობის ადამიანი შეუერთდა. ჩვენ არა ნაციონალობას, არამედ პროფესიონალიზმს ვაქცევთ ყურადღებას. ლეგიონში 8 წელია მიმდინარეობს რეკრუტირება და რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, დასავლეთში უკეთ გვიცნობენ, ვიდრე - საქართველოში. დარწმუნებული ვარ, პუტინი ვერც ამ და ვერც მომავალი წლის 9 მაისს ვერაფერს მიაღწევს (იქამდეც რომ გაგრძელდეს ომი). სამწუხაროდ, დიდი მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში - რუსული ჯარი, როგორც ყოველთვის, უპირისპირდება მშვიდობიან მოსახლეობას და არა სამხედროებს".

  • მამუკა მამულაშვილის პორტრეტი

ვინაიდან მამუკამ ჩვენთან ხანგრძლივი საუბრისთვის, გასაგები მიზეზების გამო, ვერ მოიცალა, მის ბავშვობასა და ომამდელ ცხოვრებაზე მისი და ნონა მამულაშვილი გვესაუბრება:

  • ბავშვობა
მამუკა

- მამუკა ძალიან კარგი ბავშვი და დედის ფავორიტი იყო, მას მეტად ეფერებოდნენ, ჩემზე პატარაა და ანებივრებდნენ. მამუკაზე ერთი წლით უფროსი ვარ, მაგრამ უნივერსიტეტში ერთად შევედით. სადაც კი დავდიოდი, ყველა ენის კურსზე თან დამყავდა და იძულებული იყო რამდენიმე ენა ესწავლა - ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ესპანური და რუსული. მარტივად ითვისებდა ენებს, მაგრამ როგორც ყველა ქართველი კაცი, ზარმაცია. რა თქმა უნდა, ისწავლა უკრაინულიც.

ნონა და მამუკა

შავი ზღვის უნივერსიტეტში ჩავაბარეთ ორივემ, პირველი ნაკადი ვიყავით, ჩვენი კურსიდან დაიწყო ეს უნივერსიტეტი, ერთადერთი ფაკულტეტი იყო - ეკონომიკა და ბიზნესადმინისტრირება და ინგლისურად ვსწავლობდით. ეს დიდი პრივილეგია იყო 90-იანი წლების საქართველოში არ არსებობდა სხვა უნივერსიტეტი, სადაც უცხო ენაზე სწავლა იყო შესაძლებელი. მერე წავედი საფრანგეთში და ცოტა ხანში, მამუკამაც ჩააბარა პარიზის სტრატეგიულ დიპლომატიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში.

  • მანამდე იყო ომი...

- მამუკა მაინც სამხედრო გზით წავიდა. მას ბავშვობიდან იმისთანა ტრავმა აქვს მიღებული... მამუკა მამასთან ძალიან ახლოს იყო და ცდილობდა, სამხედრო მიმართულებით დიდი გამოცდილება და ცოდნა მიეღო. როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, მამას თავის რაზმი ჰყავდა, რომელიც წვრთნებს გადიოდა თბილისის მახლობლად და შვილიც თან დაჰყავდა. მამუკა მაშინ 14 წლის იყო, თუმცა დიდი ტანის და მთელი წვრთნა ბიჭებთან ერთად გაიარა. როდესაც მამა აფხაზეთში საბრძოლველად წავიდა, იქ ბრძოლების დროს, რამდენიმე ოჯახის წევრი დაგვეღუპა, რაც მამუკამ მტკივნეულად გადაიტანა. მამა სულ იქ იყო, მაგრამ დროდადრო ბრუნდებოდა. ერთ-ერთი წასვლის დროს გავიგეთ, რომ მამუკაც გაიპარა სახლიდან. ეს რომ შევიტყვეთ, დედამ მამას მიაწვდინა ხმა, რომ მამუკა აფხაზეთში იყო, მამამ იპოვა შვილი და თავის რაზმში გადმოიყვანა. სოხუმის დაცემის დროს, მამას რაზმს სოხუმჰესის დაცვა დაევალა. ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ მათი ბატალიონის შესახებ რუსებს მიაწოდა ინფორმაცია და ჰესზე დიდი შეტევა მოხდა. შეტაკების დროს მამუკას ესროლეს და ტყვიამ, საბედნიეროდ, მის ქუდში გაიარა. ჰესის დირექტორს 3 პატარა ბავშვი ჰყავდა, გააპარეს, მაგრამ აფხაზურმა მხარემ ისინი შეიპყრო, ბავშვები დაიტოვეს, ქალი გამოაგზავნეს და მამას შემოუთვალეს, თუ არ დაგვნებდებით, მთელ ოჯახს დავხვრეტთო. მამას მოუწია გადაწყვეტილების მიღება - იარაღი დაეყარათ და ბავშვები გადაერჩინათ. შემდეგ ისინი ტყვედ აიყვანეს და გუდაუთის ბანაკში გადაიყვანეს. მე და დედამ ამის შესახებ შემთხვევით, ტელევიზორით გავიგეთ - ერთ-ერთ რუსულ არხზე იჯდა მამა-შვილი დაკითხვაზე... იმ დღეს გუდაუთის ბანაკში "წითელი ჯვარი“ მისულა, მათ დააფიქსირეს, რომ ისინი იქ იყვნენ და ამიტომ გადაურჩნენ დახვრეტას, თორემ იქედან ცოცხალი ვერც ერთი გამოვიდოდა. მამუკას 3 თვე მოუწია ტყვეობაში ყოფნამ, მამას - 6 თვე.

14 წლის მამუკა, მამასთან ერთად, რუსი ოკუპანტების ტყვეობაში, 1993 წელი

მამას ეუბნებოდნენ, - გაგიყვანთო, მაგრამ მანამ არ გამოვიდა, ვიდრე ბოლო ჯარისკაცი არ გამოიყვანა იქედან და ყველას გაცვლა არ მოხდა. რა თქმა უნდა, ამან ორივეს დიდი ტრავმა დააჩნია, ომის ტრავმები, სამწუხაროდ, არ გადის. დაბრუნდა მამუკა, მერე რეაბილიტაციის პერიოდი გაიარა. ბავშვი იყო და მაინც ვერ აღვიქვით ტრავმა ასეთი ღრმა თუ იქნებოდა. მერე, ბიჭები გვიყვებოდნენ, რომ ის დაღუპული ბიჭები სულ მამუკას, 14 წლის ბიჭს დაასაფლავებინეს. ბანაკში წამებაზე არავინ არაფერს გვიყვება, მაგრამ პერიოდულად რაღაცეებს ვიგებდით ხოლმე. ორივე ძლიერი იყო და მაინც გადალახეს ეს მძიმე პერიოდი, ყოველდღიურობაში ვერაფერს ვგრძნობდით, მაგრამ ეს ტრავმა რჩება ადამიანში. მამუკა 14 წლის იყო, როცა ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის მედლით დააჯილდოვეს. ის ერთადერთია საქართველოში, ვისაც ამ ასაკში აქვს ჯილდო მიღებული. ჩემი ძმა ახლა უკვე კაპიტანია.

მამუკა უკვე 43 წლისაა და ვერ დაუბრუნდა მშვიდ ცხოვრებას, ყოველთვის იქ არის, სადაც რუსეთი და მისი აგრესიაა, მონაწილეობდა ყველა კონფლიქტში, სადაც რუსეთის ხელი ერია.

  • ბრძოლა უკრაინისთვის და... საქართველოსთვის

მამუკა იყო შერეული ორთაბრძოლების ასოციაციის პრეზიდენტი, ჰქონდა შეჯიბრებები სხვადასხვა ქვეყანაში, ერთ-ერთი ზუსტად მაშინ ჰქონდათ უკრაინაში, როცა მაიდნის ამბები იწყებოდა. როცა ადგილზე ნახა, როგორ იძაბებოდა მდგომარეობა, მან და მისმა მეგობრებმა მიიღეს გადაწყვეტილება დარჩენილიყვნენ და გვერდში ამოდგომოდნენ უკრაინელ მეგობრებს. მამუკა ბავშვობიდან დადიოდა სპორტის სხვადასხვა სახეობაზე, მაგრამ შერეული ორთაბრძოლები უნივერსიტეტში აირჩია და გადაერთო, მანამდე იყო კრივი, მკლავჭიდი და ჭიდაობა. მას ბევრი ჯილდოც აქვს მიღებული.

მერე რამდენიმე ბიჭმა შექმნა ლეგიონი, გადაწყვიტეს დარჩენილიყვნენ და დახმარებოდნენ უკრაინას, ვინაიდან ის საკმაოდ რთულ ბრძოლას გადიოდა. ერთ-ერთი ბიჭი, რომელმაც ლეგიონის ლოგო შექმნა, ალეკო გრიგალაშვილი 2014 წელს, პირველივე ბრძოლებში დაიღუპა. ლეგიონში ყოველ დღეს იცვლება ციფრი, კონკრეტულად რამდენი ქართველია, არ ვიცი, მაგრამ მას ბევრი ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი, ალბანელი, ავსტრალიელი, აზერბაიჯანელი და სხვა ეროვნების მებრძოლი შეუერთდა. მამუკას საბრძოლო ჯილდოებიდან 20 მარტო მე მაქვს სახლში, დანარჩენი, რაც იქ აქვს, ეგ უკვე აღარ ვიცი. მას უკრაინის ეროვნული გმირის წოდებაც აქვს მინიჭებული.

ჩვენთვის ომი არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ რუსები ახლა ბომბებს არ გვიშენენ, ეს ომი მიმდინარეობს. ოკუპანტები აქ რომ არ ჩამოვიდნენ და იგივე არ გააკეთონ, რაც 2008 წელს, ბიჭები ამისთვის არიან იქ და აკავებენ რუსებს, რუსეთი იქ უნდა დამთავრდეს!

  • ოჯახი
მამასთან ერთად

მამუკას უმძიმესი ხასიათი აქვს, 3 წლამდე ვერეოდი, მას მერე აღარ მიცდია (იცინის). ორივეს გვახასიათებს სიჯიუტე, აქედან გამომდინარე, გვიჭირს ერთ სივრცეში დიდხანს ყოფნა.

და-ძმა

მამუკა უნდა თავისი გაიტანოს, მე - ჩემი, ამიტომ ვცდილობთ ხოლმე მხოლოდ ისეთ თემებზე ვილაპარაკოთ, რაზეც არ ვიჩხუბებთ. ზოგადად, ჩემი ძმა ძალიან ყურადღებიანია, თბილი, ოჯახი უყვარს ძალიან. განსაკუთრებული სითბოთი დედას მიმართ გამოირჩევა. იმდენად გადაფოფრილია ჩვენზე, ყოველ წუთას აინტერესებს როგორ ვართ, გვატყობინებს, რომ თვითონაც კარგადაა და არ უნდა ვინერვიულოთ. დედა 30 წელია ნერვიულობს, ვერ შეეჩვევი შვილის კონფლიქტის ზონაში ყოფნას, წყნარად ვერ იქნები, მაგრამ არ იმჩნევს, რომ განიცდის, ჩვენც რომ არ ვინერვიულოთ. ომამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავედი უკრაინაში მამუკასთან. თვითონ უკრაინელებს არ სჯეროდათ, ბოლო წუთამდე ამბობდნენ, ომი არ დაიწყებაო, მაგრამ როცა ბელარუსის საზღვარზე და უფრო ქვემოთ ჩავედით, ვნახეთ, რომ საკრემაციო მანქანები ჰყავდათ მოყვანილი, იყო სისხლის ბანკები... ყველა მაჩვენებელი იყო იმისა, რომ ომი იწყებოდა.

და-ძმა მამულაშვილები

  • "ქართული ლეგიონი"

მამუკა და მისი ბიჭები 8 წელია იქ არიან და აკეთებენ იმას, რაც გასაკეთებელია, არ სჭირდებათ კამერებთან პოზიორობა.

"ქართული ლეგიონი“ უკრაინაში 2014 წლიდან პოპულარულია - როცა გაიცნეს, მაშინვე პოპულარულები გახდნენ, უამრავი სიმღერა მიუძღვნეს, საკმაოდ ცნობილმა კომპოზიტორებმა დაწერეს ლეგიონზე სიმღერები, 2 სამხედრო მუზეუმში ლეგიონს თავისი კუთხე აქვს (მესამეს ომამდე ხსნიდნენ) და ყველა ის ბრძოლა, რომელიც ლეგიონმა მოიგო, დღეს უკვე ვიკიპედიაშიც დაიდო - "კიევის ბრძოლის მონაწილეები, რომელიც უკრაინამ მოიგო, იყვნენ: რუსეთის მხრიდან პუტინი და კადიროვი, უკრაინის მხრიდან: ზელენსკი, დენის შმიგალი, კლიჩკო და მამუკა მამულაშვილის "ქართული ლეგიონი“. ისტორიაც დაიწერა და დღეს "ქართული ლეგიონი" უკრაინის ისტორიაში შევიდა, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.

იხილეთ ასევე: