პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანამედროვე სამყაროში თუ გინდა, რომ გადარჩე, როგორც ცივილიზაციის ნაწილი, ამისათვის უნდა მოუარო შენს ვინაობას, შენს იდენტობას... შენს ენას" - ავთანდილ არაბული
"თანამედროვე სამყაროში თუ გინდა, რომ გადარჩე, როგორც ცივილიზაციის ნაწილი, ამისათვის უნდა მოუარო შენს ვინაობას, შენს იდენტობას... შენს ენას" - ავთანდილ არაბული

14 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­და­ე­ნის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა, რო­მე­ლიც 1978 წლის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით 1990 წლი­დან და­წეს­და. შე­გახ­სე­ნებთ, 1978 წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა, მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ენის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუ­სი ჩა­მო­ერ­თვა. სსრკ-ის სა­ხელ­მწი­ფო ენად რჩე­ბო­და მხო­ლოდ რუ­სუ­ლი ენა. ამ გან­ზრახ­ვის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნას წინ აღუდ­გა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა. თბი­ლის­ში მო­ე­წყო მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვლე­ბი და მსვლე­ლო­ბა თსუ-დან უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს შე­ნო­ბი­სა­კენ. ვი­თა­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის უმარ­თა­ვი ხდე­ბო­და... საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­აც­ნო­ბი­ე­რა‚ რომ მხო­ლოდ ორი გა­მო­სა­ვა­ლი იყო - სის­ხლისღვრა ან დათ­მო­ბა და მოს­კო­ვი იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­მნა და­ეთ­მო. ამ მოვ­ლე­ნე­ბის გამო 14 აპ­რი­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად დე­და­ე­ნის დღედ გა­მო­ცხად­და.

გვე­სა­უბ­რე­ბა ცნო­ბი­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რი, აკე­დე­მი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი ავ­თან­დილ არა­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ენის სა­და­რა­ჯო­ზე დგას.

- ჩვენ­ში ხში­და იხ­სე­ნე­ბენ ხოლ­მე იო­ა­ნე-ზო­სი­მეს ფრა­ზას - ქარ­თუ­ლი ენა ღმერ­თის ენა­აო. თქვენ რო­გორ აგ­ვიხ­სნი­დით ამას?

- ეს იო­ა­ნე-ზო­სი­მეს ცნო­ბი­ლი ჰიმ­ნის პო­პუ­ლა­რუ­ლი, მაგ­რამ არა­მეც­ნი­ე­რუ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აა. სულ ახ­ლა­ხან გა­მო­ი­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კრე­ბუ­ლი "ქე­ბაი და დი­დე­ბაი ქარ­თუ­ლი­სა ენი­საი“, რომ­ლის იდეა ცხო­ნე­ბულ რე­ვაზ სი­რა­ძეს ეკუთ­ვნის და რო­მელ­შიც თავ­მოყ­რი­ლია ყვე­ლა ად­რინ­დე­ლი ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი გა­მოკ­ვლე­ვა ამ ნა­წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ, მარი ბრო­სე­დან და­წყე­ბუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე მკვლე­ვა­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი (რა­მაზ პა­ტა­რი­ძე, აკა­კი ბაქ­რა­ძე და სხვა­ნი). ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ძი­ე­ბებ­ში ლა­პა­რა­კია ქარ­თუ­ლი ენი­სა და დამ­წერ­ლო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ ღირ­სე­ბებ­ზე, ამ ნა­წარ­მო­ებ­ში გა­მო­ხა­ტულ მე­სი­ა­ნის­ტურ იდე­ა­ზე და ა.შ. მაგ­რამ არა "ღმერ­თე­ბის ენა­ზე“ - და არა იმა­ზე, რომ ღმერ­თის ენა იყო რო­მე­ლი­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი ენა. ეს, რა თქმა უნდა, არა­მეც­ნი­ე­რუ­ლია, მეტი რომ არ ვთქვათ.

სა­გუ­ლის­ხმოა: იო­ა­ნე-ზო­სი­მემ ეს ჰიმ­ნი (პა­ტა­რა, მაგ­რამ ყოვ­ლისმთქმე­ლი) და­ურ­თო 864 წლის "სი­ნუ­რი მრა­ვალ­თა­ვის“ ხელ­ნა­წერს. ბუ­ნებ­რი­ვია კი­თხვა: რა­ტომ და­წე­რა ის სწო­რედ ამ წიგ­ნის ბო­ლო­ში? ჩემი მო­საზ­რე­ბით, "სი­ნურ მრა­ვალ­თავ­ში“ შე­დის იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის არა­ერ­თი ქა­და­გე­ბა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი ბა­ბი­ლო­ნის გო­დო­ლის ბიბ­ლი­ურ ამ­ბავს და ენა­თა გან­ყო­ფას გან­მარ­ტავს. იქ ნათ­ქვა­მია, რომ ეს ენე­ბი ღმერ­თმა მი­ა­ნი­ჭა ხალ­ხებს და ღვთის ნე­ბაა, რომ "ენა­ნი შე­მო­იყ­ვან­ნენ სახ­ლსა ცხოვ­რე­ბი­სა­სა“. ლა­პა­რა­კია ენე­ბის ზი­ა­რე­ბა­ზე ჭეშ­მა­რიტ სარ­წმუ­ნო­ე­ბას­თან. და ენე­ბის ამ­გვარ მი­სი­ას უკავ­შირ­დე­ბა მწიგ­ნობ­რულ კულ­ტუ­რებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ცალ­კე­უ­ლი მე­სი­ა­ნის­ტუ­რი იდე­ე­ბიც. ქარ­თულ "ქე­ბა­ი­ში“ უპირ­ვე­ლე­სად ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამ­ბი­ცია ვლინ­დე­ბა და ამ იდე­ის მა­ტა­რე­ბე­ლია იო­ა­ნე-ზო­სი­მე თუ უფრო ად­რინ­დე­ლი ქარ­თვე­ლი ჰიმ­ნოგ­რა­ფი, რო­მე­ლიც ამ­ბობს - ქარ­თუ­ლი ენა რჩე­ულ­თა რჩე­უ­ლი­აო...

- და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, მათ შო­რის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით...

- სის­ტე­მა ვიდ­რე და­ინ­გრე­ო­და, აკა­დე­მი­ის სის­ტე­მა­ში იყო 70-ზე მეტი ინ­სტი­ტუ­ტი. ამ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში მეც­ნი­ე­რის სტა­ტუ­სით მუ­შა­ობ­და 40 ათა­სამ­დე თა­ნამ­შრო­მე­ლი. სის­ტე­მის დაშ­ლის შე­დე­გად ზოგი ინ­სტი­ტუ­ტი სა­ერ­თოდ აღარ არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად, მო­ი­შა­ლა ისე­თი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, იყო უზ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი. ამ ინ­სტი­ტუ­ტე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ამ­ჟა­მად 3 ათას­ზე ნაკ­ლე­ბია. ჩვენ­ნა­ი­რი ის­ტო­რი­ის ქვეყ­ნი­სათ­ვის ეს ნიშ­ნავს კა­ტას­ტრო­ფას. 40 ათა­სი მეც­ნი­ე­რი თა­ვის­თა­ვად არ ნიშ­ნავს იმას, რომ აყ­ვა­ვე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა გვქონ­და, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო სკო­ლე­ბი არ­სე­ბო­და, რომ­ლებ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა ჰქონ­და. რაც მთა­ვა­რია, ეროვ­ნუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი, ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის დარ­გე­ბი, არ შე­იძ­ლე­ბა დათ­მო, რად­გან ეს ნიშ­ნავს, რომ შენ უარს ამ­ბობ შენს ვი­ნა­ო­ბა­ზე, შენს მე­ო­ბა­ზე, შენი სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე... შენი სა­ხეა შენი ის­ტო­რია, შენი ხე­ლოვ­ნე­ბა, შენი ენა და ამ ენა­ზე შექ­მნი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გე­ბი და მათი გა­დარ­ჩე­ნა არის უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში თუ გინ­და, რომ გა­დარ­ჩე, რო­გორც ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლი, ამი­სათ­ვის უნდა მო­უ­ა­რო შენს ვი­ნა­ო­ბას, შენს იდენ­ტო­ბას, შენს ენას...

ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 2013-2014 წლებ­ში შევ­თა­ვა­ზეთ გარ­კვე­უ­ლი კონ­ცეფ­ცია სა­ი­მი­სოდ, რომ პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ნგრე­ვა შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, კა­ნონ­ში შე­ვი­და გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც, თუ რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სტა­ტუ­სი, მაგ­რამ შემ­დეგ ეს რე­ა­ლო­ბა­ში არ გან­ხორ­ცი­ელ­და. ინ­სი­ტუ­ტე­ბი გა­და­ე­ცა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, მაგ­რამ ყვე­ლა ხე­დავს, რომ ეს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი არ არის და მხო­ლოდ სა­მეც­ნი­ე­რო პო­ტენ­ცი­ა­ლის შემ­დგომ "ინ­ფილტრა­ცი­ას“ უწყობს ხელს. დღეს ჩვე­ნი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი რე­სურ­სე­ბი არ ჰყოფ­ნის თით­ქმის არ­ცერთ იმ ამო­ცა­ნას, რა­საც დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე პი­რო­ბე­ბი გვი­ყე­ნებს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი, მათ შო­რის ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის დარ­გებ­ში. მა­გა­ლი­თად, "იუ­ნეს­კომ" 2016 წელს ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის სამ სა­ხე­ო­ბას მი­ა­ნი­ჭა არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­კა­ცობ­რიო ძეგლის სტა­ტუ­სი. ეს იყო ჩვე­ნი კულ­ტუ­რის უდი­დე­სი აღი­ა­რე­ბა. პროგ­რა­მა, რომ­ლი­თაც მას ეს სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა, არის ქარ­თუ­ლი ენის დაც­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი პროგ­რა­მა. ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის უკ­ვდა­ვე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობთ და ამ დროს პა­ლე­ოგ­რა­ფი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი აღარ გვყავს. ერთ დღე­საც საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რი ვა­ლე­რი სი­ლო­გა­ვა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მი­ვი­ხედ-მო­ვი­ხე­დეთ და არა­ვინ არის ამ სფე­რო­ში, ვინც გაზ­რდის ახალ სპე­ცი­ა­ლის­ტებს.

- ენის კა­ნო­ნის მი­ღე­ბა­ზე რას იტყვით?

- ძა­ლი­ან დიდ მიზ­ნებს ვი­სა­ხავ­დით და იმი­სი მე­ა­თე­დიც ვერ მი­ვი­ღეთ. ჩვე­ნი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბამ, სამ­წუ­ხა­როდ, არ შექ­მნა იმის პი­რო­ბე­ბი, რომ ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რო­გორც ჩა­ნა­ფიქ­რი იყო, სა­ხელ­მწი­ფო ენის სა­თა­ნა­დო კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სტა­ტუ­სით გან­მტკი­ცე­ბუ­ლი­ყო. ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­მა ჯერ კი­დევ 1989-90 წლებ­ში მი­ი­ღეს თა­ვი­ან­თი ენის კა­ნო­ნე­ბი, ჩვენ კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თო პო­ზი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაც ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს ფორ­მი­რე­ბა­ში, აქაც, ცხა­დია, ავი მე­ზობ­ლი­სა და შიდა მტრე­ბის ხელი ერია. რამ­დენ­ჯე­რაც სული მო­ვით­ქვით, იმ­დენ­ჯერ და­ვუბ­რუნ­დით სა­ხელ­მწი­ფო ენის კა­ნონს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ჩნდე­ბო­და შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი. 2002 წლი­სათ­ვის კა­ნო­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მზად იყო და კი­დეც უნდა გა­სუ­ლი­ყო პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე, მაგ­რამ იქაც მოხ­და ისე­თი ფა­რუ­ლი ჩა­რე­ვა, რომ ჩვენ თვი­თონ, მეც­ნი­ე­რე­ბი შე­ვე­დით ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო კა­ნო­ნის მოს­მე­ნა. ძა­ლი­ან მალე მოხ­და "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" და ეს კა­ნო­ნი სა­ერ­თოდ და­ი­კარ­გა. როცა მო­ვი­კი­თხეთ, გა­სულ ქა­ღალ­დებ­შიც კი არ აღ­მოჩ­ნდა...

2012 წელს, რო­გორც კი მოხ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, სახ­ლმწი­ფო ენის კა­ნო­ნის სა­კი­თხი ისევ წა­მოვ­წი­ეთ. ორ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი მა­ინც დას­ჭირ­და ამ კა­ნო­ნის დამ­ტკი­ცე­ბას, იმ­დე­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ხვდე­ბო­და. ალ­ბათ გახ­სოვთ, პირ­ვე­ლად რომ გა­ვი­ტა­ნეთ ეს პრო­ექ­ტი სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა­ზე ქუ­თა­ის­ში, იქ ეს­წრე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი. თით­ქოს კარ­გად ჩა­ი­ა­რა ყვე­ლა­ფერ­მა, მაგ­რამ დარ­ბა­ზი­დან რომ გა­მო­ვე­დით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი აგ­რე­სია დაგ­ვხვდა მე­დი­ის მხრი­დან: მარ­თლა აპი­რებთ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­ჯა­რი­მე­ბა­სო? და და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვი­წევ­და თა­ვის მარ­თლე­ბა, რომ ასე­თი ჩა­ნა­ფიქ­რი არ ყო­ფი­ლა... ასე­თი უამ­რა­ვი ხე­ლის­შემ­შლე­ლი რამ მოხ­და, მაგ­რამ ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბიც და­იძ­ლია და საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ნო­ნია მი­ღე­ბუ­ლი. ოღონდ ამას მოჰ­ყვა რა? რად­გან კა­ნო­ნი ვერ შე­ა­ჩე­რეს, რა­ღაც ძა­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს ის, რომ ამ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ამ კა­ნო­ნის სფუძ­ველ­ზეა შექ­მნი­ლი, და­ა­კომ­პლექ­ტეს ისე, რომ კა­ნო­ნის რე­ა­ლუ­რი აღ­სრუ­ლე­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლი­ყო. და ვართ ახლა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში: რაც კა­ნო­ნი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, იმის აღ­სრუ­ლე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა და აქ მთა­ვარ და­მაბ­რკო­ლებ­ლად ქცე­უ­ლა ამ საქ­მი­სათ­ვის შექ­მნი­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი! ამას ფაქ­ტე­ბი ადას­ტუ­რებს. სა­ხელ­მწი­ფო ენის მოვ­ლის ფუნ­და­მენ­ტი, სა­ფუძ­ვე­ლი იყო და არის ქარ­თუ­ლი ენის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნი, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში ცნო­ბი­ლი რვა­ტო­მე­უ­ლის სა­ხით შექ­მნა არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვამ. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ამ ლექ­სი­კო­ნის ახალ რე­დაქ­ცი­ა­ზე, უკვე შედ­გე­ნი­ლი და გა­მო­ცე­მუ­ლია 4 ტომი, მზად­დე­ბა მე-5 ტომი. და ამ დროს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ამ წლის და­სა­წყის­ში და­ამ­ტკი­ცა "სა­ხელ­მწი­ფო ენის სტრა­ტე­გია“, რო­მელ­შიც ქარ­თუ­ლი ენის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნი არ შე­დის. აბა, რა შე­დი­სო, სა­მარ­თლი­ა­ნად იკი­თხავთ თქვენ. - ბევ­რი რამ, მაგ­რამ იმ რან­გის, რო­გო­რიც სა­ხელ­მწი­ფო ენი­სათ­ვის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნია, არა­ფე­რი. ამას მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ. არც ქარ­თუ­ლი ენის ის­ტო­რი­უ­ლი ლექ­სი­კო­ნის (თე­სა­უ­რუ­სის) პრო­ექ­ტი შე­დის, რო­მელ­საც თა­მაზ გამ­ყრე­ლი­ძემ ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

- ვინ ად­გენ­და ამ სტრა­ტე­გი­ას?

- სა­ხელ­მწი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტი და კი­დევ სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. თა­ვი­სა­ვად სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბის მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობ­და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ფრი­ად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო გა­ნაზ­რა­ხია. მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო ენის სტრა­ტე­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ეს, ჩამი აზ­რით, არის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ამო­ცა­ნის გა­ბა­ი­ბუ­რე­ბა, მარ­ტი­ვად, მთავ­რო­ბის მო­ტყუ­ე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი - სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის თვალ­ში ნაც­რის შეყ­რა. დღეს ამას ასე ვერ გა­ა­ტა­რე­ბენ...

- მი­იჩ­ნევთ, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ან­მა უნდა იცო­დეს ქარ­თუ­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბა?

- დიდი მად­ლო­ბა იმი­ტომ, რომ მე არ მახ­სოვს ეგ კი­თხვა ვინ­მეს და­ეს­ვა სა­ერ­თოდ. ჩვენ დიდი მემ­კვიდ­რე­ო­ბა გვაქვს ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, გვყავ­დნენ აკა­კი შა­ნი­ძე, არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვა, თა­მაზ გამ­ყრე­ლი­ძე... ქარ­თვე­ლუ­რი ენობ­რი­ვი სამ­ყა­როს შეს­წავ­ლა უცხო­ეთ­შიც ძალ­ზე აინ­ტე­რე­სებთ. ჩვენ­მა ახალ­გაზ­რდო­ბამ უნდა მი­ი­ღოს ის ცოდ­ნა, რო­მე­ლიც მას, რო­გორც ენობ­რივ არ­სე­ბას, მშობ­ლი­ურ ენას­თან და, სა­ზო­გა­დოდ, გა­რე­მომ­ცველ ენობ­რივ სამ­ყა­როს­თან აკავ­ში­რებს. ეს ადა­მი­ა­ნის წიგ­ნი­ე­რე­ბის ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ენე­ბის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ბუ­ნე­ბი­სა და მათი გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის ცოდ­ნა...

- ამ თვალ­საზ­რი­სით, ახალ­გაზ­რდებს რა რჩე­ვას მის­ცემ­დით?

- თუ სკო­ლას გუ­ლის­ხმობთ, იქ სა­სურ­ვე­ლია შე­ის­წავ­ლონ შე­სა­ბა­მი­სი ცო­ცხა­ლი ენობ­რი­ვი გა­რე­მო, თუ რე­გი­ონ­ში არი­ან, ჩა­ი­წე­რონ ლექ­სი­კა, ხა­ტო­ვა­ნი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი და სხვ. ასე­თი აქ­ტი­ვო­ბა ძა­ლი­ან კარგ უნარ-ჩვე­ვებს ავი­თა­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, სა­სურ­ვე­ლია სტუ­დენ­ტე­ბი მე­ტად იყ­ვნენ ჩაბ­მუ­ლი დარ­გე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ენე­ბის შეს­წავ­ლა­სა და ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. ტერ­მი­ნო­ლო­გია დღეს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ენის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი უბა­ნია...

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ რატომ იმას არ ამბობ მატრაკვეცა ქარტველები ინგლისურზე, რომ გადავიდნენ და საკუტარ ენას პატივს არ სცემენ, მაშინ მე რუსულის ცოდნას არავინ არ მაძალებდა. დღეს რა ხდება, თუ ინგლისური არ იცი, ან ამერიკასი განავალი არა ხარ აქ სამსახურს ვერ იშოვი

 

ლუკა
0

ეს ადამიანი სანიმუშო ქართველია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"თანამედროვე სამყაროში თუ გინდა, რომ გადარჩე, როგორც ცივილიზაციის ნაწილი, ამისათვის უნდა მოუარო შენს ვინაობას, შენს იდენტობას... შენს ენას" - ავთანდილ არაბული

"თანამედროვე სამყაროში თუ გინდა, რომ გადარჩე, როგორც ცივილიზაციის ნაწილი, ამისათვის უნდა მოუარო შენს ვინაობას, შენს იდენტობას... შენს ენას" - ავთანდილ არაბული

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება, რომელიც 1978 წლის მოვლენებთან დაკავშირებით 1990 წლიდან დაწესდა. შეგახსენებთ, 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთვა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა. ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა... საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

გვესაუბრება ცნობილი ენათმეცნიერი, აკედემიკოსი, პროფესორი ავთანდილ არაბული, რომელიც ქართული სახელმწიფო ენის სადარაჯოზე დგას.

- ჩვენში ხშიდა იხსენებენ ხოლმე იოანე-ზოსიმეს ფრაზას - ქართული ენა ღმერთის ენააო. თქვენ როგორ აგვიხსნიდით ამას?

- ეს იოანე-ზოსიმეს ცნობილი ჰიმნის პოპულარული, მაგრამ არამეცნიერული ინტერპრეტაციაა. სულ ახლახან გამოიცა მნიშვნელოვანი კრებული "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, რომლის იდეა ცხონებულ რევაზ სირაძეს ეკუთვნის და რომელშიც თავმოყრილია ყველა ადრინდელი ანგარიშგასაწევი გამოკვლევა ამ ნაწარმოების შესახებ, მარი ბროსედან დაწყებული და თანამედროვე მკვლევარებით დამთავრებული (რამაზ პატარიძე, აკაკი ბაქრაძე და სხვანი). ამ უმნიშვნელოვანეს ძიებებში ლაპარაკია ქართული ენისა და დამწერლობის განსაკუთრებულ ღირსებებზე, ამ ნაწარმოებში გამოხატულ მესიანისტურ იდეაზე და ა.შ. მაგრამ არა "ღმერთების ენაზე“ - და არა იმაზე, რომ ღმერთის ენა იყო რომელიღაც კონკრეტული ენა. ეს, რა თქმა უნდა, არამეცნიერულია, მეტი რომ არ ვთქვათ.

საგულისხმოა: იოანე-ზოსიმემ ეს ჰიმნი (პატარა, მაგრამ ყოვლისმთქმელი) დაურთო 864 წლის "სინური მრავალთავის“ ხელნაწერს. ბუნებრივია კითხვა: რატომ დაწერა ის სწორედ ამ წიგნის ბოლოში? ჩემი მოსაზრებით, "სინურ მრავალთავში“ შედის იოანე ოქროპირის არაერთი ქადაგება, რომელთაგან ერთ-ერთი ბაბილონის გოდოლის ბიბლიურ ამბავს და ენათა განყოფას განმარტავს. იქ ნათქვამია, რომ ეს ენები ღმერთმა მიანიჭა ხალხებს და ღვთის ნებაა, რომ "ენანი შემოიყვანნენ სახლსა ცხოვრებისასა“. ლაპარაკია ენების ზიარებაზე ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან. და ენების ამგვარ მისიას უკავშირდება მწიგნობრულ კულტურებში გამოვლენილი ცალკეული მესიანისტური იდეებიც. ქართულ "ქებაიში“ უპირველესად ეს განსაკუთრებული ამბიცია ვლინდება და ამ იდეის მატარებელია იოანე-ზოსიმე თუ უფრო ადრინდელი ქართველი ჰიმნოგრაფი, რომელიც ამბობს - ქართული ენა რჩეულთა რჩეულიაო...

- დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ენათმეცნიერების თვალსაზრისით...

- სისტემა ვიდრე დაინგრეოდა, აკადემიის სისტემაში იყო 70-ზე მეტი ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტებში მეცნიერის სტატუსით მუშაობდა 40 ათასამდე თანამშრომელი. სისტემის დაშლის შედეგად ზოგი ინსტიტუტი საერთოდ აღარ არსებობს, მაგალითად, მოიშალა ისეთი ინსტიტუტი, როგორიც, მაგალითად, იყო უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტების თანამშრომელთა რაოდენობა, ამჟამად 3 ათასზე ნაკლებია. ჩვენნაირი ისტორიის ქვეყნისათვის ეს ნიშნავს კატასტროფას. 40 ათასი მეცნიერი თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ აყვავებული მეცნიერება გვქონდა, მაგრამ სერიოზული სამეცნიერო სკოლები არსებოდა, რომლებსაც საერთაშორისო აღიარება ჰქონდა. რაც მთავარია, ეროვნული მეცნიერებები, ქართველოლოგიის დარგები, არ შეიძლება დათმო, რადგან ეს ნიშნავს, რომ შენ უარს ამბობ შენს ვინაობაზე, შენს მეობაზე, შენი სახის შენარჩუნებაზე... შენი სახეა შენი ისტორია, შენი ხელოვნება, შენი ენა და ამ ენაზე შექმნილი ხელოვნების დარგები და მათი გადარჩენა არის უპირველესი ამოცანა. თანამედროვე სამყაროში თუ გინდა, რომ გადარჩე, როგორც ცივილიზაციის ნაწილი, ამისათვის უნდა მოუარო შენს ვინაობას, შენს იდენტობას, შენს ენას...

ახალ ხელისუფლებას 2013-2014 წლებში შევთავაზეთ გარკვეული კონცეფცია საიმისოდ, რომ პოტენციალის მქონე კვლევითი ინსტიტუტების ნგრევა შეგვეჩერებინა. თითქოს ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა, კანონში შევიდა გარკვეული ცვლილებებიც, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ინსტიტუტების დამოუკიდებელი სტატუსი, მაგრამ შემდეგ ეს რეალობაში არ განხორციელდა. ინსიტუტები გადაეცა უნივერსიტეტებს, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ეს რაციონალური არ არის და მხოლოდ სამეცნიერო პოტენციალის შემდგომ "ინფილტრაციას“ უწყობს ხელს. დღეს ჩვენი კვალიფიციური რესურსები არ ჰყოფნის თითქმის არცერთ იმ ამოცანას, რასაც დარგების განვითარების თანამედროვე პირობები გვიყენებს. სპეციალისტების დეფიციტი გვაქვს ძალიან სერიოზული, მათ შორის ქართველოლოგიის დარგებში. მაგალითად, "იუნესკომ" 2016 წელს ქართული ანბანის სამ სახეობას მიანიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საკაცობრიო ძეგლის სტატუსი. ეს იყო ჩვენი კულტურის უდიდესი აღიარება. პროგრამა, რომლითაც მას ეს სტატუსი მიენიჭა, არის ქართული ენის დაცვის სერიოზული პროგრამა. ქართული ანბანის უკვდავებაზე ვლაპარაკობთ და ამ დროს პალეოგრაფიის სპეციალისტი აღარ გვყავს. ერთ დღესაც საკმაოდ ახალგაზრდა მეცნიერი ვალერი სილოგავა რომ გარდაიცვალა, მივიხედ-მოვიხედეთ და არავინ არის ამ სფეროში, ვინც გაზრდის ახალ სპეციალისტებს.

- ენის კანონის მიღებაზე რას იტყვით?

- ძალიან დიდ მიზნებს ვისახავდით და იმისი მეათედიც ვერ მივიღეთ. ჩვენი უახლესი ისტორიის განვითარებამ, სამწუხაროდ, არ შექმნა იმის პირობები, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა, როგორც ჩანაფიქრი იყო, სახელმწიფო ენის სათანადო კონსტიტუციური სტატუსით განმტკიცებულიყო. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ჯერ კიდევ 1989-90 წლებში მიიღეს თავიანთი ენის კანონები, ჩვენ კი წლების განმავლობაში საერთო პოზიციის ჩამოყალიბებაც ვერ მოვახერხეთ. როგორც სახელმწიფოს ფორმირებაში, აქაც, ცხადია, ავი მეზობლისა და შიდა მტრების ხელი ერია. რამდენჯერაც სული მოვითქვით, იმდენჯერ დავუბრუნდით სახელმწიფო ენის კანონს, მაგრამ ყოველთვის ჩნდებოდა შემაფერხებელი ფაქტორები. 2002 წლისათვის კანონი, ფაქტობრივად, მზად იყო და კიდეც უნდა გასულიყო პარლამენტის სხდომაზე, მაგრამ იქაც მოხდა ისეთი ფარული ჩარევა, რომ ჩვენ თვითონ, მეცნიერები შევედით ინიციატივით, რომ შეჩერებულიყო კანონის მოსმენა. ძალიან მალე მოხდა "ვარდების რევოლუცია" და ეს კანონი საერთოდ დაიკარგა. როცა მოვიკითხეთ, გასულ ქაღალდებშიც კი არ აღმოჩნდა...

2012 წელს, როგორც კი მოხდა ხელისუფლების ცვლილება, ბუნებრივია, სახლმწიფო ენის კანონის საკითხი ისევ წამოვწიეთ. ორ წელიწად-ნახევარი მაინც დასჭირდა ამ კანონის დამტკიცებას, იმდენი წინააღმდეგობა ხვდებოდა. ალბათ გახსოვთ, პირველად რომ გავიტანეთ ეს პროექტი საკომიტეტო მოსმენაზე ქუთაისში, იქ ესწრებოდნენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობოები. თითქოს კარგად ჩაიარა ყველაფერმა, მაგრამ დარბაზიდან რომ გამოვედით, წარმოუდგენელი აგრესია დაგვხვდა მედიის მხრიდან: მართლა აპირებთ ჟურნალისტების დაჯარიმებასო? და დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში გვიწევდა თავის მართლება, რომ ასეთი ჩანაფიქრი არ ყოფილა... ასეთი უამრავი ხელისშემშლელი რამ მოხდა, მაგრამ ეს წინააღმდეგობებიც დაიძლია და საკმაოდ სერიოზული კანონია მიღებული. ოღონდ ამას მოჰყვა რა? რადგან კანონი ვერ შეაჩერეს, რაღაც ძალებმა მოახერხეს ის, რომ ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ამ კანონის სფუძველზეა შექმნილი, დააკომპლექტეს ისე, რომ კანონის რეალური აღსრულება შეფერხებულიყო. და ვართ ახლა ასეთ მდგომარეობაში: რაც კანონითაა გათვალისწინებული, იმის აღსრულება ვერ ხერხდება და აქ მთავარ დამაბრკოლებლად ქცეულა ამ საქმისათვის შექმნილი დეპარტამენტი! ამას ფაქტები ადასტურებს. სახელმწიფო ენის მოვლის ფუნდამენტი, საფუძველი იყო და არის ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც გასული საუკუნის შუა წლებში ცნობილი რვატომეულის სახით შექმნა არნოლდ ჩიქობავამ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ამ ლექსიკონის ახალ რედაქციაზე, უკვე შედგენილი და გამოცემულია 4 ტომი, მზადდება მე-5 ტომი. და ამ დროს საქართველოს მთავრობამ ამ წლის დასაწყისში დაამტკიცა "სახელმწიფო ენის სტრატეგია“, რომელშიც ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი არ შედის. აბა, რა შედისო, სამართლიანად იკითხავთ თქვენ. - ბევრი რამ, მაგრამ იმ რანგის, როგორიც სახელმწიფო ენისათვის განმარტებითი ლექსიკონია, არაფერი. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. არც ქართული ენის ისტორიული ლექსიკონის (თესაურუსის) პროექტი შედის, რომელსაც თამაზ გამყრელიძემ ჩაუყარა საფუძველი.

- ვინ ადგენდა ამ სტრატეგიას?

- სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და კიდევ სამინისტროების წარმომადგენლები. თავისავად სტრატეგიის შემუშავების მოთხოვნა, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელობიდან მომდინარეობდა სხვადასხვა მიმართულებით, ფრიად მნიშვნელოვანი სახელმწიფო განაზრახია. მაგრამ სახელმწიფო ენის სტრატეგიის შემთხვევაში, ეს, ჩამი აზრით, არის სახელმწიფოებრივი ამოცანის გაბაიბურება, მარტივად, მთავრობის მოტყუება, მეორე მხრივ კი - საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრა. დღეს ამას ასე ვერ გაატარებენ...

- მიიჩნევთ, რომ ზოგადი განათლების მქონე ადამიანმა უნდა იცოდეს ქართული ენათმეცნიერება?

- დიდი მადლობა იმიტომ, რომ მე არ მახსოვს ეგ კითხვა ვინმეს დაესვა საერთოდ. ჩვენ დიდი მემკვიდრეობა გვაქვს ენათმეცნიერებაში, გვყავდნენ აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, თამაზ გამყრელიძე... ქართველური ენობრივი სამყაროს შესწავლა უცხოეთშიც ძალზე აინტერესებთ. ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა მიიღოს ის ცოდნა, რომელიც მას, როგორც ენობრივ არსებას, მშობლიურ ენასთან და, საზოგადოდ, გარემომცველ ენობრივ სამყაროსთან აკავშირებს. ეს ადამიანის წიგნიერების ერთი აუცილებელი პირობაა... მნიშვნელოვანია ენების სტრუქტურული ბუნებისა და მათი განვითარების თავისებურებების ცოდნა...

- ამ თვალსაზრისით, ახალგაზრდებს რა რჩევას მისცემდით?

- თუ სკოლას გულისხმობთ, იქ სასურველია შეისწავლონ შესაბამისი ცოცხალი ენობრივი გარემო, თუ რეგიონში არიან, ჩაიწერონ ლექსიკა, ხატოვანი გამონათქვამები და სხვ. ასეთი აქტივობა ძალიან კარგ უნარ-ჩვევებს ავითარებს. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, სასურველია სტუდენტები მეტად იყვნენ ჩაბმული დარგების სპეციალური ენების შესწავლასა და ტერმინოლოგიის შემუშავებაში. ტერმინოლოგია დღეს ჩვენი სახელმწიფო ენის განვითარების ყველაზე მტკივნეული უბანია...

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი