მომღერალი მამუკა ჩარკვიანი იხსენებს, რომ საზღვარგარეთ მისი ძვირადღირებული ოპერაცია ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა და ამისთვის ექსპრემიერს მადლობას უხდის.
როგორც ის ამბობს, ეს იმ დროს მოხდა, როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო. ჩარკვიანის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ივანიშვილს მამამ, ჯანსულ ჩარკვიანმა დაურეკა და დახმარება სთხოვა.
"ბატონმა ბიძინამ გადმომირიცხა საოპერაციო ფული, როდესაც ჩავფრინდი მეორე დღესვე გამიკეთეს ოპერაცია. ძალიან მადლობელი ვარ. მაშინ მამა დაურეკა ბიძინას, ყურმილი სხვამ აიღო.
მამას მან უთხრა, რომ ბატონ ბიძინას გადავცემ რომ დარეკეთო, დაგირეკავთ თავად ან ცოტა ხანში დარეკეთო. მამამ უთხრა, ცოტა ხანში მამუკა აღარ იქნებაო. ამის შემდეგ გვკითხეს, რამდენი გნებავთო და გადმორიცხეს მაშინვე.
ეს ხდებოდა 2012 წლის შემდეგ, პირველად პრემიერი რომ იყო. მე მადლიერი ვარ, უმადური არ უნდა იყო კაცი. მადლობა გადავუხადე მას. იმისთვის კი არ გადამიხდია მადლობა, რომ მთელი ცხოვრებას იქ იჯდეს, გადავუხადე იმისთვის, რომ სიკვდილისგან მიხსნა. მოვიდეს ცოტა აზრზე თვითონ... შეცვალოს რაღაც" - ამბობს მამუკა ჩარკვიანი "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში.