მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"6 თვეში ანდერძი ძალაში შევიდა, ყველაფერი გადაიფორმა და მერე აქეთ დამემუქრა..." - რას პასუხობს ლევან რატიანი ბრალდებას, რომ მან პაციენტის ქონება მიითვისა?
"6 თვეში ანდერძი ძალაში შევიდა, ყველაფერი გადაიფორმა და მერე აქეთ დამემუქრა..." - რას პასუხობს ლევან რატიანი ბრალდებას, რომ მან პაციენტის ქონება მიითვისა?

პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ლე­ვან რა­ტი­ა­ნი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ცნო­ბილ ექიმს, აწ გარ­დაც­ვლი­ლი მეც­ნი­ე­რის, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სორ მაია დგე­ბუ­ა­ძის ძმა, ორდე დგე­ბუ­ა­ძე ბრალ­დე­ბებს უყე­ნებს.

პრო­ფე­სო­რი მაია დგე­ბუ­ა­ძე 2020 წელს სიმ­სივ­ნის მძი­მე დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პრო­ფე­სო­რის მიერ სი­ცო­ცხლის ბოლო თვე­ებ­ში და­წე­რი­ლი ან­დერ­ძი თაღ­ლი­თუ­რად შედ­გა, რის გა­მოც ლე­ვან რა­ტი­ანს ედა­ვე­ბი­ან. ოჯა­ხი ამ­ტკი­ცებს, რომ ლე­ვან რა­ტი­ან­მა პრო­ფე­სო­რის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა მისი ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა, რათა დგე­ბუ­ა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ან­დერ­ძით ექი­მის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­სუ­ლი­ყო მაია დგე­ბუ­ა­ძის სა­ხელ­ზე არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ძმა, ორდე დგე­ბუ­ა­ძე, AMBEBI.GE- ს უყ­ვე­ბა, ლე­ვან რა­ტი­ან­მა მის დას ან­დერ­ძი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 4-5 თვით ადრე და­ა­წე­რი­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას ლე­ვან რა­ტი­ანს უტო­ვებ­და. ამ ან­დერ­ძის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ბო­ლო­ოდ ქა­ლის მი­ლი­ო­ნი­ან ქო­ნე­ბას და­ე­პატ­რო­ნა.

მი­სი­ვე თქმით, მა­ი­ას­თვის ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, ოჯა­ხის წევ­რებ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე გა­და­წყდა, რა­შიც ის ლე­ვან რა­ტი­ანს ადა­ნა­შა­უ­ლებს. დგე­ბუ­ა­ძის ბრალ­დე­ბით, ექი­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო პა­ცი­ენ­ტის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით და ოპე­რა­ცი­ამ­დე 4-5 თვით ადრე, ლე­ვან რა­ტი­ან­მა მის დას და­ა­წე­რი­ნა ან­დერ­ძი.

"მთელ ქო­ნე­ბას ჩვენ გვი­ტო­ვებ­და. ხში­რად ამ­ბობ­და, ჩემი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი თქვე­ნი იქ­ნე­ბაო. თუმ­ცა ასე არ მოხ­და. ვფიქ­რობ, რომ ბოლო დროს არ იყო კარ­გად და ეს ან­დერ­ძი სწო­რედ იმ დროს და­წე­რა. ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის და­წე­რი­ლი რომ იყოს, სხვა ამ­ბა­ვია, მაგ­რამ უმ­ძი­მე­სი პა­ცი­ენ­ტი იყო. ასეთ ან­დერძს რომ წერ­და, იმ დროს ოჯა­ხის წევ­რიც ხომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მის გვერ­დით?!“ - ამ­ბობს ორდე დგე­ბუ­ა­ძე.

რო­გორც ის აცხა­დებს, მის დას ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში, ყო­ფილ სტუ­დენ­ტთან, ცნო­ბილ ექიმ ას­ლან გერ­მა­ნიშ­ვილ­თან სურდა. დგე­ბუ­ა­ძე ამ­ბობს, რომ იმ პე­რი­ოდ­ში ას­ლა­ნი თბი­ლის­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი და პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია უშუ­ა­ლოდ ამ ექიმ­მა ჩა­უ­ტა­რა. გარ­დაც­ვლი­ლის ძმა ამ­ბობს იმა­საც, რომ მისი დის­თვის ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ეს მხო­ლოდ მის სიკ­ვდილს და­აჩ­ქა­რებ­და. მისი მტკი­ცე­ბით, ეს მხო­ლოდ რა­ტი­ა­ნის ინ­ტე­რეს­ში შე­დი­ო­და, რათა ქო­ნე­ბას რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­პატ­რო­ნე­ბო­და.

ორდე დგე­ბუ­ა­ძის თქმით, მას დას­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თბა ჰქონ­და, ვიდ­რე ქალი ავად გახ­დე­ბო­და. და ძმის ოჯახს ყო­ველ­თვი­უ­რად ფი­ნან­სუ­რა­დაც ეხ­მა­რე­ბო­და. ამ­ბობს, რომ როცა დის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად კლი­ნი­კა­ში მი­ვი­და, ლე­ვან რა­ტი­ან­მა მა­ი­ას ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა, - ექიმ­მა მას გა­მო­უ­ცხა­და, რომ მა­ი­ას არა­ვის ნახ­ვა არ სურ­და.

გარ­დაც­ვლი­ლის ძმა აცხა­დებს, რომ რა­ტი­ა­ნი მას ჰპირ­დე­ბო­და, რომ მისი დის კუთ­ვნილ ქო­ნე­ბას დგე­ბუ­ა­ძე­ებს და­უბ­რუ­ნებ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

"რა­ტი­ან­მა მი­თხრა, - სხვი­სი ქო­ნე­ბა რად მინ­და, მე ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­რი­სად მაქვს. პრო­ფე­სო­რი კაცი ვარ, ამ ამ­ბავს სა­ლა­პა­რა­კოდ არ გა­ვიხ­დი, ბო­დიშს გიხ­დით, ორ­მო­ცი რომ ვერ გა­და­ვუ­ხა­დე პან­დე­მი­ის გა­მოო. მას ყვე­ლა­ფერს ისე გა­ვუ­კე­თებ, რო­გორც ეკად­რე­ბო­და. ჩათ­ვა­ლეთ, თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი ვიქ­ნე­ბი. თქვენს გამო, რას არ გა­ვა­კე­თე­ბო. მხო­ლოდ ერთი თხოვ­ნა მაქვს, სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბი და­უმ­თავ­რე­ბე­ლია და მისი დას­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მო­მე­ცი­თო“, - იხ­სე­ნებს დგე­ბუ­ა­ძე რა­ტი­ან­თან სა­უ­ბარს.

დგე­ბუ­ა­ძე ამ­ბობს, რომ მას არ აქვს პრე­ტენ­ზია იმ ქო­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მის­მა დამ შექ­მნა. ის ექიმს იმ ბი­ნის დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვს, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მათი ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა იყო.

"მხო­ლოდ იმ ბი­ნის დაბ­რუ­ნე­ბა მინ­და, რო­მე­ლიც ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბაა. ეს ბინა დიდ დი­ღომ­შია და მხო­ლოდ მისი დაბ­რუ­ნე­ბა ვთხო­ვე. ახლა თა­ვის მარ­თლე­ბა და­ი­წყო და ამ­ბობს, თურ­მე იმ ბი­ნა­ში, მე-7 სარ­თულ­ზე, ჩემი დის სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უ­მი უნდა გახ­სნას. 6 თვე­ში ან­დერ­ძი ძა­ლა­ში შე­ვი­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ი­ფორ­მა და მერე აქეთ და­მე­მუქ­რა, - თუ არ გა­ჩერ­დე­ბი შენს თავს და­ვა­ჭე­რი­ნე­ბო", - ამ­ბობს დგე­ბუ­ა­ძე.

ლე­ვან რა­ტი­ა­ნი ორდე დგე­ბუ­ა­ძის ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და ამ­ბობს, რომ ან­დერ­ძი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც შედ­გე­ნი­ლია ივ­ლის­ში მას კი მაია დგე­ბუ­ა­ძემ ნო­ემ­ბერ­ში მი­უ­ტა­ნა. ლე­ვან რა­ტი­ა­ნის თქმით, მაია დგე­ბუ­ა­ძე მისი პრო­ფე­სო­რი იყო, ანა­ტო­მი­ას უკი­თხავ­და და მისი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი იყო. ექი­მი ამ­ბობს, რომ მა­ი­ას დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­და, 23 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა­ნეთს არ ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ და რომ ამის შე­სა­ხებ ან­დერ­ძშიც წერს.

რა­ტი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მან ყვე­ლა პუნ­ქტი ისე შე­ას­რუ­ლა, რო­გორც ან­დერ­ძში ეწე­რა.

“ეს ყვე­ლა­ფე­რი არის დიდი ცი­ლის­წა­მე­ბა, რაც, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ძლივს გა­და­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. ამ ადა­მი­ანს თან გა­დავ­ყე­ვი, რო­გორც ჩემს სა­კუ­თარ დე­დას. ამ ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი და 23 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და. ასე წერს ან­დერ­ძში თვი­თონ, აბა, მათი ოჯა­ხუ­რი ამ­ბე­ბის მე რა ვიცი. ან­დერ­ძის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი, ივ­ლის­შია და­წე­რი­ლი და მე დე­კემ­ბერ­ში გავ­ხსე­ნი. მაია ოპე­რა­ცი­ა­ზე რომ შე­დი­ო­და, და­მი­ტო­ვა ჩან­თა და მი­თხრა თუ გარ­და­ვიც­ვლე­ბი, ეს ჩან­თა გახ­სე­ნი და აქ წე­რია ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ უნდა მო­იქ­ცე­თო. ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე ასე­თი რა­ღა­ცე­ბი, როცა არ გყავს მემ­კვიდ­რე, იმას უტო­ვე­ბენ ქო­ნე­ბას, ვის­თა­ნაც უფრო ახ­ლოს არი­ან. მათი დის სურ­ვი­ლი იყო, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო“, - ამ­ბობს ლე­ვან რა­ტი­ა­ნი.

ინ­ტერ­ნეტ­ში იძებ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მაია დგე­ბუ­ა­ძის გარ­დაც­ვლე­ბის­თვის ლე­ვან რა­ტი­ანს" ფე­ის­ბუქპოს­ტი" მი­უ­ძღვნია.

"ასეა და ასე იქ­ნე­ბა, სიკ­ვდილ­მა გა­ი­მარ­ჯვა სი­ცო­ცხლე­ზე, ეს ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნია თით­ქოს, მაგ­რამ შე­უ­გუ­ე­ბე­ლი, მო­ი­ხე­დავ და ოცი წელი გა­სუ­ლა, რაც ერ­თმა­ნე­თი გაგ­ვიც­ვნია და დღეს კი ვემ­შვი­დო­ბე­ბი, ვემ­შვი­დო­ბე­ბი დიდი ტკი­ვი­ლით, ჩემს საყ­ვა­რელ პრო­ფე­სორს მაია დგე­ბუ­ა­ძეს, პრო­ფე­სორს, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლე­ში ბრძო­ლის და თავ­მდაბ­ლო­ბის სიმ­ბი­ო­ზი მას­წავ­ლა, მას­წავ­ლა, რო­გო­რი უნდა მი­აღ­წიო ცოდ­ნით წარ­მა­ტე­ბას.

ბევ­რი გვქონ­და სა­კე­თე­ბე­ლი, მაგ­რამ წუ­თი­სო­ფელ­მა ამ მი­წი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში დაგ­ვა­ცი­ლა, დაგ­ვა­ცი­ლა დრო­ე­ბით, რწმე­ნით იმი­სა, რომ კვლავ შევხდე­ბით ერ­თმა­ნეთს…. მშვი­დო­ბით, პრო­ფე­სო­რო. მე კი პი­რო­ბას გაძ­ლევთ ყვე­ლა, თქვენს და­წყე­ბულ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან!

შენი წარ­მა­ტე­ბა მა­ხა­რებს და მა­ცო­ცხლებ­სო, - ასე მე­უბ­ნე­ბო­და… მად­ლო­ბა ჩემო პრო­ფე­სო­რო ყვე­ლა იმ ქმე­დე­ბის­თვის, რაც ჩემ­თვის გა­ა­კე­თეთ. მე კი შე­უძ­ლე­ბელს გა­ვა­კე­თებ ღირ­სე­უ­ლად, რომ და­ვას­რუ­ლო ცხოვ­რე­ბა, რო­გორც ექიმ­მა. მშვი­დო­ბით“, - წერ­და ლე­ვან რა­ტი­ა­ნი.

იხი­ლეთ ვი­დე­ო­სი­უ­ჟტი

ავ­ტო­რი: თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 138 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
15

ამერიკელები, მთლად შვილებიც რომ ყავთ ქართველ მომვლელებს უტოვებენ ქონებას (რამოდენიმე შემთხვევა იყო) ესეა, ვისაც გვინდა იმას გავახარებთ, რათ უნდა ამხელა აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა

ბლა ბლა
11

კარგი ძმას არ ელაპარაკებოდა სხვა ნათესავი არ ყავდა ვისთანაც იკონტაქტებდა? აბა სიცოცხლეში რა მოხდა ისეთი წარღვნამ ყველა ამოუწყვიტა ერთი სტუდენტის გარდა? რა ხდება? არც და არც ძმა ბიძაშბილი მამიდაშვილი დეიდაშვილი არ ყავდა? ქვეყანაზე ის და ერთი სტუდენტი ყავდა მხოლოდ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"6 თვეში ანდერძი ძალაში შევიდა, ყველაფერი გადაიფორმა და მერე აქეთ დამემუქრა..." - რას პასუხობს ლევან რატიანი ბრალდებას, რომ მან პაციენტის ქონება მიითვისა?

"6 თვეში ანდერძი ძალაში შევიდა, ყველაფერი გადაიფორმა და მერე აქეთ დამემუქრა..." - რას პასუხობს ლევან რატიანი ბრალდებას, რომ მან პაციენტის ქონება მიითვისა?

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი სკანდალში გაეხვა. ცნობილ ექიმს, აწ გარდაცვლილი მეცნიერის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მაია დგებუაძის ძმა, ორდე დგებუაძე ბრალდებებს უყენებს.

პროფესორი მაია დგებუაძე 2020 წელს სიმსივნის მძიმე დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ პროფესორის მიერ სიცოცხლის ბოლო თვეებში დაწერილი ანდერძი თაღლითურად შედგა, რის გამოც ლევან რატიანს ედავებიან. ოჯახი ამტკიცებს, რომ ლევან რატიანმა პროფესორის მძიმე მდგომარეობა მისი ფინანსური კეთილდღეობისთვის გამოიყენა, რათა დგებუაძის გარდაცვალების შემდეგ ანდერძით ექიმის საკუთრებაში გადასულიყო მაია დგებუაძის სახელზე არსებული ქონება.

როგორც გარდაცვლილის ძმა, ორდე დგებუაძე, AMBEBI.GE- ს უყვება, ლევან რატიანმა მის დას ანდერძი გარდაცვალებამდე 4-5 თვით ადრე დააწერინა, რომლის თანახმადაც გარდაცვალების შემდეგ, საკუთარ ქონებას ლევან რატიანს უტოვებდა. ამ ანდერძის საფუძველზე საბოლოოდ ქალის მილიონიან ქონებას დაეპატრონა.

მისივე თქმით, მაიასთვის ოპერაციის ჩატარება, ოჯახის წევრებთან შეთანხმების გარეშე გადაწყდა, რაშიც ის ლევან რატიანს ადანაშაულებს. დგებუაძის ბრალდებით, ექიმი დაინტერესებული იყო პაციენტის ფინანსური მდგომარეობით და ოპერაციამდე 4-5 თვით ადრე, ლევან რატიანმა მის დას დააწერინა ანდერძი.

"მთელ ქონებას ჩვენ გვიტოვებდა. ხშირად ამბობდა, ჩემი გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი თქვენი იქნებაო. თუმცა ასე არ მოხდა. ვფიქრობ, რომ ბოლო დროს არ იყო კარგად და ეს ანდერძი სწორედ იმ დროს დაწერა. ნორმალური ადამიანის დაწერილი რომ იყოს, სხვა ამბავია, მაგრამ უმძიმესი პაციენტი იყო. ასეთ ანდერძს რომ წერდა, იმ დროს ოჯახის წევრიც ხომ უნდა ყოფილიყო მის გვერდით?!“ - ამბობს ორდე დგებუაძე.

როგორც ის აცხადებს, მის დას ოპერაციის გაკეთება გერმანიაში, ყოფილ სტუდენტთან, ცნობილ ექიმ ასლან გერმანიშვილთან სურდა. დგებუაძე ამბობს, რომ იმ პერიოდში ასლანი თბილისში იყო ჩამოსული და პაციენტს ოპერაცია უშუალოდ ამ ექიმმა ჩაუტარა. გარდაცვლილის ძმა ამბობს იმასაც, რომ მისი დისთვის ოპერაციის გაკეთება არ შეიძლებოდა. ეს მხოლოდ მის სიკვდილს დააჩქარებდა. მისი მტკიცებით, ეს მხოლოდ რატიანის ინტერესში შედიოდა, რათა ქონებას რაც შეიძლება მალე დაპატრონებოდა.

ორდე დგებუაძის თქმით, მას დასთან ძალიან კარგი ურთიერთბა ჰქონდა, ვიდრე ქალი ავად გახდებოდა. და ძმის ოჯახს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა. ამბობს, რომ როცა დის მოსანახულებლად კლინიკაში მივიდა, ლევან რატიანმა მაიას ნახვის საშუალება არ მისცა, - ექიმმა მას გამოუცხადა, რომ მაიას არავის ნახვა არ სურდა.

გარდაცვლილის ძმა აცხადებს, რომ რატიანი მას ჰპირდებოდა, რომ მისი დის კუთვნილ ქონებას დგებუაძეებს დაუბრუნებდა, თუმცა მოგვიანებით ამაზე უარი განაცხადა.

"რატიანმა მითხრა, - სხვისი ქონება რად მინდა, მე ყველაფერი საკმარისად მაქვს. პროფესორი კაცი ვარ, ამ ამბავს სალაპარაკოდ არ გავიხდი, ბოდიშს გიხდით, ორმოცი რომ ვერ გადავუხადე პანდემიის გამოო. მას ყველაფერს ისე გავუკეთებ, როგორც ეკადრებოდა. ჩათვალეთ, თქვენი ოჯახის წევრი ვიქნები. თქვენს გამო, რას არ გავაკეთებო. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, სამეცნიერო ნაშრომები დაუმთავრებელია და მისი დასრულების უფლება მომეცითო“, - იხსენებს დგებუაძე რატიანთან საუბარს.

დგებუაძე ამბობს, რომ მას არ აქვს პრეტენზია იმ ქონებაზე, რომელიც მისმა დამ შექმნა. ის ექიმს იმ ბინის დაბრუნებას სთხოვს, რომელიც თბილისში მათი ოჯახის საკუთრება იყო.

"მხოლოდ იმ ბინის დაბრუნება მინდა, რომელიც ოჯახის საკუთრებაა. ეს ბინა დიდ დიღომშია და მხოლოდ მისი დაბრუნება ვთხოვე. ახლა თავის მართლება დაიწყო და ამბობს, თურმე იმ ბინაში, მე-7 სართულზე, ჩემი დის სახელობის მუზეუმი უნდა გახსნას. 6 თვეში ანდერძი ძალაში შევიდა, ყველაფერი გადაიფორმა და მერე აქეთ დამემუქრა, - თუ არ გაჩერდები შენს თავს დავაჭერინებო", - ამბობს დგებუაძე.

ლევან რატიანი ორდე დგებუაძის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ანდერძი ნამდვილად არსებობს, რომელიც შედგენილია ივლისში მას კი მაია დგებუაძემ ნოემბერში მიუტანა. ლევან რატიანის თქმით, მაია დგებუაძე მისი პროფესორი იყო, ანატომიას უკითხავდა და მისი უფროსი მეგობარი იყო. ექიმი ამბობს, რომ მაიას დედმამიშვილებთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, 23 წლის განმავლობაში ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და რომ ამის შესახებ ანდერძშიც წერს.

რატიანი ამბობს, რომ მან ყველა პუნქტი ისე შეასრულა, როგორც ანდერძში ეწერა.

“ეს ყველაფერი არის დიდი ცილისწამება, რაც, სიმართლე რომ გითხრათ, ძლივს გადავიტანე, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ამ ადამიანს თან გადავყევი, როგორც ჩემს საკუთარ დედას. ამ ადამიანს საკუთარი და 23 წლის განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა. ასე წერს ანდერძში თვითონ, აბა, მათი ოჯახური ამბების მე რა ვიცი. ანდერძის შესახებ არაფერი ვიცოდი, ივლისშია დაწერილი და მე დეკემბერში გავხსენი. მაია ოპერაციაზე რომ შედიოდა, დამიტოვა ჩანთა და მითხრა თუ გარდავიცვლები, ეს ჩანთა გახსენი და აქ წერია ყველაფერი როგორ უნდა მოიქცეთო. ხშირად ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები, როცა არ გყავს მემკვიდრე, იმას უტოვებენ ქონებას, ვისთანაც უფრო ახლოს არიან. მათი დის სურვილი იყო, რომ ყველაფერი ასე დასრულებულიყო“, - ამბობს ლევან რატიანი.

ინტერნეტში იძებნება ინფორმაცია, რომ მაია დგებუაძის გარდაცვლებისთვის ლევან რატიანს" ფეისბუქპოსტი" მიუძღვნია.

"ასეა და ასე იქნება, სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე, ეს ბუნების კანონია თითქოს, მაგრამ შეუგუებელი, მოიხედავ და ოცი წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცვნია და დღეს კი ვემშვიდობები, ვემშვიდობები დიდი ტკივილით, ჩემს საყვარელ პროფესორს მაია დგებუაძეს, პროფესორს, რომელმაც სიცოცხლეში ბრძოლის და თავმდაბლობის სიმბიოზი მასწავლა, მასწავლა, როგორი უნდა მიაღწიო ცოდნით წარმატებას.

ბევრი გვქონდა საკეთებელი, მაგრამ წუთისოფელმა ამ მიწიერ ცხოვრებაში დაგვაცილა, დაგვაცილა დროებით, რწმენით იმისა, რომ კვლავ შევხდებით ერთმანეთს…. მშვიდობით, პროფესორო. მე კი პირობას გაძლევთ ყველა, თქვენს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან!

შენი წარმატება მახარებს და მაცოცხლებსო, - ასე მეუბნებოდა… მადლობა ჩემო პროფესორო ყველა იმ ქმედებისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. მე კი შეუძლებელს გავაკეთებ ღირსეულად, რომ დავასრულო ცხოვრება, როგორც ექიმმა. მშვიდობით“, - წერდა ლევან რატიანი.

იხილეთ ვიდეოსიუჟტი

ავტორი: თიკო გურაშვილი