ავტორი:

"ტერმინ "გენოციდის“ გამოყენებისას ფრთხილი ვიქნები, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან" - ემანუელ მაკრონი

"ტერმინ "გენოციდის“ გამოყენებისას ფრთხილი ვიქნები, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან" - ემანუელ მაკრონი

France 2-თან მიცემულ ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა, უკრაინაში რუსეთის ქმედებები შეეფასებინა, როგორც "გენოციდი“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კითხვაზე, ჯო ბაიდენის მსგავსად, გამოიყენებდა თუ არა მაკრონი უკრაინელი ხალხის მკვლელობების აღსაწერად სიტყვა "გენოციდს“, საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა: "დღეს ასეთი ტერმინების გამოყენებისას ფრთხილი ვიქნები, რადგან ეს ორი ხალხი (რუსები და უკრაინელები), ძმები არიან“.

"რამდენადაც შემიძლია, მინდა გავაგრძელო მცდელობები, რათა ეს ომი შევაჩერო და მშვიდობა აღვადგინო. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა მიუღებელია და ეს ომის დანაშაულებია. ჩვენ, ომის დანაშაულებებში ვცხოვრობთ, რომელიც უპრეცედენტოა ჩვენს მიწაზე - ჩვენს ევროპულ მიწაზე. რუსეთმა უკიდურესად სასტიკი ომი, ცალმხრივად დაიწყო. ახლა უკვე დადგინდა, რომ რუსეთის არმიამ ომის დანაშაულები ჩაიდინა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისინი, ვინც ამაზე პასუხისმგებელია“, - განაცხადა მაკრონმა.