კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა დროებით და გაუმართავ ამწეს ემსხვერპლა!" - რას ამბობენ მეგობრები ახალგაზრდაზე, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ მშენებლობაზე დაიღუპა?
"მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა დროებით და გაუმართავ ამწეს ემსხვერპლა!" - რას ამბობენ მეგობრები ახალგაზრდაზე, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ მშენებლობაზე დაიღუპა?

თბი­ლის­ში, მშე­ნებ­ლო­ბი­დან მუშა გად­მო­ვარ­და და და­ი­ღუ­პა. შემ­თხვე­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. შსს-მ უკვე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის ცნო­ბით, საქ­მეს მათი ინ­სპექ­ტო­რე­ბიც სწავ­ლო­ბენ. რო­გორც გა­ირ­კვა, გარ­დაც­ვლი­ლი მუშა, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ჯაბა ქა­მა­და­ძეა. მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჯა­ბას შე­სა­ხებ წე­რენ.

ირი­ნა ზა­რან­დია:

"მუშა... იმ ქვე­ყა­ნის დე­დაც, შენ­ნა­ი­რი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მუ­შად რომ იმუ­შა­ვებს!!! და იმ ქვეყ­ნის დე­დაც, შენ აქი­დან წას­ვლა რომ გინ­დო­და, იმი­ტომ და­ი­წყე მუ­შად მუ­შა­ო­ბა, წას­ვლის ფული, რომ შე­გეგ­რო­ვე­ბი­ნა!!!"

ნიკა ნარ­სია:

"ყვე­ლა სა­ბუ­თი მზად ჰქონ­და, მალე გერ­მა­ნი­ა­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო ისევ სა­მუ­შა­ოდ, რად­გან აქ არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი ბო­ლომ­დე თავ­გან­წირ­ვი­სა. ვი­ღაც გა­რე­წარ­მა გა­ქურ­და ჯა­ბას ნა­ქი­რა­ვე­ბი ბინა თბი­ლის­ში და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად წა­ი­ღო ის გამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ბუ­თე­ბიც - ამი­ტომ გა­ე­წე­ლა დრო წას­ვლის და ყვე­ლა სა­ბუ­თი ხე­ლახ­ლა გა­სა­კე­თე­ბე­ლი გა­უხ­და, აქ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა დრო­ე­ბით და გა­უ­მარ­თავ ამ­წეს ემსხვერ­პლა!.. მარ­თლა სა­პა­ტიო - პატ­რი­ო­ტო ქარ­თვე­ლო, გკოც­ნი და მიყ­ვარ­ხარ - მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე და ბო­დი­ში რომ ასეთ უსა­მარ­თლო ქვე­ყა­ნა­ში ვართ!.."

ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლია:

"რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დი რომ შენ­ზე წარ­სულ­ში მო­მი­წევ­და ლა­პა­რა­კი, შე მა­გა­რო ბიჭო. არა­ვინ მახ­სენ­დე­ბა გულ­წრფე­ლო­ბის ამ ხა­რის­ხის მა­ტა­რე­ბე­ლი. თან მისი გულ­წრფე­ლო­ბა ხომ მუ­დამ სამ­შობ­ლოს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. არ დარ­ჩე­ნი­ლა კუ­თხე და კუნ­ჭუ­ლი, სა­დაც არ ებ­რძო­და რუ­სეთს და პრო­რუ­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ნუთუ ბო­რო­ტე­ბა და ცოდ­ვის ტრი­ა­ლი არ იყო საკ­მა­რი­სი დე­და­მი­წა­ზე, ასეთ მოწ­მენ­დილ ცაზე რომ არ გა­ვარ­დნი­ლი­ყო ეს უბე­დუ­რე­ბის ქუ­ხი­ლი. მარ­თლაც გა­საკ­ვი­რია, მაგ­რამ არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი ამა თუ იმ სა­კი­თხზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე მე­გო­ბა­რო. ძა­ლი­ან მალე მო­ვალთ შენს საფ­ლავ­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბას მო­გი­ლო­ცავთ".

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოლომონი
1

მადლობა ღმერთს რომ მუშად მაინც არის სამუშაო და ომი არ არის!!! უცხოეთში კი არ უნდა წავიდეთ, უკეთესი ქვეყანა ჩვენთან აქ ავაშენოთ!!! 

უტრუხუნე
1

აჰა, სამოქალქო აქტივისტი იყოო, ასე მოიხსენიებენ, და იმიტომაც ამუნათებენ ქვეყანას მისი პრაიდის წევრები და ხაზს უსვამენ მის განათლებულობას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს, მაგრამ მანამდე რამდენი ჩამოვარდა და დაიღუპა ან დასახიჩრდა, რატომ იმათზე არ იყო ასეთი რეაქციები ამ ა ს ო-ებისგან? ან ქვეყანას რას ერჩით? კიდევ რომ დგას არ გიკვირთ? თქვენნაირების ქაოსური "პატრიოტული" დაგნარისაგან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა დროებით და გაუმართავ ამწეს ემსხვერპლა!" - რას ამბობენ მეგობრები ახალგაზრდაზე, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ მშენებლობაზე დაიღუპა?

"მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა დროებით და გაუმართავ ამწეს ემსხვერპლა!" - რას ამბობენ მეგობრები ახალგაზრდაზე, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ მშენებლობაზე დაიღუპა?

თბილისში, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა უნივერსიტეტის ქუჩაზე მოხდა. შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება. შრომის ინსპექციის ცნობით, საქმეს მათი ინსპექტორებიც სწავლობენ. როგორც გაირკვა, გარდაცვლილი მუშა, სამოქალაქო აქტივისტი ჯაბა ქამადაძეა. მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ჯაბას შესახებ წერენ.

ირინა ზარანდია:

"მუშა... იმ ქვეყანის დედაც, შენნაირი განათლებული ადამიანი მუშად რომ იმუშავებს!!! და იმ ქვეყნის დედაც, შენ აქიდან წასვლა რომ გინდოდა, იმიტომ დაიწყე მუშად მუშაობა, წასვლის ფული, რომ შეგეგროვებინა!!!"

ნიკა ნარსია:

"ყველა საბუთი მზად ჰქონდა, მალე გერმანიაში უნდა წასულიყო ისევ სამუშაოდ, რადგან აქ არაფერი შეიცვალა, მიუხედავად ჩვენი ბოლომდე თავგანწირვისა. ვიღაც გარეწარმა გაქურდა ჯაბას ნაქირავები ბინა თბილისში და ყველაფერთან ერთად წაიღო ის გამზადებული საბუთებიც - ამიტომ გაეწელა დრო წასვლის და ყველა საბუთი ხელახლა გასაკეთებელი გაუხდა, აქ მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა დროებით და გაუმართავ ამწეს ემსხვერპლა!.. მართლა საპატიო - პატრიოტო ქართველო, გკოცნი და მიყვარხარ - მშვიდად განისვენე და ბოდიში რომ ასეთ უსამართლო ქვეყანაში ვართ!.."

ირაკლი კვარაცხელია:

"როგორ ვიფიქრებდი რომ შენზე წარსულში მომიწევდა ლაპარაკი, შე მაგარო ბიჭო. არავინ მახსენდება გულწრფელობის ამ ხარისხის მატარებელი. თან მისი გულწრფელობა ხომ მუდამ სამშობლოსთან იყო დაკავშირებული. არ დარჩენილა კუთხე და კუნჭული, სადაც არ ებრძოდა რუსეთს და პრორუსულ ხელისუფლებას. ნუთუ ბოროტება და ცოდვის ტრიალი არ იყო საკმარისი დედამიწაზე, ასეთ მოწმენდილ ცაზე რომ არ გავარდნილიყო ეს უბედურების ქუხილი. მართლაც გასაკვირია, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებული ყოფილიყო. მშვიდად განისვენე მეგობარო. ძალიან მალე მოვალთ შენს საფლავზე და საქართველოს გამარჯვებას მოგილოცავთ".