ავტორი:

"რაც შეეხება ჭორებს და შეურაცხყოფას, ყველაფერი სისულელეა" -პუგაჩოვას და გალიკინის ცხოვრება ისრაელში, მდიდრულ ვილაში: უმაკიაჟო ალა და სეირნობა სანაპიროზე დაცვის გარეშე

"რაც შეეხება ჭორებს და შეურაცხყოფას, ყველაფერი სისულელეა" -პუგაჩოვას და გალიკინის ცხოვრება ისრაელში, მდიდრულ ვილაში: უმაკიაჟო ალა და სეირნობა სანაპიროზე დაცვის გარეშე

მას შემდეგ, რაც მაქსიმ გალკინმა და ალა პუგაჩოვამ რუსეთი დატოვეს, ისინი ისრაელში ცხოვრობენ და შვილებთან ერთად ხშირად სეირნობენ ქალაქ კესარიის ქუჩებში. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს უმაკიაჟო პრიმადონა.

გალკინი და პუგაჩოვა მანამდეც არაერთხელ ყოფილან ისრაელში. ამბობენ, რომ ალა იქ იკეთებდა ხოლმე პლასტიკურ ოპერაციებს და მკურნალობდა დიაბეტისა და გულის დაავადებებს. მაქსიმ გალკინის დედა ისრაელშია დაკრძალული. დედით ებრაელი გალკინი ისრაელის მოქალაქეა და გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახმა უკვე შეიტანა საბუთები, რათა ბავშვებმა და ალამ ისრაელის მოქალაქეობა მიიღონ.

მათ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დატოვეს ქვეყანა და თვეზე მეტია, კესარიაში არავარსკვლავურად ცხოვრობენ. ბავშვებთან ერთად სეირნობენ სანაპიროზე, სადაც არ დაყვებათ პირადი დაცვა და განსაკუთრებულად არც ჩაცმაზე ზრუნავენ.

რუსული მედია წერს, რომ ვარკვლავურ წყვილს ისრაელში გულგრილად შეხვდნენ, თუმცა ეს მათი ვერსიაა. ალა და გალკინი პირიქით, კმაყოფილები ჩანან ცხოვრების ახალი სტილით, მათ ხომ ზედმეტად არავინ აწუხებთ. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ სანაპიროზე, სადაც ისინი ცხოვრობენ, მათ გამო ბინების ფასიც კი გაიზარდა.

ქალაქ კესარიას "ისრაელის რუბლიოვკასაც“ კი უწოდებენ, რადგან იქ მდიდრული ვილების გარდა, იახტების ნავსადგური და კერძო თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი პატარა აეროპორტია. ასევე აქ არის ალას საყვარელი კლინიკა - ჰერცლიის სამედიცინო ცენტრი.

მაქსიმ გალკინი ქალაქის ქუჩებში ყოველდღე ველოსიპედით სეირნობს, რისი ფუფუნებაც რუსეთში ნაკლებად ჰქონდა. ვარსკვლავს ივნისის დასაწყისში დაგეგმილი აქვს საკონცერტო ტურნე მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ისრაელში გალკინმა თმა მოკლედ შეიჭრა.

"რაც შეეხება ჭორებს, აჟიოტაჟს და შეურაცხყოფას, რაც ჩემზე და ჩემს ოჯახზე ვრცელდება, ეს ყველაფერი სისულელეა, რაზეც პასუხის გაცემა საჭიროდ არც კი მიმაჩნია", - ამბობს ის.

ალა და მაქსიმი კესარიაში შემთხვევით არ დასახლდნენ - მაქსიმის ძმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, იმავე ქალაქში ცხოვრობს. ჭორების თანახმად, წყვილი სახლს თვეში 1 მილიონ რუბლად ქირაობს. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, სახლი დიდი ხანია უკვე ალა პუგაჩოვას ეკუთვნის.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ალა პუგაჩოვა მხოლოდ ერთხელ დაუკავშირდა თაყვანისმცემლებს და უთხრა, რომ დასასვენებლად და სამკურნალოდ წავიდა. თუმცა დრო გადის და წყვილი, როგორც ჩანს, სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს. ჰარის და ლიზას სასკოლო არდადეგები დასრულდა და ბავშვები ახლა სკოლას აცდენენ. ჭორების თანახმად, გალკინი და პუგაჩოვა ტყუპისთვის სკოლას ისრაელში უკვე ეძებენ.