მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ დააკავა "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირები, რომლებიც ცდილობდნენ, მოქალაქისთვის ონლაინკაზინოში მოგებული ფული გამოეძალათ
პოლიციამ დააკავა "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირები, რომლებიც ცდილობდნენ, მოქალაქისთვის ონლაინკაზინოში მოგებული ფული გამოეძალათ

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ კავ­შირ­ში მყო­ფი 2 პირი და­ა­კა­ვეს, 3 პირს ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად, ხოლო 1 პირს - პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წა­რედ­გი­ნა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რი კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ყ. და 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.მ. და­ა­კა­ვეს.

და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნათ ბრა­ლი 1983 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.ჩ.-ს - "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის­თვის“, 1988 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ხ.-ს - "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის­თვის“, ხოლო 1989 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ხ.-ს - "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის ან კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის მი­მარ­თვის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა 1983 წელს და­ბა­დე­ბულ დ.ჯ.-ს, მას ბრა­ლი "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის­თვის“ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წა­რედ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და მო­ქა­ლა­ქე დ.უ.-ს მიერ ერთ-ერთ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ში 216 963 ლა­რის მო­გე­ბის შე­სა­ხებ. მათ, სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა მო­ა­წყვეს. "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რი დ.ჯ. და­უ­კავ­შირ­და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევრ ზ. ხ.-ს და "კა­ნო­ნი­ერ ქურდ“ ლ.ჩ.-ს, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, რომ დ.უ.-ს ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ში მო­გე­ბუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი მისი მი­თი­თე­ბის გა­რე­შე არ უნდა გა­ნე­კარ­გა.

ამის შემ­დეგ, დ.უ.-ს "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ მხარ­დამ­ჭე­რებ­მა - ლ.მ.-მ და გ.ყ.-მ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და­უ­დას­ტუ­რეს და მას მფარ­ვე­ლო­ბას დაჰ­პირ­დნენ, რი­თაც მხა­რი და­უ­ჭი­რეს "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, დიდი ოდე­ნო­ბით ფული და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 7- დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის", "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლით, 223-ე მე-3 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და 223-ე მე-4 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

აი ამიტომაა თამაში ცუდი თუ წააგებ ცუდია. თუ მოიგებ შარია.

გია
1

ათასობით არიან ჯერ, ფეისბუქზე ქურდებზე რომ ლოცულობენ, პროფილზე შავი ბეემვე, პატრიარქი, მგელი და ეკლესია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პოლიციამ დააკავა "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირები, რომლებიც ცდილობდნენ, მოქალაქისთვის ონლაინკაზინოში მოგებული ფული გამოეძალათ

პოლიციამ დააკავა "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირები, რომლებიც ცდილობდნენ, მოქალაქისთვის ონლაინკაზინოში მოგებული ფული გამოეძალათ

სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს, 3 პირს ბრალი დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს - პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის 1995 წელს დაბადებული გ.ყ. და 1990 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.

დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი 1983 წელს დაბადებულ ლ.ჩ.-ს - "კანონიერი ქურდობისთვის“, 1988 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს - "ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, ხოლო 1989 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს - "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვისთვის. რაც შეეხება 1983 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს, მას ბრალი "ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისთვის ცნობილი გახდა მოქალაქე დ.უ.-ს მიერ ერთ-ერთ ონლაინკაზინოში 216 963 ლარის მოგების შესახებ. მათ, სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს. "ქურდული სამყაროს" წევრი დ.ჯ. დაუკავშირდა საზღვარგარეთ მყოფ, "ქურდული სამყაროს“ წევრ ზ. ხ.-ს და "კანონიერ ქურდ“ ლ.ჩ.-ს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დ.უ.-ს ონლაინკაზინოში მოგებული თანხის ნაწილი მისი მითითების გარეშე არ უნდა განეკარგა.

ამის შემდეგ, დ.უ.-ს "ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებმა - ლ.მ.-მ და გ.ყ.-მ "კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობა დაუდასტურეს და მას მფარველობას დაჰპირდნენ, რითაც მხარი დაუჭირეს "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, დიდი ოდენობით ფული და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

დანაშაულები 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ქურდული სამყაროს“ წევრობის, "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.