ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაზის ტარიფების ზრდაზე საუბრისას უკრაინაში მომხდარი "გენოციდად" მოიხსენია.
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელების ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, ჩაიდენს თუ არა დიქტატორი სხვა ქვეყანაში გენოციდს.
მისი თქმით, ის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი ბარელი ნავთობის მოხმარების განკარგულებას გასცემს.
"პუტინის მიერ ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით, ნებადართული ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის მოხმარების განკარგულებას გავცემ“, - აღნიშნა ბაიდენმა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მან უკრაინაში რუსეთის შეჭრას "გენოციდი“ უწოდა.
"ჭეშმარიტი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები. ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა უცილებელია იმისთვის, რომ ბოროტებას წინ აღუდგე. შეერთებული შტატების მადლობელი ვართ იმ დახმარებისთვის, რაც აქამდე გაგვიწიეს და სასწრაფოდ გვჭირდება მეტი მძიმე იარაღი რუსეთის შემდგომი სისასტიკის თავიდან ასაცილებლად,“- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი "ტვიტერზე“.
.