ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტას „ინგლისელების მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია“ უწოდა. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ლუკაშენკოს თქმით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს მასალების მიწოდება შეუძლია.
"ყველა ყვირის: უნდა შემოგვეტანა სანქციების მორიგი პაკეტი, ეს ცნობილია. ჩვენ დღეს განვიხილეთ მათი სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს ინგლისელებმა. რუს მეგობრებთან ერთად ჩვენ მთლიანად - პირველიდან ბოლო საათამდე გავხსენით დასავლეთის ეს საზიზღარი, ამაზრზენი პოზიცია. თუ თქვენ გჭირდებათ მისამართები, პაროლები, გარეგნობა, ავტომობილების ნომრები და მარკა, რომლითაც ჩავიდნენ ბუჩაში, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს შეუძლია მოგაწოდოთ ეს მასალა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ცნობისვთის, რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბუჩადან გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალები, რომლებზეც რუსული სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულია ასახული, „მორიგი პროვოკაციაა“.
ვფიქრობ , რაღაც გამოუსწორებელი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგი დაუდგა ამათ კორონა პანდემიისგან , გახსოვთ ორივე იძახდა ბლეფიაო და აღმოჩნდა დამანგრეველი და შედეგი გადასაფარი აქვთ ომით , აბა ნატოს გაფართოების საშიშროებაა ბლეფი ! უკრაინა სსრკ ნგრევის ინიციატორი და დსთ დამფუძნებელი წევრი იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად , გამოდის ეს დსთ სამოქალაქო ომია , დსთ და საბაჟო კავშირი ცხადია ბუტაფორიებია და იმპერიის ნაშთებს აძიგძიგებთ , ამ ორს კი ის ასაკი აქვსთ უფრო ახლოს რომ ჯანდაბის გზაა , ეს ცხადია ფიასკოა , მაგრამ რის ფასად ?! უომრად უნდა მომხდარიყო ამ კომუნისტ უკვდავ კაშჩეების მოკვდინება ! ზელენსკი ამ ომიდან ახალგაზრდა კაშჩეად გამოვა , ესეც ცხადია , ვაი , კიევის რუსეთის აღდგენა თუ მოინდომა ?! დრო იმ ორზე დამღუპველად მოქმედებს , მათი მარცხი დღეს არა ხვალ გარდაუვლად დადგება და სად დადგება ზელენსკი ჯერ სავარაუდოა , უფრო კვაზიდემოკრატიული ოდოიზი დადგება , აღდგომა და ხვალეო , თუ მე არ გავასწარი ამათ ჯანდაბამდის ! წარმოგიდგენიათ სად და ვისთან ვიცხოვრეთ ?! კიდევ ბევრი ვართ დარჩენილი ამათ და თურქ არაბ სპარსელების ხელში ! ამ გარემოს პატრონმა ისე არ უნდა ვიცხოვროთ , როგორც ვირჯებით , დაღმართზე ვართ დაგორებული , ამათ ჩავყვეთ უნდა !? მოიფიქრეთ რა ვქნათ , ვფიქრობ მე , მაგრამ კიდევ სამი მილიონის ფიქრია საჭირო - მომეცით საყრდენი წერტილი და მოვიფიქრებ , გვაქვს რამე საყრდენი წერტილი ?! მაგალითად ენა მამული სარწმუნოება და სამართლიანი საუოველთაო კეთილდღეობა ?! თუ რა ?! გრდმლმა, ნამგალმა და ურომ არ გაამართლა და იქნება ერთში გუთანი, მეორეში ხმალი და გულზე ჯვარი გამოდგეს ?!
პუკინის მეორე ნახევარი!!!