პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორთაჭალში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმე, რომლის დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - პოლიციამ დანაშაული გახსნა, დაკავებულია ორი პირი
ორთაჭალში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმე, რომლის დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - პოლიციამ დანაშაული გახსნა, დაკავებულია ორი პირი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ქ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.კ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლე­ბი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 12 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ორ­თა­ჭა­ლის ქუ­ჩა­ზე, რამ­დე­ნი­მე პირს შო­რის მომ­ხდა­რი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად და­წყე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ბრალ­დე­ბულ­მა ბ.ქ.-მ 1989 წელს და­ბა­დე­ბულ დ.მ.-ს და 1988 წელს და­ბა­დე­ბულ ა.მ.-ს ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, დ.მ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ა.მ.-ს გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ა.კ. მკვლე­ლო­ბის და დაჭ­რის ფაქტს შე­ეს­წრო, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ას მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბ.ქ. და ა.კ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 19-109-ე მუხ­ლე­ბით და 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
0

სამუდამო განზრახ მკვლელობას მთავრობავ შეიმუშავეთ ეგ კანონი 

გელა
21

კრიმინალი ყვავის არა, ისა კიდე.

აბა ის 9 წელი ჯობდა? (სტატისტიკა სხვა იყო)

გაგებით ვეკიდებით...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ორთაჭალში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმე, რომლის დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - პოლიციამ დანაშაული გახსნა, დაკავებულია ორი პირი

ორთაჭალში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმე, რომლის დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - პოლიციამ დანაშაული გახსნა, დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ბ.ქ. განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 2001 წელს დაბადებული ა.კ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აპრილს, თბილისში, ორთაჭალის ქუჩაზე, რამდენიმე პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას, ბრალდებულმა ბ.ქ.-მ 1989 წელს დაბადებულ დ.მ.-ს და 1988 წელს დაბადებულ ა.მ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ა.მ.-ს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ინციდენტში მონაწილე ა.კ. მკვლელობის და დაჭრის ფაქტს შეესწრო, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ქ. და ა.კ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.