მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს აფხაზეთს უკავშირდება, ასევე იმედდაკარგულ, გაყინულ, გაჩერებულ ისტორიებს..." - ნათია თოდუას "მაგნოლია", ახალი კლიპი და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმით გახსნილი ჭრილობები
"ეს აფხაზეთს უკავშირდება, ასევე იმედდაკარგულ, გაყინულ, გაჩერებულ ისტორიებს..." - ნათია თოდუას "მაგნოლია", ახალი კლიპი და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმით გახსნილი ჭრილობები

"რო­გორ მინ­და შენ­თან, რო­გორ მინ­და შენ­თან, ჩემო მაგ­ნო­ლია“, - ანა კა­ლან­და­ძის ამ ულა­მა­ზეს სტრი­ქო­ნებ­ზე შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რის ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სია მომ­ღე­რალ­მა ნა­თია თო­დუ­ამ ჩა­წე­რა. ამ ნა­მუ­შე­ვარ­ზე რე­ჟი­სორ­მა ზაზა ორაშ­ვილ­მა ვი­დე­ოკ­ლი­პი გა­და­ი­ღო. მათი სურ­ვი­ლია, მა­ყუ­რე­ბელ­მა და მსმე­ნელ­მა თვი­თონ აირ­ჩი­ოს და გა­და­წყვი­ტოს, მისი ნახ­ვი­სას რას და­ი­ნა­ხავს და მო­ის­მენს.

"თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ატა­რებს ტკი­ვილს, იმედ­გაც­რუ­ე­ბას და აქვს რა­ღა­ცის მო­ლო­დი­ნი. ამი­ტომ კლი­პი თა­ვად, სა­კუ­თა­რი ფიქ­რით, აზ­რით, გე­მოვ­ნე­ბით შე­ა­ფა­სონ,“ - გვე­უბ­ნე­ბა ნა­თია თო­დუა, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

სიმ­ღე­რა­ზე პირ­ვე­ლად "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" პრო­ექტ "აკუს­ტი­კა­ში“ იმუ­შა­ვა, მაგ­რამ სიმ­ღე­რა უფრო ადრე, მას მერე შე­უყ­ვარ­და, რო­დე­საც მისი ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სია მუ­სი­კის ავ­ტო­რის ცი­ნუ­კი და­დი­ა­ნის შეს­რუ­ლე­ბით მო­ის­მი­ნა.

"ჩემ­ში ღრმა ემო­ცი­ე­ბი აღ­ძრა, თით­ქოს ბავ­შვო­ბა­ში და­მაბ­რუ­ნა... ძა­ლი­ან მო­მინ­და, სა­კუ­თა­რი ხედ­ვით შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. და­ვუ­კავ­შირ­დი ირაკ­ლი სა­ნა­ი­ას, რო­მელ­მაც თა­ვი­სი არან­ჟი­რე­ბით, სიმ­ღე­რას ახა­ლი სი­ცო­ცხლე აჩუ­ქა. მე კი, რო­გორც ვგრძნობ­დი, ისე ვიმ­ღე­რე. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცის­თვის ძა­ლი­ან კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რია, ვი­ღაც ფიქ­რობს, რომ ამ სიმ­ღე­რას არ უნდა შე­ე­ხო..." - ამ­ბობს ნა­თია.

- მოკ­ლედ, იმ­დე­ნად მო­გე­წო­ნა, რომ მას­ზე მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი ვერ გა­დათ­ქვი, ხომ?

- კი... ლექ­სი ძა­ლი­ან ღრმაა, თით­ქოს ჩემს ცხოვ­რე­ბას შე­ე­ხე­ბა და რო­გორ შე­მეძ­ლო, არ ჩა­მე­წე­რა?! სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ცოტა სიმ­ღე­რაა, რო­მელ­ზეც მინ­დე­ბა ხოლ­მე, ვი­მუ­შაო... ვში­შობ­დით, გვინ­დო­და, ფრთხი­ლად შევ­ხე­ბო­დით, რომ ორი­გი­ნა­ლის შე­სა­ფე­რი­სი გა­მო­სუ­ლი­ყო, რა­საც თა­ვად მუ­სი­კა და ლექ­სი იმ­სა­ხუ­რებს.

რე­ჟი­სორ ზაზა ორაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დი. მას ფიქ­რის­თვის დიდი დრო დას­ჭირ­და. მერე ისიც ვთქვით, იქ­ნებ, ამ იდე­ის­თვის თავი სა­ერ­თოდ დაგ­ვე­ნე­ბე­ბი­ნა. სიმ­ღე­რა მგრძნო­ბი­ა­რე თე­მებს ეხე­ბა და ამი­ტომ სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ას გან­ვი­ხი­ლავ­დით...

სა­ბო­ლო­ოდ, რო­დე­საც ზა­ზამ გა­და­წყვი­ტა, რა და რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, და­მი­კავ­შირ­და. იმ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი. კლიპ­ზე სა­მუ­შა­ოდ და იმის­თვის, რომ 3-წუ­თი­ა­ნი ვი­დეო შექ­მნი­ლი­ყო, დიდი ჯგუ­ფი შე­იკ­რი­ბა. მად­ლო­ბა გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებს - რე­ჟი­სორს, ოპე­რა­ტორს, ფო­ტოგ­რაფს, მხატ­ვარს, ვი­ზა­ჟისტს, მკე­რავს. მად­ლო­ბა ასე­ვე ჩემს უძ­ვირ­ფა­სეს ადა­მი­ა­ნებს, ოჯა­ხის წევ­რებს, რომ­ლე­ბიც დი­ლი­დან შუა ღა­მემ­დე გა­და­ღე­ბის პრო­ცესს ეს­წრე­ბოდ­ნენ, მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ურ­თუ­ლე­სი იყო ამ ყვე­ლაფ­რის ერთ დღე­ში გა­და­ღე­ბა. მაგ­რამ ყვე­ლამ ერ­თად შევ­ძე­ლით, კლი­პი მა­ღა­ლი ხა­რის­ხით გა­დაგ­ვე­ღო.

- ვი­დე­ო­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯით ხარ...

- ამა­ზეც ბევ­რს ვფიქ­რობ­დით, რომ კოს­ტი­უ­მე­ბი სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი­ყო. იმის გამო, რომ მთე­ლი სიმ­ღე­რა თა­ვი­სი დრა­მა­ტურ­გი­ით, მაგ­ნო­ლი­ა­ზეა, ის არის ჩემი და ჩემ­თვის უძ­ვირ­ფა­სე­სი... გა­და­წყდა, კოს­ტი­უ­მი ამ ყვა­ვილ­თან და იმ ემო­ცი­ებ­თან ყო­ფი­ლი­ყო ახ­ლოს, რა­საც თა­ვად სიმ­ღე­რა იტევს. ასე­ვე ბუ­ნებ­რი­ო­ბაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

- ფაქ­ტობ­რი­ვად, დად­გმა, კოს­ტი­უ­მი და ში­ნა­არ­სი ერთი ერ­თშია...

- კი და აფხა­ზეთს უკავ­შირ­დე­ბა, ასე­ვე იმედ­და­კარ­გულ, გა­ყი­ნულ, გა­ჩე­რე­ბულ ის­ტო­რი­ებს, რაც წარ­მო­სახ­ვა­ში ცო­ცხლობს. იქ დრო გა­ჩე­რე­ბუ­ლია...

ამ დროს შე­იძ­ლე­ბა, და­ბერ­დე კი­დეც, შე­გიყ­ვარ­დეს, გა­შორ­დე, ბევ­რი რამ მო­ას­წრო, მაგ­რამ ეს მთა­ვა­რი გა­ჩე­რე­ბუ­ლია. ყვე­ლა­ფე­რი მთელ ჩვენს ტკი­ვილ­თან, აფხა­ზეთ­თა­ნაა ახ­ლოს.

მდგო­მა­რე­ო­ბა კი რაც ახლა უკ­რა­ი­ნა­შია, ის ტკი­ვი­ლია, რო­მე­ლიც მეც და ძა­ლი­ან ბევ­რმა ქარ­თველ­მა წლე­ბის წინ გა­მო­ვი­ა­რეთ, ეს მე­ორ­დე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა დევ­ნი­ლი... გერ­მა­ნი­ა­შიც ძა­ლი­ან ბევ­რია უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი. აე­რო­პორ­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი, სად­გუ­რი იქ­ნე­ბა, ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა, ქუჩა, ყველ­გან ნა­ხავთ ადა­მი­ანს ჩე­მოდ­ნით, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­დან გა­მო­იქ­ცა და თავ­შე­სა­ფარს ითხოვს, ოღონდ, რა დრო­ით, არა­ვინ იცის. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად შენ იცი, რომ თით­ქმის 30 წე­ლია, შენც დევ­ნი­ლი ხარ შენ­სა­ვე ქვე­ყა­ნა­ში...

- აფხა­ზეთს რომ შე­ვე­ხოთ, ეს ტკი­ვი­ლი პი­რა­დად შენ­თვის რო­გო­რია?

- ეს არის ქა­ო­სი, ჩემი ემო­ცი­ე­ბი ახ­ლო­საა ამ სი­ტყვას­თან, ნამ­დვი­ლად სრუ­ლი ქა­ო­სია... ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შე­მეც­ვა­ლა, ალ­ბათ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ მოხ­და, შევ­ძე­ლი და მო­მე­ცა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც გერ­მა­ნი­აა, მი­მე­ღო სტა­ტუ­სი, რომ ვარ მომ­ღე­რა­ლი, მუ­სი­კო­სი. ვწერ ალ­ბომს, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი მაქვს, კლი­პე­ბი, ვმოგ­ზა­უ­რობ და მცნო­ბენ რო­გორც მუ­სი­კოსს, - ეს უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, მაგ­რამ ამ დროს თით­ქოს არ იცი, სა­ი­დან ხარ, სად გე­ლო­დე­ბა სახ­ლი, სა­ერ­თოდ სა­ი­დან მო­დი­ხარ...

მი­უ­ხე­და­ვად იმ პი­რო­ბე­ბი­სა, რაც შე­იძ­ლე­ბა, ცხოვ­რე­ბამ მოგ­ცეს და შე­მოგ­თა­ვა­ზოს, უზო­მოდ რთუ­ლია. შე­იძ­ლე­ბა დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო, მაგ­რამ ამ დიდ ტკი­ვილს ვე­რას­დროს ივი­წყებ...

ადა­მი­ა­ნი, სა­დაც იზ­რდე­ბი და ბავ­შვო­ბას ატა­რებ, ამას არა­ფე­რი ცვლის, მაგ­რამ როცა ეს და­კარ­გუ­ლი გაქვს, გტკი­ვა, თა­ნაც ოჯა­ხის წევ­რე­ბის ნა­ხე­ვა­რი იქ გე­ლო­დე­ბა, იქ გყავს და ყო­ველ­დღე მათ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ფიქ­რობ, რთუ­ლია და ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი...

- ახლა რა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გეგ­მე­ბი გაქვს?

- რო­გორც იქნა, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმს უბ­რუნ­დე­ბა. კო­ვი­დის შიში და­წე­სე­ბუ­ლი იზო­ლა­ცი­ე­ბი, შე­ზღუდ­ვე­ბი იხ­სნე­ბა, ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი, თე­ატ­რე­ბი მუ­შა­ო­ბას აახ­ლე­ბენ. ვემ­ზა­დე­ბი და ჩემ­თან ერ­თად ყვე­ლა, ვინც აქ ვართ, რომ ზა­ფხუ­ლი­დან რე­გუ­ლა­რუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ცერ­ტებ­ში ჩა­ვერ­თოთ. ის პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც და­პა­უ­ზე­ბუ­ლი იყო, უნდა გა­ნახ­ლდეს, რომ გერ­მა­ნი­ა­ში და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ახა­ლი სიმ­ღე­რით, იმი­ჯით, შე­მარ­თე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა გან­ვა­ახ­ლოთ, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

ახლო მო­მა­ვალ­ში ბერ­ლინ­ში უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­შიც მეც მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. კონ­ცერ­ტზე გერ­მა­ნე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, რო­გორც სტუმ­რე­ბი, ისე გა­მოვ­ლენ, იქ­ნე­ბი­ან უკ­რა­ი­ნე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი და მომ­ღერ­ლე­ბიც, ისი­ნი ახლა ბერ­ლინ­ში დევ­ნი­ლე­ბად იმ­ყო­ფე­ბი­ან. შე­მო­სუ­ლი თან­ხა კი მათ გა­და­ე­ცე­მა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ იმ არ­ტის­ტებ­მა, ხე­ლო­ვა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ამ ეტაპ­ზე უდი­დეს ტკი­ვილს გა­ნიც­დი­ან, აქ ინ­ტეგ­რა­ცია შეძ­ლონ. ახლა გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში არი­ან, არ იცი­ან, რა ქნან, ვის­თან მი­ვიდ­ნენ, რა გა­ა­კე­თონ. ამი­ტომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ად­გი­ლობ­რივ მუ­სი­კო­სებს და­ა­კავ­ში­რებს და იდე­ე­ბის გაც­ვლა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ. ჩვენ კი მათ და­სახ­მა­რე­ბა­ში რა­ღაც წვლილს შე­ვი­ტანთ.

კარ­გად ვიც­ნობ უკ­რა­ი­ნე­ლებს, მათ­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მა­თი­ვე მოწ­ვე­ვით, ერთ-ერთი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ერთი თვე უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ცხოვ­რე. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მიყ­ვარს თა­ვი­ან­თი სიძ­ლი­ე­რით, სიმ­ტკი­ცით, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით. ჩემ­თვის სა­მა­გა­ლი­თო ერია. ამ ყვე­ლაფ­რით აშ­კა­რად გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ შე­მარ­თე­ბით ამ ომს აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­გე­ბენ. ვუ­სურ­ვებ ამ ყვე­ლაფ­რის მალე დას­რუ­ლე­ბას. ეს სა­მა­გა­ლი­თო ერი ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოს იმ­სა­ხუ­რებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვინ ბლოკავს მაგნოლიას !
6

 ეს არ არის კლიპი ! კლიპის გარდა რა არის გაუგებარია ! ზოგადად სიმღერა მაგნოლიას ბლოკავენ იუთუბიზე ! ვუსმენდი 3-თვის წინ ეს სიმახინჯეა და არა კლიპი ! სიმღერა მაგნოლიას ნახვა იყო 12- მილიონი ! ხალხი ტირის ამ სიმღერაზე გესმიითეხლა მილიონია ! სად გაჰქრა ის კლიპი 12- მილიონი ნახვით ? ორაშვილი არ არსებობს საქართველოში და ბუნებაში ! საინტერესოა ვისი დაკვეთით ამახინჯებ მაგნოლიასა და შემსრულებელს ? 

ლალუკა
3

ეს გოგონაა დევნილი აფხაზეთიდან და მღერის, რა შუაშია იმის ხმა, ამის ხმა. კარგია შენ თუ შეგვახსენებ ხოლმე აფხაზეთს, თორემ უკვე უკრაინა უფრო ახლობელი გახდა მგონი. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ეს აფხაზეთს უკავშირდება, ასევე იმედდაკარგულ, გაყინულ, გაჩერებულ ისტორიებს..." - ნათია თოდუას "მაგნოლია", ახალი კლიპი და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმით გახსნილი ჭრილობები

"ეს აფხაზეთს უკავშირდება, ასევე იმედდაკარგულ, გაყინულ, გაჩერებულ ისტორიებს..." - ნათია თოდუას "მაგნოლია", ახალი კლიპი და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმით გახსნილი ჭრილობები

"როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია“, - ანა კალანდაძის ამ ულამაზეს სტრიქონებზე შექმნილი სიმღერის ახლებური ვერსია მომღერალმა ნათია თოდუამ ჩაწერა. ამ ნამუშევარზე რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა ვიდეოკლიპი გადაიღო. მათი სურვილია, მაყურებელმა და მსმენელმა თვითონ აირჩიოს და გადაწყვიტოს, მისი ნახვისას რას დაინახავს და მოისმენს.

"თითოეული ადამიანი ატარებს ტკივილს, იმედგაცრუებას და აქვს რაღაცის მოლოდინი. ამიტომ კლიპი თავად, საკუთარი ფიქრით, აზრით, გემოვნებით შეაფასონ,“ - გვეუბნება ნათია თოდუა, რომელსაც გერმანიაში დავუკავშირდით.

სიმღერაზე პირველად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროექტ "აკუსტიკაში“ იმუშავა, მაგრამ სიმღერა უფრო ადრე, მას მერე შეუყვარდა, როდესაც მისი ორიგინალური ვერსია მუსიკის ავტორის ცინუკი დადიანის შესრულებით მოისმინა.

"ჩემში ღრმა ემოციები აღძრა, თითქოს ბავშვობაში დამაბრუნა... ძალიან მომინდა, საკუთარი ხედვით შემესრულებინა. დავუკავშირდი ირაკლი სანაიას, რომელმაც თავისი არანჟირებით, სიმღერას ახალი სიცოცხლე აჩუქა. მე კი, როგორც ვგრძნობდი, ისე ვიმღერე. შეიძლება, ვიღაცისთვის ძალიან კარგი ნამუშევარია, ვიღაც ფიქრობს, რომ ამ სიმღერას არ უნდა შეეხო..." - ამბობს ნათია.

- მოკლედ, იმდენად მოგეწონა, რომ მასზე მუშაობის სურვილი ვერ გადათქვი, ხომ?

- კი... ლექსი ძალიან ღრმაა, თითქოს ჩემს ცხოვრებას შეეხება და როგორ შემეძლო, არ ჩამეწერა?! საერთოდ, ძალიან ცოტა სიმღერაა, რომელზეც მინდება ხოლმე, ვიმუშაო... ვშიშობდით, გვინდოდა, ფრთხილად შევხებოდით, რომ ორიგინალის შესაფერისი გამოსულიყო, რასაც თავად მუსიკა და ლექსი იმსახურებს.

რეჟისორ ზაზა ორაშვილს დავუკავშირდი. მას ფიქრისთვის დიდი დრო დასჭირდა. მერე ისიც ვთქვით, იქნებ, ამ იდეისთვის თავი საერთოდ დაგვენებებინა. სიმღერა მგრძნობიარე თემებს ეხება და ამიტომ სხვადასხვა ვერსიას განვიხილავდით...

საბოლოოდ, როდესაც ზაზამ გადაწყვიტა, რა და როგორი უნდა ყოფილიყო, დამიკავშირდა. იმ დროს საქართველოში ვიყავი. კლიპზე სამუშაოდ და იმისთვის, რომ 3-წუთიანი ვიდეო შექმნილიყო, დიდი ჯგუფი შეიკრიბა. მადლობა გადამღები ჯგუფის წევრებს - რეჟისორს, ოპერატორს, ფოტოგრაფს, მხატვარს, ვიზაჟისტს, მკერავს. მადლობა ასევე ჩემს უძვირფასეს ადამიანებს, ოჯახის წევრებს, რომლებიც დილიდან შუა ღამემდე გადაღების პროცესს ესწრებოდნენ, მეხმარებოდნენ. ურთულესი იყო ამ ყველაფრის ერთ დღეში გადაღება. მაგრამ ყველამ ერთად შევძელით, კლიპი მაღალი ხარისხით გადაგვეღო.

- ვიდეოში განსხვავებული იმიჯით ხარ...

- ამაზეც ბევრს ვფიქრობდით, რომ კოსტიუმები სწორად შერჩეულიყო. იმის გამო, რომ მთელი სიმღერა თავისი დრამატურგიით, მაგნოლიაზეა, ის არის ჩემი და ჩემთვის უძვირფასესი... გადაწყდა, კოსტიუმი ამ ყვავილთან და იმ ემოციებთან ყოფილიყო ახლოს, რასაც თავად სიმღერა იტევს. ასევე ბუნებრიობაც მნიშვნელოვანი იყო.

- ფაქტობრივად, დადგმა, კოსტიუმი და შინაარსი ერთი ერთშია...

- კი და აფხაზეთს უკავშირდება, ასევე იმედდაკარგულ, გაყინულ, გაჩერებულ ისტორიებს, რაც წარმოსახვაში ცოცხლობს. იქ დრო გაჩერებულია...

ამ დროს შეიძლება, დაბერდე კიდეც, შეგიყვარდეს, გაშორდე, ბევრი რამ მოასწრო, მაგრამ ეს მთავარი გაჩერებულია. ყველაფერი მთელ ჩვენს ტკივილთან, აფხაზეთთანაა ახლოს.

მდგომარეობა კი რაც ახლა უკრაინაშია, ის ტკივილია, რომელიც მეც და ძალიან ბევრმა ქართველმა წლების წინ გამოვიარეთ, ეს მეორდება. ძალიან ბევრი ადამიანი ყოველდღიურად ხდება დევნილი... გერმანიაშიც ძალიან ბევრია უკრაინიდან ჩამოსული. აეროპორტიდან დაწყებული, სადგური იქნება, ავტობუსის გაჩერება, ქუჩა, ყველგან ნახავთ ადამიანს ჩემოდნით, რომელიც უკრაინიდან გამოიქცა და თავშესაფარს ითხოვს, ოღონდ, რა დროით, არავინ იცის. ამის პარალელურად შენ იცი, რომ თითქმის 30 წელია, შენც დევნილი ხარ შენსავე ქვეყანაში...

- აფხაზეთს რომ შევეხოთ, ეს ტკივილი პირადად შენთვის როგორია?

- ეს არის ქაოსი, ჩემი ემოციები ახლოსაა ამ სიტყვასთან, ნამდვილად სრული ქაოსია... ცხოვრებაში ბევრი რამ შემეცვალა, ალბათ წარმოუდგენელი რამ მოხდა, შევძელი და მომეცა იმის შესაძლებლობა, ისეთ ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა, მიმეღო სტატუსი, რომ ვარ მომღერალი, მუსიკოსი. ვწერ ალბომს, პრეზენტაციები მაქვს, კლიპები, ვმოგზაურობ და მცნობენ როგორც მუსიკოსს, - ეს უდიდესი ბედნიერებაა, მაგრამ ამ დროს თითქოს არ იცი, საიდან ხარ, სად გელოდება სახლი, საერთოდ საიდან მოდიხარ...

მიუხედავად იმ პირობებისა, რაც შეიძლება, ცხოვრებამ მოგცეს და შემოგთავაზოს, უზომოდ რთულია. შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიო, მაგრამ ამ დიდ ტკივილს ვერასდროს ივიწყებ...

ადამიანი, სადაც იზრდები და ბავშვობას ატარებ, ამას არაფერი ცვლის, მაგრამ როცა ეს დაკარგული გაქვს, გტკივა, თანაც ოჯახის წევრების ნახევარი იქ გელოდება, იქ გყავს და ყოველდღე მათ უსაფრთხოებაზე ფიქრობ, რთულია და ყველაფერი ძალიან სევდიანი...

- ახლა რა შემოქმედებითი გეგმები გაქვს?

- როგორც იქნა, ჩვენი ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. კოვიდის შიში დაწესებული იზოლაციები, შეზღუდვები იხსნება, ფესტივალები, კონცერტები, თეატრები მუშაობას აახლებენ. ვემზადები და ჩემთან ერთად ყველა, ვინც აქ ვართ, რომ ზაფხულიდან რეგულარულად საინტერესო კონცერტებში ჩავერთოთ. ის პროექტები, რომლებიც დაპაუზებული იყო, უნდა განახლდეს, რომ გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში, საქართველოში საინტერესო პროექტები განვახორციელოთ. ახალი სიმღერით, იმიჯით, შემართებით საქმიანობა განვაახლოთ, რაც ძალიან საინტერესო იქნება.

ახლო მომავალში ბერლინში უკრაინელებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას. კონცერტზე გერმანელი მომღერლები, როგორც სტუმრები, ისე გამოვლენ, იქნებიან უკრაინელი მუსიკოსები და მომღერლებიც, ისინი ახლა ბერლინში დევნილებად იმყოფებიან. შემოსული თანხა კი მათ გადაეცემა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იმ არტისტებმა, ხელოვანებმა, რომლებიც ამ ეტაპზე უდიდეს ტკივილს განიცდიან, აქ ინტეგრაცია შეძლონ. ახლა გაურკვევლობაში არიან, არ იციან, რა ქნან, ვისთან მივიდნენ, რა გააკეთონ. ამიტომ ეს ყველაფერი ადგილობრივ მუსიკოსებს დააკავშირებს და იდეების გაცვლაში დაეხმარებათ. ჩვენ კი მათ დასახმარებაში რაღაც წვლილს შევიტანთ.

კარგად ვიცნობ უკრაინელებს, მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მათივე მოწვევით, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ერთი თვე უკრაინაში ვიცხოვრე. თითოეული მათგანი მიყვარს თავიანთი სიძლიერით, სიმტკიცით, მიზანდასახულობით. ჩემთვის სამაგალითო ერია. ამ ყველაფრით აშკარად გამოირჩევიან და დარწმუნებული ვარ, ამ შემართებით ამ ომს აუცილებლად მოიგებენ. ვუსურვებ ამ ყველაფრის მალე დასრულებას. ეს სამაგალითო ერი ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს.